დეკანოზი ეპიფანე ეგნატეს ძე ხონელია 1863 წელს ქუთაისის გუბერნიაში, ოზურგეთის მაზრაის სოფ. გოგორეთში მღვდელ ეგნატე ხონელიას ოჯახში დაიბადა. დედამისი (მონაზვნობაში -–– ელისაბედი, 1849-1900წწ.) ქმრის გარდაცვალების შემდეგ ჯიხეთის დედათა მონასტერში მონაზვნად აღიკვეცა. ამის გამო პატარა ეპიფანე ბებიასთან და ბაბუასთან იზრდებოდა. ჯიხეთის მონასტრის მონაზონი ელისაბედი (ჯანჯღავა), რომელიც პირადად იცნობდა ელისაბედ ხონელიას, ასე ახასიათებდა მას: „ელისაბედ მონაზონი დიდებული ადამიანი იყო. ჩემს ცხოვრებაში მონაზვნების მეტი რა მინახავს, მაგრამ ასეთი ღვთისნიერი და ღრმა მორწმუნე იშგიათად შემხვედრია. რწმენის სიღრმე ყოველი სასულიერო პირის დიდი ღირსებაა, მაგრამ მას უფლის მადლი სჭირდება, და ელისაბედს ეს მადლი ძალიან დიდი ხარისხით ჰქონდა მინიჭებული. გარდა სასულიერო სიმდიდრისა, საოცარი გარეგნობისაც იყო. წარმოსადეგი, მშვენიერი. დედას ძალიან ჰგავდა შვილი, ჩვენი ღვთივკურთხეული მფარველი და მონასტრის ეკლესიის მწირველი ეპიფანე ხონელია. დედა ელისაბედის გარდაცვალებიდან ნახევარი საუკუნე გავიდა, მაგრამ მისი ნათელი ხსოვნა ჩვენში დრომ ვერ წაშალა“. ეს პატარა მოგონება 1951 წლის აგვისტოს ბოლოს არის ჩაწერილი, ხოლო თავად მონაზონი ელისაბედ ხონელია 1900 წლის 27 დეკემბერს გარდაიცვალა ხონელიების პირველი სამკვიდრო სოფ. გოგორეთი ყოფილა. ისინი შუა გურიიდან მოსულობას იჩემებენ, რაც გვარსახელიდანაც (ხონელი) ჩანს და
35-1 საპატრიარქოს უწყებანი N35 17-23ნოემბერი 2016წ გვ.17
დეკანოზი ეპიფანე ხონელია (გაგრძელება)
ადმოცემიდანაც, რომელიც ამ საგვარეულოს შემოუნახავს თავისავე წიაღში. შემდგომში უკვე თავად ეპიფანე დასახლდა სოფ. სამებაში, რადგანაც მისი მეუღლე გიორგი წეროძის ასული სწორედ აქედან გახლდათ. 1882 წელს ეპიფანემ წარმატებით დაამთავრა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელი. კარგად იცოდა ქართულ და რუსულ ენებზე საღმრთო ისტორია, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი. ახალგაზრდა ყმაწვილი სწავლის გაგრძელებაზე ოცნებობდა, მაგრამ უკვე მამით ობოლ და ხელმოკლე ჭაბუკს ამ ოცნების რეალობად ქცევის ძალა არ შესწევდა და ამიტომ მან პედაგოგიური სარბიელი ამჯობინა.
1883 წლის 15 ოქტომბრიდან 1886 წლის 25 აგვისტომდე იგი ხვარბეთის სახალხო-სამინისტრო სკოლის მასწავლებელია. 1886 წლის 30 აგვისტოს სოფ. სამების სამრევლო-საეკლესიო სკოლაში გადაიყვანეს. აქ გადასვლაში დიდი როლი მიუძღოდა მის უფროს მეგობარს, მღვდელ სოლომონ დუმბაძეს, რომელიც ამ სოფლის სიძე იყო და დიდი ავტორიტეტითაც სარგებლობდა მის შემოგარენში. 1887 წლის 11 იანვარს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (დადიანი) ეპიფანე დიაკვნად აკურთხა და სოფ. სამების ყოვლადწმინდა სამების სახ. ტაძარში განამწესა. 1888 წლის 15 მაისს მღვდლად დაასხა ხელი და ამავე ტაძარში დაადგინა.
