ჩვენი გაზეთის საშუალებით რამდენჯერმე მოგითხრეთ იმ სასულიერო პირთა შესახებ, რომელთა წინაპრები საუკუნეების განმავლობაში ერთგულად და თავდადებით ემსახურებოდა დედაეკლესიას, ამჯერად კიდევ ერთი ასეთი ოჯახი გვინდა გაგაცნოთ, რომელთა გვარიდან რამდენიმე ღირსეული სასულიერო პირი აღიზარდა ეკლესიის წიაღში. გალოგრეების ეს გვარი გურიიდან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. შემოქმედიდან მომდინარეობს, სადაც დღემდე ცხოვრობენ მათი შთამომავლები. ამ გვარის წარმომადგენლებმა თავიანთი მსახურებითა და მოღვაწეობით მნიშვნელოვანი ადგილი დაიჭირეს ქართულ საეკლესიო ისტორიაში.
მღვდელი ანდრია იოანეს ძე გალოგრე 1802 წელს, საბატონო ყმის ოჯახში დაიბადა. ეკუთვნოდა სასულიერო წოდებას. საღმრთო ისტორია და საეკლესიო ტიბიკონი ჩიბათის ტაძრის მღვდელ იესე ჯორბენაძესთან ისწავლა. 1823 წელს ჯუმათელმა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (შერვაშიძეე დიაკვნად აკურთხა. 1826 წლის ივნისში მლვდლად დაასხა ხელი და შემოქმედის საკათედრო ტაძარში განამწესა. 1885 წელს ცოცხალია და პენსიას ღებულობდა. ჰყავდა შვილი –– მღვდელი მაქსიმე (1820-1892წწ.).
მღვდელი მაქსიმე ანდრიას ძე გალოგრე 1820 წელს დაიბადა. ქართულ ენაზე საღმრთო და საეკლესიო წიგნების კითხვა, ტიბიკონი და გალობა შემოქმედის მონასტერში ისწავლა. 1848 წლის 7 თებერვალს გურიის ეპისკოპოსმა ექვთიმემ (წულუკიძე)
დიაკვნად აკურთხა და შემოქმედის წმ. გიორგის სახ. ტაძარში განამწესა. 1851 წლის 3 იანვარს მლვდლად დაასხა ხელი და ამავე ტაძარში დაადგინა. 1860 წელს გურიის ეპარქიის სამლვდელოების შემოსავლების სარევიზიო კომიტეტის წევრად იყო. 1861 წლის 14 ივნისს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1865 წლის 23 აგვისტოს სკუფია უბოძეს. 1873 წლის 19 თებერვალს ოზურგეთის მაზრის სამღვდელოების სულიერ მოძღვრად აირჩიეს. 1878 წლის 13 ივლისს კამილავკა ეწყალობა. ჰქონდა ჯილდო -–– ყირიმის ომის (1853-1856) სამახსოვრო წმ. ვლადიმერის ლენტიანი ბრინჯაოს ჯვარი. 1886 წელს წითელმთის წმ. გიორგის სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1889 წლის 1 აგვისტოს პენსიაზე გავიდა. გარდაიცვალა 1892 წლის 23 ივლისს. ჰყავდა მეუღლე – ელისაბედ იოანეს ასული (1827) და შვილები: დეკანოზი ანტონი (1839-1914წწ.), ფატუშა.
დეკანოზი ანტონ მაქსიმეს ძე გალოგრე 1839 წელს დაიბადა. დაამთავრა ოზურგეთის ორკლასიანი სასულიერო სასწავლებელი. ქართულ ენაზე საღმრთო და საეკლესიო წიგნების კითხვა, ტიბიკონი და გალობა შემოქმედის მონასტერში ისწავლა. 1870 წლის 3 იანვარს გურიის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ტუსკია) დიაკვნად აკურთხა და ბაღლების მაცხოვრის სახ. ტაძარში განამწესა. 1871 წლის 28 მარტს მღვდლად დაასხა ხელი და იმავე ტაძარში დაადგინა. 1878 წლის 24 აგვისტოს იმ კომისიის წევრად აირჩიეს, რომელსაც უნდა აღეწერა და წესრიგში მოეყვანა გურიის ეპარქიის ტაძრებისა და მონასტრების ქონება. 1878 წლის 17 მაისს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1879 წლის 21 აპრილს შემოქმედის წმ. გიორგის სახ. ორშტატიანი ტაძრის მეორე მღვდლად დაინიშნა. 1879 წლის 17 მაისს ოლქის სამღვდელოებამ ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში თავის დეპუტატად აირჩია.
