მღვდელი ალექსანდრე ზაქარიას ძე მოლოდინაშვილი 1841 წელს დუშეთის მაზრის სოფ. ბაზალეთში, მღვდელ ზაქარიასა და მარიამ იოსების ასულის ოჯახში დაიბადა. მისი წინაპრები და ნათესავები მოლოდინის გვარს ატარებდნენ, თავად მამა ალექსანდრე კი მოლოდინაშვილად იწერებოდა. მღვდელი იყო მისი ბაბუა დავითიც, რომელიც სოფ. ბაზალეთის ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძარში 1813--1850-იან წლებში მსახურობდა. ალექსანდრე თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, მაგრამ არ დაუმთავრებია, 1865 წლის 27 მარტს სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახ. საკათედრო ტაძრის მედავითნედ დაინიშნა. 1865 წლის 26 მაისს ეგზარქოსმა ევსევიმ (ილინსკი) დიაკვნად აკურთხა და კვლავ მედავითნის შტატში დატოვა. 1877 წელს უკვე მღვდლის ხარისხშია და თბილისის სასულიერო სემინარიასთან არსებული გალობის კომიტეტის წევრია. 1884 წელს თბილისის წმ. გიორგის სახ. კარის ტაძარში განამწესეს. 1885 წელს სკუფია უბოძეს. 1890 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა. 1889 და 1894 წელს რუსეთის წმ. სინოდმა მადლობა გამოუცხადა სიგელის მიცემის გარეშე. 1895 წლის 15 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. თანამედროვეთა დახასიათებით, მღვდელი ალექსანდრე ყოფილა ძალიან პატივცემული მოძღვარი, თავისი უანგარო ხასიათის გამო. ერთობ მშვიდი ხასიათის გულკეთილი მოძღვარი მრევლს თავგანწირვამდე უყვარდა და აფასებდა მის მოღვაწეობას. იგი თავისი დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოძღვარი და საყვარელი მწყემსი იყო. გარდა ამისა, მამა ალექსანდრემ კარგად იცოდა საეკლესიო გალობა, როგორც ქართული, ისე რუსული. იგი რამდენიმე წლის განმავლობაში გალობას ასწავლიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, ასევე დიდად დაეხმარა ბატონ იპოლიტოვ-ივანოვს, რომ მას ქართული საეკლესიო გალობა (ქართლ-კახური კილო) ნოტებზე გადაეტანა. მამა ალექსანდრეს რუსი მოწაფეები სასოებით ისმენდნენ ქართულ წირვალოცვებს.
1892 წელს მამა ალექსანდრემ, ბ-ნ მიხეილ გიორგის ძე ნათაძესთან ერთად, ქართული საეკლესიო გალობის დასის შედგენა განიზრახა, რის შესახებაც წერდა გაზეთი „ივერია“ და რედაქცია ამ განზრახვის სისრულეში მოსაყვანად სულითა და გულით თანაუგრძნობდა მათ. მამა ალექსანდრე თავისი მცირე შემოსავლიდან ცდილობდა გარკვეული წვილი შეეტანა ეროვნულ საქმეში და. საჭირო წიგნების გამოცემებშიც მონაწილეობდა. გაზეთი „ივერია“ 1894 წელს წერდა: „გთხოვთ, მიიღოთ ეს ცხრა მანეთი ბ-ნ თ. ჟორდანიას მისის „ქრონიკების“ მეორე ნაწილის დასაბეჭდად, რომელიც მზათაა და, როგორც ვიცით, არ დაჰბეჭდს მას, ვიდრე პირველი არ გაიყიდება. სასურ- „ ველია, რომ ამგვარი ფრიად სასარგებლო შრომა მალე დაიბეჭდოს: შემომწირველნი არქიმანდრიტი ევსევი, მღ. ალექს. მოლოდინაშვილი, · მღ. ვას. კარბელაშვილი, 1894 წლის 22 იანვარი“. 1898 წლის 3 თებერვალს წმ. ანას 1II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1899 წელს მამა ალექსანდრემ მღვდელ პ. კარბელაშვილთან ერთად გამოსცა „საგალობელნი შობის დღესასწაულისა“, რომელმაც დიდი გამოხმაურება ჰპოვა საზოგადოებაში და დიდად გაახარა ძველი ქართული გალობის მოყვარულნი. 1900 წლის
28-1 საპატრიარქოს უწყებანი N28 29სექტემბერი-5ოქტომბერი 2016წ გვ.19