1888 წლის სექტემბრიდან თავისივე დაარსებული ერთკლასიანი სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგე და საღვთო სჯულის პედაგოგია. სკოლის შენობა მან აქაური მცხოვრები, ივანე მანთიძისაგან პირადი ხარჯებით იყიდა. პირველ ხანებში მოსწავლეთა რიცხვი დიდი არ იყო, სულ 27 მოწაფე ირიცხებოდა, მაგრამ მალევე მათი რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. 1890 წლის 15 მაისს ჩოხატაურის ოლქის სამღვდელოებამ ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში თავის დეპუტატად აირჩია. 1890 წლის 17 დეკემბერს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1891 წლის 14 ივნისს ჩოხატაურის ოლქის მთავარხუცესის თანაშემწედ დაადგინეს. 1891 წლის 30 ნოემბერს ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში გამართულ დეპუტატთა სხდომაზე საქმის მწარმოებლად აირჩიეს. 1892 წლის 28 აგვისტოსა და 17 ოქტომბერს უკვე ამ სხდომის თავმჯდომარეა. 1894 წლის 21 სექტემბერს ოლქის სამღვდელოებამ, ამჯერად უკვე ქუთაისის სასულიერო სემინარიაში აირჩია თავის დეპუტატად. 1895 წლის 23 იანვარს კიდევ ერთხელ აირჩიეს დეპუტატთა სხდომაზე საქმის მწარმოებლად. 1895 წლის 13 ივნისიდან ჯიხეთის დედათა მონასტრის ტაძრის ამშენებელი კომიტეტის წევრია. 1896 წლის 14 მაისს სკუფია უბოძეს. 1897 წელს მონაწილეობა მიილო რუსეთის იმპერიის მოსახლეობის საყოველთაო აღწერაში, რის გამოც ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდა. 1898 წლის 15 იანვარს ჯიხეთის დედათა მონასტერთან არსებული ერთკლასიანი ქალთა სკოლის ამშენებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს. 1898 წლის 27 მარტს ამავე მონასტერთან არსებული ქალთა სკოლის საღვთო სჯულის პედაგოგად დაინიშნა. მამა ეპიფანეს დანიშვნასთან დაკავშირებით 1898 წელს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ უცნობი ავტორი, ფსევდონიმით „თავისუფალი“, წერდა: „ჯიხეთის მონასტერში მესამე წელიწადია, რაც დაარსდა ერთკლასიანი უფასო საქალებო სასწავლებელი... ამ სასწავლებელში არის დანიშნული საღმრთო სჯულის მასწავლებლად სამების ეკლესიის მღვდელი მამა ხონელია, რომელიც ხუთი ვერსის მანძილზედ არის სასწავლებლიდამ. შეიძლება არც მამა ხონელიას სურდეს, რომ მისი შეგირდები თითო კვირაობით მოშორებული იყვნენ მის გაკვეთილს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ მამა ხონელია, რომელსაც აბარია სამების ეკლესია და რომელიც ასწავლის საღმრთო სჯულს ამავე სამებისავე ეკლესიის სამრევლო სასწავლებელში, დანიშნულია ოზურგეთის სასულიერო სასწავლებლის დეპუტატადაც, სადაც თითო კვირაობით ხშირად მოუწევს დაყოვნება სხვადასხვა ჰრებების თუ საქმეების გამო. აგრეთვე ითვლება ბლაღოჩინის კანდიდატად, რომელიც ბევრ დროს თხოულობს, რადგანაც ბლაღოჩინის არყოფნის დროს მან უნდა აასრულოს მისი მოვალეობა და სხვ. აი, ეს არის მიზეზი, რომ ჯიხეთის დედათა მონასტრის სასწავლებელი მოკლებულია საღმ-