1882 წლის 24 აგვისტოს სკუფია უბოძეს.
1885 წლის 5 მარტს შემოქმედის ორშტატიანი ტაძრიდან ერთი შტატი წითელეთის წმ. გიორგის სახ. ტაძარში გადაიტანეს და მის წინამძღვრად მამა ანტონი დაინიშნა. 1885 წლის 16 სექტემბერს საართველოს ეგზარქოს პავლეს (ლებედევი) ლოცვა-კურთხევით კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების მეოთხე განყოფილების წევრად აირჩიეს და ამავე წლის 14 დეკემბერს ამ საზოგადოების წმ. ნინოს ვერცხლის სახ. ნიშანი უბოძეს. 1892 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა და ამ დროს უკვე შემოქმედის ტაძარში მსახურობდა. 1898 წელს რუსეთის წმ. სინოდმა მადლობა გამოუცხადა სიგელის მიცემის გარეშე, 1898 წლის 6 სექტემბერს ოლქის სამღვდელოებამ სულიერ მოძღვრად აირჩია.1901 წლის 15 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1908 წლის 19 მაისს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოს გიორგის (ალადაშვილი) წარდგინებით რუსეთის წმ. სინოდმა დეკანოზის წოდება მიანიჭა. 1909 წლის 14 იანვარს ფოთის წმ. ალექსანდრე ნეველის სახ საკათედრო ტაძარში, გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) წირვის დროს საზეიმოდ აკურთხა დეკანოზად. 1910 წლის მარტსა და მაისში გურიის ეკლესიები მოიარა და დაათვალიერა გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე). მთელი ეს მოგზა-
38-2 საპატრიარქოს უწყებანი N38 7-14 დეკემბერი 2016წ გვ.19
შემოქმედელი გალოგრეების სასულიერო ოჯახი (გაგრძელება)
ურობა კარგად არის აღწერილია იმჟამინდელ ქართულ პრესაში, რომელშიც ვკითხულობთ: „ჩვიდმეტ მარტს ყ-დ სამღვდელომ შემოქმედის საზოგადოების ეკლესიების დათვალიერებით მოათავა ბახვის საბლაღოჩინო ოლქი. ხსენებულ საზოგადოებაში სამი სამრევლო ეკლესიაა შემოქმედისა, ჯვარისა და წითელმთისა. ერთი მათგანი, სახელდობრ, ჯვარი, სულ არაფერს არ წააგავს და არც საჭირო ყოფილა აქ ეკლესია, რადგანაც ხსენებული ეკლესიის დღევანდელ მრევლს ზედ აკრავენ წითელმთის და შემოქმედის ეკლესიები. დიდი მადლობა უბრძანა ყ-დ სამლვდელომ შემოქმედის ეკლესიის წინამძღვარს დეკანოზს მ. ანტონ გალოგრეს ეკლესიაში იდეალური სისუფთავისთვის და მხურვალე მზრუნველობისათვის. ეტყობა, რომ პატიოსანი მოძღვარი მთელი თავისი არსებით მისცემია ეკლესიას და ხალხიც გრძნობს ამას, ხალხიც უფასებს მას ეკლესიის ერთგულებას და პატივისცემით ეგებება ყველა მის დავალებას“. 1913 წლის 15 მაისს დეკანოზი ანტონი წმ. ანასIIII ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1913 წლის 1 ივნისს მხცოვანი მოძღვარი პენსიაზე გავიდა. იგი 1914 წლის 5 ოქტომბერს გარდაიცვალა. ამასთან დაკავშირებით გაზ. „ახალი ივერია“ წერდა: „სოფელ შემოქმედში (გურიაში) გარდაიცვალა დამსახურებული დეკანოზი ანტონ გალოგაძე (აქ რედაქციის გვარი ეშლება –– გ.მ.), ცნობილი საღვთო სჯულის მასწავლებელი და საეკლესიო გალობის მცოდნე“. ჰყავდა მეუღლე - ქრისტინე გიორგის ასული ღლონტი (დაბ. 1852წ.) და შვილები: გიორგი/კოკილო (დაბ. 1869წ.), დეკანოზი სერგი (დაბ. 187 1წ.), მატრონა (დაბ. 1872წ.), მღვდელი სამსონი (დაბ. 1884წ.), მარიამი (დაბ. 1884წ.). გვარში უკანასკნელი მღვდელმსახურები დეკანოზ ანტონის ვაჟები, სერგი და სამსონი იყვნენ. უფროსი ვაჟი,
დეკანოზი სერგი ანტონის ძე გალოგრე, 1869 წელს დაიბადა.
