სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12049

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
ზაქარია შიოს ძე სიდამონ-ერისთავი 1763-1833წწ დეკანოზი ზაქარია შიოს ძე სიდამონ-ერისთავი 1763-1833წწ დეკანოზი

1763-1833 წწ. გარდ. 70 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი სიდამონ ერისთავი სია

თელავი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

6       ბეჭდვა

ზაქარია შიოს ძე სიდამონ-ერისთავი 1763-1833წწ დეკანოზი

ზაქარია შიოს ძე სიდამონ-ერისთავი 1763-1833

დეკანოზი ზაქარია შიოს ძე 1763 წელს კახეთში, ქ. თელავში ერეკლე I-ისა და გიორგი XII-ის კარის სიდამონ-ერისთავი მოძღვრის, დეკანოზ შიო სიდამონ-ერისთავის ოჯახში დაიბადა. სწავლა-განათლება თელავის სასულიერო სემინარიაში მიილო, სადაც შეისწავლა გრამატიკა, რიტორიკა, ფილოსოფია ქართულ და სომხურ ენებზე. გარდა ამისა, იცოდა თათრული და რუსული ენებიც. ერეკლე II-ის დროს ასრულებდა მდივნის და სხვადასხვა სახის მოვალეობას.

1796 წლის 6 იანვარს კათოლიკოსმა ანტონ II-მ (ბაგრატიონი) მღვდლად დაასხა ხელი და თბილისის კარის წმ. გიორგის სახ. ტაძრის კრებულში დაინიშნა. 1801 წლის 1 მარტს დეკანოზის წოდება მიენიჭა. ამავე წელს მიხეილ ბატონიშვილს პეტერბურგში წაჰყვა, სადაც იმპერატორმა ალექსანდრე I-მა ოქროს ჯვარი უბოძა და ფულადი ჯილდოც გადასცა. 1802 წლის იანვარში საქართველოში დაბრუნდა და დაენიშნა ჯამაგირი 500 მან. ვერცხლით. 1804 წლის 24 მაისიდან 1814 წლის 12 ივლისამდე თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში ქართულ ენას ასწავლიდა. კეთილსინდისიერი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის, 1806 წლის 6 ოქტომბერს ჯამაგირი 100 მანეთით გაეზარდა.

იმავდროულად, 1808 წლის 11 თებერვალს დაჯილდოვდა წლიური, ხოლო 1814 წლის 16 მარტს  ნახევარწლიანი ჯამაგირით. 1814 წლის 29 აგვისტოს, თავისი თხოვნის საფუძველზე, გათავისუფლდა თბილისის კეთილშობილთა სასწავლებლიდან (გათავისუფლების მიზეზად დადგენილებაში სწერია: „ხსენებული ზედამხედველი დეკანოზი სიდამონოვი ვერ უძღვება მისდა ჩაბარებულ სასწავლებლის ვერც სასწავლო დავერც ეკონომიურ მეურვეობას. სამასწავლებლო საქმეს ვერ უძღვება რუსულის სუსტი ცოდნის გამო, ამასთან, არა საკმაო გამოცდილების მქონე, ვერ მოქმედებს ეგ ზარქოსის მიერ მოცემული პროექტის მიხედვით ბ. 1815 წლის 3 ოქტომბერს თელავის მთავარეპისკოპოსმა დოსითეოსმა (ფიცხელაური) თელავის  ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახ. საკათედრო ტაძრის კრებულში განამწესა, სადაც 1827 წლამდე აღასრულებდა მღვდელმსახურებას. ამ წელს კი მას პრობლემები შეექმნა. აი, რას წერდა ამასთან დაკავშირებით 1827 წლის 11 ნოემბერს დეკანოზი ზაქარია საქართველოს ეგზარქოს იონას (ვასილევსკი): „მივიღე რა ცნობა გარდაწყვეტითი თელავის სობოროდან ჩემის გამორიცხვისა, მოწერილი ჩემდამო წარსულის 16 ოქტომბერს, 1826 წელსა, ნომერსა ქვეშე 1424-ით,
 რომელ არა ვყოფილვარ თელავის  სობოროს პროთაპოპად არც პირველ შტატისა და არც შემდგომად; ამისთვის ნათლად წარმოუდგე6თქუენს მაღალყოვლადუფუსამღვდელოესობას შემდგომის პუნქტებითა:  1) მე ვარ შვილი  თელავის სობოროსი მიძინების ეკლესიისა; სადაცა იმსახურა მღუდელობით მამამან ჩემმან სამეოცი წელი და მეცა ვიყავ ამა სობოროში; განწესებით ხელდასხმით საქართველოს კათოლიკოზის მეფის ირაკლის ძის ანტონისაგან დიაჩოქად; დიაკვნად; მღუდელად და პროთაპოპად ამა თელავის სობოროზედ, რომელსაცა მაქუს ღრამოტა ბოძებული მისგანვე მარტის 1-სა დღესა, 1801 წელსა, ხელმოწერილი და დაბე4დილი, რომლისა ბრძანებითაცა წარვივლინე როსსიად, სადაცა მივიღე ჯვარი ოქროისა
ჯაჭვით ზედა წარწერილი, კაბინეთში უხვითა მოწყალებათა იმპერატოვრებრივთაგან; 2) 1802  წელსა აპრილის I1მ-სა დღესა მოველ რა როსსიით ტფილისსა შინა, მაშინ ჰსთხოვა მთავრობამ საქართველოს კათალიკოზს სასულიეროს მხრიდგან ტფილისის საკეთილშობილოს სასწავლებლის მოძღურად, მე დამნიშნა და რათგან იყო ვაკანსია ტფილისის კარის მლუთისმშობლის შობის ეკლესიისა, მე მარწმუნა დეკანოზობაცა კვალად წერილის ბოძებითა, თუმცა თელავის სობოროზედ ვიყავ დეკანოზად დადგენილი;გარნა რაგდან ტფილისშივიყავ სასწავლებლის მოძღურად განწესებული, სადაცა ვიმსახურე გახსნითგან სასწავლებლისა ვიდრე 1875 წლადმდე, კჰეთილწარმატებულის განსხვავებითა, რომელზედაც მემოწმებიან, გარდადგომისა ჟამსა ჩემდამო ბოძებულნი ატესტატნი მის შვილის დირექტორთა-