35-2 საპატრიარქოს უწყებანი N35 17-23ნოემბერი 2016წ გვ.18
დეკანოზი ეპიფანე ხონელია (გაგრძელება)
რთო სჯულის სწავლას, თუ მეტი არა, ნახევარჯერ მაინც. განა უკეთესი არ იქნებოდა, რომ ამ საქმის ასრულება სხვისთვის მიენდოთ? მით უმეტეს, რომ მამა ხონელიას თავისსავე ეკლესიაზე აქვს სამრევლო სასწავლებელი, სადაც ასწავლის საღმრთო სჯულს და აბა ერთი კაცი როგორ უნდა გასწვდეს ყველაფერს?!“ მამა ეპიფანემ იმავე გაზეთის ფურცლებზე საკადრისი პასუხი გასცა წერილის ავტორს. აი, რას წერდა იგი: „ბ-ნ „თავისუფალის“ წერილი „ცნობის ფურცლის“ 525 N-ში იმის შესახებ, რო? ვითომ მე საღმრთო სჯულის მასწავლებლად ვიყო განწესებული ჯიხეთის სკოლაში და გაკვეთილებს სანახევროდ ვაცდენდე სხვადასხვა საქმეების გამო და ამის მიზეზით საღმრთო სჯულის სწავლების საქმე სხვა საგნებზე შედარებით უკან იყოს ჩამორჩენილი, სრულიად მოკლებულია სიმართლეს. რაც შეეხება საღმრთო სჯულის მასწავლებლად დანიშვნას ხსენებულ ჯიხეთის სკოლაში, მე ჯერ არ გამიგია და ბ. თავისუფალმა საიდგან გაიგო, არ ვიცი. მე მხოლოდ ეს ვიცი, ხსენებულის სავანის წინამძღვარსა და გამგეს სკოლისას დედა ელენეს 9 მარტიდან 71898 წ. უთხოვნია, სადაც ჯერ არს, ჩემი დანიშვნა საღმრთო სეულის მასწავლებლად ჯიხეთის სკოლაში, მაგრამ მე ჯერ მთავრობისაგან არავითარი ცნობა არ მიმიღია ხსენებული საგნის მასწავლებლად დანიშვნაზე და სანამ მოწერილობას არ მივიღებ, მანამ თავს არ ვსცნობ მოვალედ, რომ საღმრთო სჯული ვასწავლო ჯიხეთის სკოლაში. ბ. „თავისუფალს“, ვგონებ, უნდა შერცხვეს ამნაირი ცოცხალი ტყუილისათვის.
მე, როგორც მღვდელი, ამ ცილისწამებას მიუტყვებ, ხოლო მკითხველებთან კი ქუდმოხდით გადაიხადოს ბოდიში ამნაირი სიცრუისათვის, და იმედი მაქვს ისინიც აპატიებენ, შემდეგისათვის გაფრთხილდეს და რაც ბეჯითათ არ იცის, იმ საგანზე ლაპარაკს ნუ დაიწყებს“ 1901 წლის 26 მაისს მამა ეპიფანე ჯიხეთის მონასტერში ახალი ტაძრის ამშენებელი კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს. 1901 წლის 10 ოქტომბერს ოლქის სამღვდელოებამ სამი წლის ვადით კვლავ აირჩია სასულიერო სასწავლებელში დეპუტატად. 1902 წლის 7 ნოემბერს ოზურგეთის სასულიერო სასწავლებლის მმართველი საბჭოს წევრობის კანდიდატად დაინიშნა. 1903 წლის 5 მაისს ჯიხეთის დედათა მონასტრის სულიერ მოძღვრად დაადგინეს. 1903 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა.