1893 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარიის ორი კლასი. ავადმყოფობის გამო მიატოვა სწავლა. 1896 წლის 29 სექტემბერს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (დადიანი) დიაკვნად აკურთხა, ამავე წლის 1 ოქტომბერს მღვდლად დაასხა ხელი და ნატანების (ნიკოლაევსკი) წმ. ნიკოლოზის სახ. ტაძარში განამწესა. 1897 წლის 20 იანვარს ოზურგეთში მდგარი კავკასიის მე-3 მსროლელთა დრუჟინის პოლკის მოძღვრად დაინიშნა. აქვე იყო ამ პოლკის კარის ეკლესია, სადაც მამა სერგი მსახურებებს ატარებდა. მასვე დაევალა ჯარისკაცებისთვის საღვთო სჯულის სწავლება, და ამ მოვალეობას იგი 1903 წლის 10 თებერვლამდე ასრულებდა. 1897 წლის 8 მაისს პატიოსანი სამსახურისთვის “ დრუჟინის მეთაურმა მადლობა გამოეცხადა. 1897 წლის 13 სექტემბერს ადიდებულმა მდ. ნატანებმა წმ. ნიკო27 ლოზის სახ. ეკლესია წაიღო და მამა სერგი შემოქმედში გადავიდა. 1897 წლის 22 სექტემბრიდან 1898 წლის 30 მაისამდე ოზურგეთის ქალთა სასწავლებელში ქართულ ენას ასწავლიდა. 1900 წლის 8 თებერვალს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1901 წლის 25 ივნისიდან 1907 წლის 20 ივნისამდე ოლქის სამღვდელოების მხრიდან იყო ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში დეპუტატი. 1903 წლის 26 მარტს ექადიის წმ. გიორგის სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1903 წლის 25 აპრილს სკუფია უბოძეს. 1903 წლის 1 მაისს ექადიის სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგედ და საღვთო სჯულის პედაგოგად დაინიშნა. 1903 წლის 15 ნოემბერს შეთავსებით ოზურგეთის ქალთა ორკლასიანი სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. 1905 წლის 1 აგვისტოდან 1909 წლის 5 დეკემბრამდე იყო ოზურგეთის სასულიერო სასწავლებლის სარევიზიო კომიტეტის წევრი. 1905 წლის 21 დეკემბერს ოზურგეთის ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს. 1906 წლის 10 თებერვლიდან ოზურგეთის ქალთა სამრევლოსაეკლესიო სკოლის გამგე და საღვთო სჯულის პედაგოგია. ამავე დღეს გურია-სამეგრელოს ეპარქიალური სასწავლო საბჭოს, ოზურგეთის მაზრის განყოფილების შტატიან წევრად დაინიშნა. 1907 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა. 1909 წლის 6 მაისიდან 1910 წლის 11 მაისამდე დროებით ხელმძღვანელობდა გურია-სამეგრელოს ეპარქიალური სასწავლო საბჭოს ოზურგეთის მაზრის განყოფილებას. 1909 წლის 5 დეკემბერს ოზურგეთის სასულიერო სასწავლებლის მმართველი საბჭოს წევრია. 1910 წლის 13 ივნისს სამრევლო-საეკლესიო სკოლების გახსნის 25-წლის იუბილესთან დაკავშირებით რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III სახ. სამახსოვრო ვერცხლის მედალი და წმ. ვლადიმერის სახ. ლენტიანი ორმაგი ვერცხლის მედალი უბოძეს. 1911 წლის 15 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1917 წლის 8-17 სექტემბერს, როგორც ოზურგეთის ოლქის მთავარხუცესი, ესწრებოდა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიის პირველ საეკლესიო კრებას. 1918 წელს კვლავ მღვდელია. 1921 წლის 1-5 სექტემბერს ესწრება გელათში გამართულ მესამე საეკლესიო