36-1  საპატრიარქოს უწყებანი N36 24-30ნოემბერი 2016წ გვ.19
ზაქარია შიოს ძე სიდამონ-ერისთავი 1763-1833 (გაგრძელება)

გან; მ) რათგან ტფილისის კარის ეკლესია დაიქცა მთავრობის ნებითა, და მეც გარდამდგარი ვიყავ ტფილისის საკეთილშობილოს სასწავლებლის ამისთვის ინება თელავის არხიეთანამდებობიდამ; პისკოპოზმან დოსითეოზ და წარმომგ ზავნა თელავის მიძინების სობოროზედ დეკანოზად, რომელზედაცა ვიყავ პირველვე დეკანო ზად ნაკურთხი 1815 წელსა ოქტომბრის 3-სა დღესა. ამ რიცხვიდამ ვიდრე 1828 წლადმდე ვემსახურებოდი უჯამაგიროდ ჩემის პენსიის კმაყოფითა და მაქუს მისგანვე ბოძებული წერილი თელავის მიძინების სობოროს დეკანოზობისა; 4) უკეთუ არა ვიყავ თელავის სობოროს პროთაპოპი და არა ჰქონდა ცნობა თქვენის მაღალყოვლადუსამღვდელოესობის კანცელარიასა, რად გამომართო ფორმულარნი ჩემის ღირსებისა და ადგილისა, რომელიც დღეს არებობს თქვენს კანცელარიაში, და მიბრძანებს სამსახურს წერილით ნომერსა ქვეშე 208, მაისის 12-სა 1818 წელსა, თქვენი წინამოადგილე ღუთისადმი განსვენებული მაღალყოვლადსამღვდელო თეოფილაქტე; თელავის სობოროს მიძინების პროთაპოპ ზაქარია სიდამონოვო, თელავის ნაჩალნიკს
მაიორს ნიკოლაი სიმონიჩს ბარჩოვს და ტფილისიდამ წარმოგ ზავნილს სოვეტნიკს იოანე ენდრონიკოვსთან უნდა იყო სასულიეროს მხრითგან თელავის შტატის დაწყებაშიო, სადაც ვიმსახურე მათთა6 ჩემის მომზადებითა სამი თვე; 5) მიბრძანებთ, როდესაც თელავის სობოროს მსახურთ არზი მოსცეს ჯამაგირისა, რატომ ხელს არ აწერო, თუმცა მთხოვა სობოროს გარდაცვალებულმან არხიმანდრიტმა6 მამა ელეფთერმან ხელის მოწერა იმ არზაზედ, გარნა მიზეზი ესე იყო: მე ვიცოდი პირველვე, რომ ოც თუმანს უნიშნავდნენ სამს მღუდელსა, ერთს დიაკონსა და სხვას მოსამსახურესა, და მე ხელი არ მოვაწერე და არც ვინებე მათთანა მონაწილეობა, რათგან კმა საყოფელი არ იყო ესოდენთა მსახურთა ამ სობოროსათა; მე ჩემის პენსიის კმაყოფით ვიმსახურებოდი, რომელსაც ეკლესიის შემოსავალთაგან არ მიმიღიეს არცა ერთი გროში და რათ უნდა თელავის სობოროს მოსამსახურებიდამ გამოვირიცხო; 6) მიბრძანებთ, არზი მიგიცია ჩემის წინამოადგილისათვის გარდადგომისა თელავის შჯ;უოლის სმოტრიტელობიდამ სასტიკის სნეულებისა გამო, მართალია