მღვდელი ალექსანდრე მოლოდინაშვილი 1841 –– 1900 (გაგრძელება)
17 თებერვალს, დილის 11 საათზედ, მამა ალექსანდრე საქართველოს ეგზარქოსის სასახლის ეზოში მივიდა. მას ეგზარქოსთან ჰქონია საქმე, მაგრამ რადგან სახლში არ დახვდა, უკანვე გამობრუნდა, ეზოში ქვას ფეხი წამოჰკრა, წაიქცა და 5-6 წუთის შემდეგ აღესრულა. განსვენებულს დარჩა ნოტები და ძველი ხელნაწერები, აგრეთვე მთელი კოლექცია ძველი ფულებისა. 20 თებერვალს მამა ალექსანდრეს ცხედარი ანჩისხატის ტაძარში მიასვენეს, სადაც გორის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) სამღვდელოებასთან ერთად შეასრულა წირვა. წესის აგებაზე მან შემდეგი სიტყვა წარმოთქვა: „მწარე და თავზარდამცემია სიკვდილის სახელის გაგონება, შემაწუხებელი და შემაძრწუნებელია მისი ხსენება სიკვდილი ეს ხომ მართლა თავზედ დაცემული მეხია ეს ხომ ის საშინელი მოვლენაა, რომელიც უდროვუდროვოდ აობლებს, აკლებს მშობელთა ალერსს და სიყვარულს, დედ-მამის მზრუნველობას და გულ-შემატკივრობას, სტოვებს ულუკმაპუროდ, უმწეოდ, უპატრონოდ და უნუგეშოდ, ჯერ ისევ ქორფა, უსუსურ და მცირეწლოვან ქმნილებათა ეს ხომ ის საზარელი მოვლენაა, რომელიც სიცოცხლეს უნახევრებს, უმწარებს, გულს უკლავს და სჩაგრავს მშობლებს საყვარელი შვილის ხელიდან გამოცლით! ეს ხომ ის შემაძრწუნებელი ძალაა, რომელიც აქარწყლებს, ანადგურებს და მიწასთან ასწორებს ოჯახის ბედნიერებას მეუღლეთა გვირგვინის გაწყვეტით, შესისხლ-ხორცებულ, შეთვისებულ, ერთ-ურთის სიყვარულით გამსჭვალულ ქმრისა და ცოლის სამუდამოდ განცალკევება-გაყრით! ოჰ, ვინაა ისეთი ბედნიერი, რომ სიკვდილს არ გამოეცდევინებინოს მისთვის თავისი სიმწარე? სად იქნება ისეთი ოჯახი, რომ სიკვდილს არ დაეკაკუნებინოს მის კარზედ, არ მოეშხამოს მისი წევრების სიტკბოება, არ შეემოსოს შავებით ქმარი საყვარელ ცოლზედ, ან ცოლი ძვირფას ქმარზედ? დიაღ, ყველას ატირებს, საშინლად აგმინებს და მწარედ აკვნესებს სიკვდილი, მაგრამ მეტად აუტანელი და მოუნელებელი ხდება იგი, როდესაც მას წინ არ უძღვის ავადმყოფობა, როდესაც მოევლინება ადამიანს უცბად, მოულოდნელად, წარმოუდგენელი სისწრაფით და მეტადრე გარეშე საკუთარი ოჯახისა, გარეშე საკუთარი ჭერისა. ამგვარ შემთხვევაში ჭირისუფლებს სული უწუხთ და გული სწყდებათ, რომ მათ არ მიეცათ შემთხვევა ჯეროვანი პატრონობა გაეწიათ ძვირფასი მიცვალებულისათვის, ეხმარათ შესაძლო სახსარი მის მოსარჩენად; მიცვალებულის პატრონებს ის სწვავთ და ამწარებთ, რომ უეცარი სიკვდილის გამო მიცვალებული ვერ ეღირსა წმ. საიდუმლოს მილებას, ვერ გამოეთხოვა საყვარელ ნათესავებს, ვერ მისცა უკანასკნელი გება თავისს ოჯახობას, ვერ დარით გაუზიარა მას თავისი ჭირ-ვარამი, ვერ გადასცა ვერავის თავისი ანდერძი. აი, სწორედ ესეთი უცები, მოულოდნელი და უცნაურისიკვდილი ჰხვდა ჩვენ წინ მდებარე მიცვალებულსაც. ამის გამოა, რომ მისი ოჯახობა შეუპყვრია მეტად ღრმა, უსაზღვრო და ფართო მწუხარებას; ესაა მიზეზი, რომ მიცვალებულის ნაცნობებსაც მოგვდებია მოუნელებელი ცეცხლი და საბრალო ქვრივ-ობლებთან ერთად ვღვრით ცრემლთა ნაკადულთა. მამა ალექსანდრემ განუტევა სული ერთი თვალის დახამხამებაში, მამა ალექსანდრე გარდაიცვალა საქმიანობაში, მამა ალექსანდრე გარდაიცვალა ქუჩაში, მამა ალექსანდრე მიასვენეს თავისს ოჯახში, თავის ძვირფას ცოლ-შვილში უსულო, მკვდარიღა! აი, რა მოულოდნელი მეხი დაასკდა განსვენებულის