ჯიხეთის ქალთა სასწავლებელი 1898 წელი
1905 წლის 29 აგვისტოს დეპუტატთა სხდომის თავმჯდომარედ აირჩიეს. 1906 წლის მარტში დეპუტატთა შეკრებაზე სამი წლის ვადით ოზურგეთის სასულიერო სასწავლებლის მმართველი საბჭოს წევრად გახდა, ხოლო ამავე წლის 17 ნოემბერს დაამტკიცეს ამ საბჭოში. 1907 წლის 16 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1910 წლის 10 მაისს ოზურგეთის მაზრის სამთავარხუცესოების წარმომადგენელთა სხდომაზე არჩეულ იქნა სასამართლოს წევრად და რამდენიმე დღეში ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) დაამტკიცა ამ პოსტზე. 1910 წლის 22 ნოემბერს ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელთან ახალი შენობების ამშენებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს. 1912 წლის 15 მაისს წმ. ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1917 წლის 8-17 სექტემბერს, როგორც გურია სამეგრელოს ეპარქიის დელეგატი და ჩოხატაურის ოლქის მთავარხუცესი, ესწრებოდა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ავტოკეფაური ეკლესიის პირველ საეკლესიო კრებას. 1922 წელს დეკანოზის წოდება მიენიჭა. XX ს-ის 20-30-იან წლებში რელიგიის საყოველთაო დევნის პერიოდში და ტაძრების დახურვის დროს, დეკანოზი ეპიფანე სოფ. სამებაში ცხოვრობდა და შეძლებისდაგვარად ასრულებდა ქრისტიანულ წესებს. მის შესახებ დიდი ხანი არაფერი ისმოდა, ვიდრე მან თავად არ შეახსენა თავი დედაეკლესიას. 1947 წლის 21 ივნისს, მოხუცებული, 84 წლის მოძღვარი, სრულიად საქართველოს კათოლიკოზპატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს კალისტრატეს (ცინცაძე) წერდა: „ჩვენო უწმინდესობავ მუხლმოდრეკით და სულიერი სიყვარულით ვეამბორები ხელთა თქვენთა და გამოვითხოვ ლოცვაკურთხევას. დიდათ მსურდა თქვენი პირადად ნახვა, მაგრამ ვერ გავხდი ღირსი ღრმა მოხუცებულობის გამო. პატრიარქი კირიონის არჩევის დღეებში გაგიცანით და შემდეგ აღარ მინახავხართ. მე უკვე 84წ. ვარ სრულიად ძალა მოკლებული, ასთე დასუსტებული, რომ არ ვიყო ჩემს სოფ. სამების ეკლენიასაც კი აღვადგენდი, რომელიც დანგრევას გადარჩა. ჩემს საპატრონოთ იყო ჯიხეთის დედათა მონასტრის ეკლესია და თვით დედებიც. სამწუხაროდ ჩემდა აქაც ცუდი მდგომარეობაა. წინამძღვარი გარდაიცვალა 1944 წელში და მაგიერი რო აირჩიონ ასეთი აღარავინ არის, სულადობით თვრამეტია, მაგრამ ყველა მოხუცებული და უძლურები. არავითარი თავის სარჩო არ გააჩნიათ, ასეთ ადგილზე კი ვინ იკისრებს წინამძღვრობას და ამის გამო ძალიან შეწუხებული ვარ. ბერი იოაკიმე მისი ფარშივ მოქმედებით დედებში იწვევს უკმაყოფილებას. იოაკიმე როცა მთაწმინდიდან დაბრუნდა, მე ამიყვანა მოძღვრად, მაგრამ, სამწუხაროდ ჩემდა, ვერ გახდა ღირსეული მოწაფე. ყოვლადსამღვდელო ეპისკოპოსი დიმიტრი აბაშიძე, როცა შეშინებული სასწრაფოდ გაიქცა ფოთიდგან, ისარგებლა ამ შემთხვევით იოაკიმემ და თავი გააცნო მის ნაცნობებს ნაკურთხად მღვდელ-მონაზვნად. არც იეროდიაკვნად და არც მღვდელ-მონაზვნად ის არავის არ უკურთხებია. ეს მე გამაცნო ეპისკოპოსმა დავითმა კაქახიძემ, როცა ის მოვიდა მონასტერ-