სნეულება შემთხვევითი არის ზოგად ყოველთა; მეც შემემთხუა ერთგ ზის, გარნა თავისუფლება მივიღე მერე და სიმართლე. სმოტრიტელობის თანამდებობიდამ ვითხოვე გარდადგომა და არა თელავის სობოროს პროთაპოპობის თანამდებობიდამ, რად უნდა გამოვირიცხო? მე ყველა ჟამ წმინდათ მიმსახურნია მამულისა და საზოგადოებისათვის, გარდაცვალებულთ საქართველოს მეფეთათვის, რომელნიცა მაძლევენ ჯილდოთ წყალობასა და ჩემის სამსახურისათვის ღრამატა დამემონწმებიან; 7) ღუბერნიის გახსნიდამ საქართგელოსა შინა ვყოფილვარ დღედმდე სამსახურში უმაღლესის კარისა რუსეთის მპყრობელისა იმპერატორისა, სადითაც მიმიღეს ჯილდოთ ჩემის სამსახურისა სხვათა და სხვათა დროთა შინა, ორი ჯვარი ოქროისა ჯაშვებით; პენსია რესკიპტრის ბოძებითა ღუთისადმი განსვენებულის რუსეთის იმპერატორის ალექსანდრესაგან, ეგრეთვე პირველ ღუბერნიის
გახსნისა ვიმსახურე საქართველოში მყოფის უძლეველის მხედრობისათანა პოხოდებში, სადაცა მაძლევენ მოწმობასა, ღენერალ-ლეიტენანტი და კავალერი ლაზაროვი, და მუნ მყოფი საქართველოს მეფის ძე ბაგრატი; 8) თქვენის წინამოადგილისა და თქუენთვის მიმსახურნია ერთგულად და რწმუნებული საქმე კეთილგანკარგულებით აღმისრულებია,
სადაც უკანასკნელს თქვენ მიერ ბოძებულს ორდერში წყალობას მპირდებით, 1826 წელსა, სადაცა ვიმსახურე საშიშარს ალაგებში თელავის ნაჩალნიკის სტეფანოვის გაგ ზავნითა, რომლისა სამსახურისათვის სხვათ ჩემთან მყოფთ მიიღეს ჩინი და ორდენი მესამეს კლასისა წმინდის ანნასი, და მე ჩემის სამსახურისა მაგიერ, მივიღე ჩემის თელავის სობოროს
დეკანოზობიდამ გამორიცხვა მოხუცებისა ჟამსა, რომელიცა ვარ ოცდათორმეტის წლისა პროთაპოპი, მსახური ამა ეკლესიისა ქადაგებითა და სწავლითა ყველას პრაზნიკებში გულსმოდგინეთ კეთილ აღსრულებითა; თუმცა მიველ ჩემის პატივითა წარსლულს დღესასწაულებში: შობისა, ახალწლისა და ნათლისღებისასა სხვათა შორის სამღუდელოთა,
არცა მამცა ოლარი და ფილონი მამა კირილე ხირსელოვმან, უპატიო მყო, მხედველნი ჩემნი პატივცემულნი გვამნი რუსეთისა და საქართველოისანი იყვნენ ფრიად განკვირვებულნი მცნობინი ჩემნი. ეს ერთი წელიწადია აღარ მივსულ ვიყავი თელავის სობოროში და ვარ თელავის შტატის საყდარში, მამა იოსებ როსტომოვთან და ვიმსახურები გალობითა და წიგნის კითხვითა მუნ; მოინია რა ოქროს საუკუნო და
სა ზოგადო სიხარულის დღე, ერევნის აღებისა, უმეტეს ჩუენ ერთათვის საქართველოისა, იყარა დღე-

36-2  საპატრიარქოს უწყებანი N36 24-30ნოემბერი 2016წ გვ.20
ზაქარია შიოს ძე სიდამონ-ერისთავი 1763-1833 (დასასრული)
 