ოჯახს, აი, რაგვარი ცეცხლი და ვარამი უნდა მოინელოს მამა ალექსანდრეს დაობლებულმა სახლობამ, რაგვარი შემაწუხარი გარემოების თანამოზიარენი ვართ ყველა აქ მყოფნი! მაგრამ შევიმაგროთ თავი! კმარა ტირილი და ცრემლთა ღვრა! მამა ალექსანდრე გაგვშორდა, გაგვეყარა, გამოგვესალმა, მაგრამ მისი მშვიდობიანი, მოსიყვარულე, პატიოსანი, ყველასათვის კეთილის მსურველი და უანგარო სიყვარულით აღვსილი სახელის ხსენება დაუვიწყარი და მოუშლელი იქნება მისს ნაცნობთა შორის; მისი მღვდლობითი პატიოსნება, მისი თავდადებულება მრევლისათვის, უკანასკნელ დღემდე უმწიკვლოდ და შეუბღალავად აღსრულება სამსახურისა, ეჭვს გარეშე ჰყოფენ ჩვენთვის იმ აზრს, რომ მამა ალექსანდრე გარდაიცვალა სიკვდილისაგან ცხოვრებად და, რომელმანც აქა, კაცთა შორის, სულიერითა პატივითა შეამკო, იგივე აღრაცხავს მისს სულსა ყოველთა წმიდათა თანა. დაიმარხე ეს ჭეშმარიტება გულში, საბრალისო ქვრივო, და
28-2 საპატრიარქოს უწყებანი N28 29სექტემბერი-5ოქტომბერი 2016წ გვ.20
მღვდელი ალექსანდრე მოლოდინაშვილი 1841 –– 1900 (დასასრული)
სხედან მარცხნიდლან - მღვდლები ვასილ და პოლიევქტო კარბელაშვილები, მღ. გრ. მღებრიშვილი, მღ. ალ. მოლოდინაშვილ. დგას - გიგა კარბელაშვილი, 1885წ.
გჯეროდეს, რომ ჰპოებ მასში საკმარის ნუგეშს და გამამხნევებელ ძალას. დარწმუნდი მტკიცედ, რომ შენს ალექსანდრეს დაედგა დღეიდგან გვირგვინი სიმართლისა, და, გამხნევებულმა ამით, იზრუნე სწორედ ეხლა გაუწიო მას ქჭეშმარიტი მეუღლეობა, ეცადე, რომ არაფრით არ შეილახოს შენი ქმრის პატიოსანი სახელი, გაუწიე მამობაც და დედობაც უმამოდ დარჩენილ, ჯერ ისევ გამოსაზრდელ, შენ შვილებს, აღზარდე იგინი ისეთი პატიოსნებით, როგორიც შეჰფერის მათი მამის სახელს, ხოლო თქვენ, განსვენებულის პატივისმცემელნო ნაცნობნო, მეგობარნო და მოწაფენო, შეავედრეთ თქვენი ძვირფასი მოძღვრის სული უფალსა, მიუტევეთ ყველამ, თუ ვისმე მოგაგონდებათ მისგან რამე ნაწყენობა, გამოსთხოვეთ მასაც შენდობა თქვენი დანაშაულობისა, და თუ გსურთ მისი ნამდვილი პატივისცემა, ეცადეთ, განახორციელოთ თქვენს ცხოვრებაში ის ქრისტიანული სწავლა მოძღვრება, რომლითაც გატკბობდათ ხოლმე განსვენებული საღმრთო მოქმედებათა აღსრულების დროს, ამინ“. წესის აგების შემდეგ მოძღვრის ცხედარი ანჩისხატის ტაძრიდან გაასვენეს პეტრე-პავლეს სასაფლაოზე, ავლაბარში. დიდძალი ხალხი მისდევდა განსვენებულს. დაკრძალვის დროს სიტყვა წარმოთქვა საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის მოხელე ალექსი დავითაშვილმა. რამდენიმე დღის შემდეგ მისი მეუღლე გაზეთ „ივერიაში“ წერდა: „უღრმეს მადლობას ვუცხადებ ყველა მათ, ვისაც ჩემი მეუღლის, ჩვენის მეფეთა კარის ეკლესიის მღვდლის ა. ზ. მოლოდინაშვილის გარდაცვალების შემთხვევამ აღუნთო გულში ცეცხლი მწუხარებისა და თანამგრძნობი ცრემლი თვისი ცრემლსა თანა ჩემსა შეუერთა და მიითვალა მწუხარება ჩემი. მადლობით მივმართავ ყოვლად სამღვდელოთ, მასთან ერთად თანამწირველ სამღვდელოებას და მგალობელთა გუნდს. დასასრულ, მადლობით მოვიხსენიებ მონათესავეთა და მოყვასთა ჩემთა, რაიცა მათ მიერ ჩემდამო პატივისცემა წერილობით და სხვა გვარათ გამოიხატა და მით მანუგეშეს მწუხარებასა შინა მყოფი მეუღლე მისი“. მამა ალექსანდრეს დარჩა მეუღლე დარეჯან იოანეს ასული ცაბაძე (დ. 1848წ., არქიმანდრიტ ევსევის უმცროსი და) და შვილები: დავითი, მიხეილი, ნინო.