35-3 საპატრიარქოს უწყებანი N35 17-23ნოემბერი 2016წ გვ.19
დეკანოზი ეპიფანე ხონელია (გაგრძელება)
ში. მისმა კელეინიკმა საკურთხეველის კედელზე ამოიკითხა წარწერა ბერი იოაკიმე და გაკვირვებით სთქვა: ეს მატყუარა აქაც კი მოსულავო და ამ დროს ამიხსნეს მისი მოქმედება, რაც დიდათ სამწუხაროდ შემექმნა. 7944 წლის ნოემბრის 1-ს მოსულიყო მონასტერში და ერთი კვირა დარჩენილიყო მის ნაცნობ მონა ზონთან. ეს რომ გავიგე, გავაფრთხილე მონაზვ6ები, მომავალში აღარ მიეღოთ, ამით უკმაყოფილო გახდნენ მისი ნაცნობი ორი მონაზონი და არეულობას იწვევს დებში. როგორც მითხრეს, იოაკიმე იღუმნათ არის ნაკურთხიო. ეს როგორ მოხდა, აღარ ვიცი. გაჭირვეტულ მონა ზვნებში ფულები მოკრიბა, ვითომ, თქვენი დავალებით. ეს მატყუარა თუ როდისმე შემოვიდეს თქვენთან, გადაეცით ჩემ მაგიერ, ფეხი არ შემოდგას არათუ მონასტერში, არც გურიის ფარგლებში. მისი ფარშივი მოქმედება ისთეა გაცნობილი, დაიძშერენ და გადასახლებაში ამოყოფს თავს.
შემინდევ, თქვენო უწმინდესობავ, ფანქრით ნაწერისათვის, კალამს ვეღარ ვხმარობ სისუსტის გამო. დავშთები თქვენი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევის მოიმედე“. იმავე დღეს მამა ეპიფანე მეორე წერილსაც აგზავნის: „45 წელიწადია მე ვმსახურობ მოძღვრად გურიის დედათა მონასტერში ჯიხეთში. სამ წელინადს ყოვლადსამღვდელო ლეონიდის განკარგულებით წინამძღგრის მოადგილიდ ვიყავ. 1925წ. მონასტერში მწირველი მოძღვარი გარდაიცვალა. ამის შემდეგ მწირველად დადიოდა მღ. ალფესი ბარამიძე. შემდეგ მოვიდა ჩემთან უადგილო მღვდელი ათანასე გოგუაძე და მთხოვა, მისთვისაც მიმეცა მწირველობა მონასტერში. ეს გოგუაძე მსახურობდა ყოვლადსამღვდელო გრიგოლთან კელეინიკად და დიდად გვიწყობდა ხელს მონასტრის ეკლესიის აშენების დროს. მონასტრის ეკლესია რვა წელიწადს შენდებოდა ჩემის თავჯდომარეობით. მღ. ბარამიძესთან შევათანხმე მღ. გოგუაძეს და მის შემდეგ მორიგეობით დადიოდნენ მონასტერში საწირავად. დღეს მღ. ბარამიძე ბათუმში მსხახურობს, გოგუაძე კი ჯიხეთის მონასტერში დადის მწირველად. გაცნობებთ რა ამას, ვსთხოვ თქვენს უწმინდესობას, მღვდელი ათანასე გოგუაძე თქვენის ლოცვა-კურთხევით დანიშნოთ ჯიხეთის დედათა მონასტრის მღვდლად და ამასთან განკარგულება მაცნობოთ“ 1947 წლის 8 აგვისტოს უწმინდესმა კალისტრატემ ამ ცოტა უცნაურ თხოვნით-ბრძანებით წერილს ასეთი შინაარსის მინაწერი გაუკეთა: „მამა ეპიფანე ხონელიას შესახებ საკათალიკოზოს არ მოხსენებია 1922 წლის