38-3 საპატრიარქოს უწყებანი N38 7-14 დეკემბერი 2016წ გვ.20
შემოქმედელი გალოგრეების სასულიერო ოჯახი (დასასრული)
კრებას და უკვე დეკანოზის წოდება აქვს. 1921 წლის 28 ოქტომბერს ოზურგეთში შეიკრიბა ოზურგეთისა და ბახვის ოლქის სამღვდელოება, რომელზეც სხვადასხვა საეკლესიო საკითხი განიხილეს. კრებას თავმჯდომარეობდა დეკანოზი სერგი გალოგრე და მღვდელი თომა საბაშვილი. 1922 წელს კვლავ ოლქის მთავარახუცესია. სავარაუდოდ, 1923/1924 წლებში ანაფორა გაიხადა. 1927 წლის 21 იანვარს შედგა სრულიად საქ. მუშათა, გლეხთა და წითელარმიელთა დეპუტატთა საბჭოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის მცირე პრეზიდიუმის სხდომა, სადაც რამდენიმე საკითხი განიხილეს, მათ შორის იყო ოზურგეთის მაზრაში მცხოვრები 23 სასულიერო პირის თხოვნა საარჩევნო უფლებებში აღდგენასთან დაკავშირებით. ამ სიაში იყო დეკანოზი სერგი გალოგრეც. მათი თხოვნა დაკმაყოფილებულ იქნა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი აღარ მსახურობდა. 1943-1944 წლებში იმ სასულიერო პირთა სიაში იყო, რომელთაც, მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან ოფიციალური დასტურისა, მაინც არ გამოთქვეს სურვილი ღვთისმსახურების გაგრძელებაზე. ჰყავდა მეულლე მარიამ/ანეტა კონსტანტინეს ასული სიამაშვილი (დაბ. 1877წ.) და შვილები: ნინო (დაბ. 14.01.1898წ.), ვალერიანი (დაბ. 29.09. 1900წ.), ანტონი (დაბ. 4.10. 1907წ.). უმცროსი ვაჟი,
მღვდელი სამსონ ანტონის ძე გალოგრე 1884 წელს დაიბადა. სწავლობდა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში, გამოვიდა მეორე კლასიდან. 1913 წლის 1 ივნისს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა, ამავე წლის 9 ივნისს მლვდლად დაასხა ხელი და შემოქმედის წმ. გიორგის სახ. ტაძარში განამწესა. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ კომუნისტებმა სამღვდელოება ძლიერ შეავიწროეს. ეს კარგად ჩანს 1921 წლის 14 ნოემბერს შემოქმედის თემის რევკომის სამმართველოს მიერ გაცემული ცნობიდან, რომელშიც ვკითხულობთ: „სოფ. შემოქმედის მღ. სამსონ გალოგრეს. თანახმად საქართველოს უმაღლესი მთავრობის დადგენილებისა, წინადადებას გაძლევთ სასტიკ პასუხისმგებლობის ქვეშ დაიცოთ შემდეგი წესები: თქვენ ამიერიდგან არა გაქვთ უფლება მონათვლის, ჯვრის წერის ან დასაფლავებისა, თუ საამისო ნებართვა არ გექნებათ ადგილობრივი რევკომის მიერ. თუ თქვენ მიერ არ იქნება შესრულებული ეს განმარტება, იმ შემთხვევაში თქვენ სასტიკ პასუხს აგებთ რევოლუციური დროის კანონების წინაშე“. 1923/ 1924 წლებში მამა სამსონმაც გაიხადა ანაფორა. ერთი პერიოდი იგი ოზურგეთის წისქვილ-კომბინატში მუშაობდა. გარდაიცვალა 1962 წელს. დაკრძალულია შემოქმედის საერო სასაფლაოზე, იქ სადაც ადრე ტაძარი იდგა. მეუღლე - ალექსანდრა თენეიშვილი და შვილები: ზაქარია, დავითი, მარგალიტა, თამაზი. საინტერესო ცნობების მოწოდებისათვის მადლობას ვუხდით მღვდელ სამსონის უმცროსი ვაჟის, თამაზ გალოგრეს მეუღლეს, შემოქმედის საკათედრო ტაძრის მესანთლეს (გახსნის დღიდან), ქალბატონ ცისანა მიქაძე-გალოგრისას.