სასწაულობა და შეყრილობა ეკლესიის მსახურთა და ერთა 1827 წელსა, ოქტომბრის 11-სა დღესა, სამშაფათსა. მიველ მეცა მათ შორის არა თუ პატივიმცა შესამოსლის მოცემითა და დიდად უპატიო მყო და მომიბრუნდა იმდენს შეყრილობაში და მრისხანედ მითხრა: „ვერ შეიტყვე შენ ამ სობოროში საქშე არა გაქუს რა და გამორიცხული ხარო“ გამოველ მწარედ შერისხული მამა დეკანოზის კირილე ხირსელოვისაგან. ტფილისის სობოროში იყვნენ და არიან ორნი და სამნი პროთაპოპნი თავთავეთის პატივით მოსამსახურები, ეგრეთვე ორნი პროთაჰოპნი არიან
ანჩისხატში და იმსახურებიან, ვერ გამიგია, ჩემზედა რა არის ასეთი ბრალი, რომ ამ სობოროზედ ვეკურთხე პროთაპოპად, მაშინ კირილე
ხირსელოვი დიაჩოეიცა დიაკონიცა არ იყო, ეს უძატიო მყოფს ყოველთვის წინააღმდეგ თქუენის მაღალყოვლადუსამღვდელოესობისაგან მოწერილობისა. ყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო, გთხოვთ,
ვითარცა მზრუნველსა ესოდენ ჟამ უადგილო მოხუცებული დავითისთანა,  ნუ დამაგდებ მე, უფალო, ჟამსა სიბერისასა და მოკლებისა ძალისა ჩემისასა“ როგორც ამ და შემდგომში დაწერილი წერილებიდან ირკვევა, დეკანოზ ზაქარიასა და კირილე ხირსელიშვილს დაპირისპირება მოსვლიათ. მამა კირილე პირველობდა და უპატივცემულოდ ექცეოდა მხცოვან მოძღვარს. მიუხედავად იმისა, რომ ეგზარქოსმა დააკმაყოფილა მამა ზაქარიას თხოვნა და დააბრუნა იგი საკათედრო ტაძარში, იგი მას მაინც არ აძლევდა მსახურების უფლებას. საბოლოოდ, 1832 წლის 3 ივნისს მამა კირილე საეკლესიო წესების დარღვევისათვის (როგორც წერილიდან ჩანს, მამა კირილემ სომეხი ტერტერები შეუშვა ტაძარში, ზარებიც კი დარეკა, კანდელები აუნთო და ლოცვა ჩაატარებინა. მერე თვითონაც წავიდა მათთან და მუხლმოდრეკით ლოცვა აღავლინა) დასაჯეს. დეკანოზი ზაქარია 1833 წლის 14 აგვისტოს გარდაიცვალა. დასაფლავებულია თელავის ღვთაების სახ. ტაძრის გალავანში. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, იგი დაჯილდოვებული იყო ორი ჯვრით, ამიტომ თელავში მას „ორჯვარა დეკანოზს“ ეძახდნენ.ჰქონდა ენქერიც, რომელიც გამოხატულია მის საფლავის ქვაზე ორ ჯვართან ერთად.
დეკანოზი ზაქარია სიდამონ-ერისთავი, როგორც ჩანს, ატარებდა მეორე გვარსაც. „მასალებში“ ბაგრატ და მიხეილ ბატონიშვილებთან პეტერბურგს გადაყოლილ ქართველებში დასახელებულია დეკანოზი კარისა, ზაქარია ლალიხანისშვილი თელაველი“. მღვდელი ზაქარია ასევე გამოყვანილია „კალმასობაში“. დეკანოზ ზაქარია სიდამონ-ერისთავის მამად ჩანს „სიდამონიძე ვახტანგის შვილი შიო, კარისა ჩვენისა მღვდელი,“ თავის „სამკვიდროს მამულიდან გადმოვარდნილი, რომელსაც გიორგი XII-მ 1800 წელს უბოძა ყმა და მამული გრემის ნაქალაქარში. ამ საბუთის რუსულ თარგმანში იხსენიებიან შიოს შვილები დამონ-ერისთავები. რუსულს საბუთს ხელს აწერს ზაქარია, ვასილი, იეროთე და დიმიტრი სიდეკანოზი ზაქარია. დეკანოზ ზაქარიას ერთ-ერთი ძმა იეროთე სიდამონოვი მარიამ დედოფლის მდივანია. იგი იხსენიება ლაზარევის მოკვლის საგამომძიებლო საქმეში.

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 31.12.2025
ბოლო რედაქტირება 31.12.2025
სულ რედაქტირებულია 1





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0