შემდეგ, როცა იგი დაჯილდოებულ იქმნა დეკანოზის პატივით; ჯიხეთის მონასტრის შესახებ საკათალიკოზოს აქვს ცნობა 1919 წლისა, როდესაც იქ გაჩნდა ხანძარი; მამა ათანასე გოგუაძის შესახებ არასდროს მოხსენებია საკათალიკოზოს. კერძოდ, იოაკიმე არქიმანდრიტისაგან კათალიკოზ-პატრიარქს სმენია, რომ არსებობს ჯიხეთის მონასტერი და მას ყავს კარგი მოძღვარი, დეკ. ხონელიძეო. სამწუხაროდ, ამ კარგ მოძღვარს 45 წლის განმავლობაში ერთხელაც არ მოგონებია კათალიკოსები, არ წაუღია წმიდა მირონი, არც ოდიკი და არ მიუღია არავითარი ზომები, რომ ჯიხეთის მორწმუნეთა საზოგადოება შეტანილიყო რეგისტრაციაში. წინადადებას ვაძლევ მას, ეხლა მაინც იზრუნოს არსებულ საზოგადოების რეგისტრაციისათვის. თუ რა წე-
35-4 საპატრიარქოს უწყებანი N35 17-23ნოემბერი 2016წ გვ.20
დეკანოზი ეპიფანე ხონელია (დასასრული)
სით უნდა აღიძრას ეს საკითხი, აღნიშნულია „დებულებაში“, რომელიცუგ ზავნება მას. დარწმუნებული ვარ „მონასტრის“ გარშემო მცხოვრებნი შეუერთდებიან მონასტრის დედებს, რომ გურიაში გაიხსნას ერთადერთი ეკლესია“. დეკანოზ ეპიფანე ხონელიას შესახებ 1947 წლის დეკემბრის დასაწყისში ჯიხეთის მონასტრის წევრი, სქემმონაზონი ბარბარე (მახარაძე) უწმინდეს კალისტრატეს სწერდა: „...თქვენო უნეტარესობავ, თქვენ მწერდით თქვენს სავანეს საკუთარი მოძღვარი გყოლოდესო, გამიკვირდა, რაშია საქ” მე, ჩვენ ერთი მოძღვარი გვყავს ხონელია ეპიფანე. მისი ნაკვდავია ეს მონასტერი და ის აწარმოებს მის მართვას“. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი იური სიხარულიძე, რომელიც პირადად იცნობდა დეკანოზ ეპიფანეს და 1951 წლის სექტემბერში პირადად ეწვია მას სოფ. სამებაში მოგონებების ჩასაწერად, მის შესახებ წერდა: „ახლადნაკურთხი ახალგაზრდა მოძღვარი დიდი სიყვარულითა და პატივისცემით მიიღო უკვე დამსახურებულმა მოღვაწემ, დეკანოზმა იოანე წეროძემ და სიკვდილამდე შესაშური სათნოებით შრომობდნენ, როგორც სოფლის ეკლესიაში, ისე დედათა მონასტერში. ეპ.ხონელიას ჯიხეთის დედათა სავანესთან დაარსების პირველი დღეებიდან ჰქონდა ახლო ურთიერთობა, რადგან დედამისი, მონაზონი ელისაბედი იექ მოღვაწეობდა და იქვეა დაკრძალული. პირველ ხანებში იქ დეკანოზი იოანე წეროძე წირავდა, ხოლო შემდეგ იქ მღვდელი ეპიფანე ხონელიაც მიიწვია, რომელმაც შეცვალა მხცოვანი დეკანოზი. ასე დარჩა გარდაცვალებამდე იგი მონასტრის მწირველად და მზრუნველად თითქმის ექვსი ათეული წლის მანძილზე. დიდია დეკანოზ ეპ. ხონელიას ღვაწლი ამ მონასტრის ცხოვრებაში, მისი სულიერი თუ მატერიალური ყოფის განვითარებასა და ამაღლებაში“ დეკანოზი ეპიფანე 1910 წელს უკვე ქვრივია.
ჰყავდა სამი შვილი: ერთი ასული და ორი ვაჟი. ერთ-ერთ ვაჟს ერქვა -- დავითი (დაბ. 1893წ.). თავად დეკანოზი ეპიფანე XX ს-ის 50-იან წლებში გარდაიცვალა.