სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12053

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
ფილიპე გიორგის ძე შარვაშიძე 1850-1914წწ მღვდელი დაბ. სოფ. ასკანა (ოზურგეთი) ფილიპე გიორგის ძე შარვაშიძე 1850-1914წწ მღვდელი დაბ. სოფ. ასკანა (ოზურგეთი)

1850-1914 წწ. გარდ. 64 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი შარვაშიძე სია

ოზურგეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

13       ბეჭდვა

ფილიპე გიორგის ძე შარვაშიძე 1850-1914წწ მღვდელი დაბ. სოფ. ასკანა (ოზურგეთი)

მღვდელი ფილიპე შარვაშიძე 1850-1914
„კვალადცა გაძლიერდეს ქართული გალობა ათონზედ“
მღვდელი ფილიპე გიორგის ძე შარვაშიძე 1850 წლის 15 დეკემბერს ქუთაისის ოზურგეთის მაზრაში, სოფ. ასკანაში მლვდლის ოჯახში დაიბადა. შემდგომი პერიოდის საბუთებში იგი ზოგან შერვაშიძის, ზოგან შარაშიძის გვარითაც იხსენიება,.

მამამისი, მღვდელი გიორგი, 1809 წელს სახელმწიფო აზნაურის ოჯახში დაიბადა. ეკუთნოდა საერო წოდებას. საღმრთო და საეკლესიო წიგნები, წერა, კითხვა, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი ქვენობანის მთავარანგელოზთა სახ.  ტაძრის მღვდელ იოანე მეგრელაძესთან ისწავლა. 1825 წლის დეკემბერში ჯუმათელმა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (შარვაშიძე) დიაკვნად აკურთხა და ასკანის წმ. გიორგის სახ. ტაძარში განამწესა. XIX ს-ის 40-იან წლებში მღვდლად დაასხეს ხელი და იმავე ტაძარში დაადგინეს. ჰყავდა სამი ძე: დავითი (დაბ. 1832წ.), ბესარიონი (დაბ. 1838წ.) და მღვდელი ფილიპე. ფილიპე ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა და დახურა ორი კურსი.



1899 წელს დეკანოზმა პეტრე კონჭოშვილმა (შემდომში -– ეპისკოპოსი) მოილოცა იერუსალიმი და ათონის მთა. მოინახულა ათონის ქართველთა სავანე და ქართველი ბერები. 1901 წელს თბილისში წიგნად გამოცემულ „მოგზაურობაში“ მან ცალკე თავი მიუძღვნა ათონზე ქართული გალობის მდგომარეობას, სადაც ალნიშნავს: „ათონის ქართველთა სავანეში ყოფილა კეთილ განწყობილი მწყობრი ტკბილად მგალობელთა 1880 წლამდე, ვიდრემდის ყოფილან ათონზედ მგალობელთა შორის; თავ. მელქისედეკ ნაკაშიძე, მ. გიორგი მოლარიძე (უნდა იყოს მოლარიშვილი -– გ. მ.), ღირსეულად მოღვაწე შემოქმედის მონასტერში გურიაში. მ. მ. კონტრიძე, ჭინჭარაძე და მ. ფილიპე შარაშიძე. ქართველთა მგალობელთა გუნდსა აღტაცებაში მოჰყვანდა ყოველი მსმენელი რუსნი და ბერძენიცა. ამ ზემოხსენებულ პირთა შეუსწავლიათ ქართული გალობა საფუძვლიანად რვა ხმაზედ ბ. ანტონ დუმბაძის ხელმძღვანელობის ქვეშ. ხოლო აწ ქართველთა სავანე ვეღარ იქების ამ გვარის კეთილგანწყობილის გალობითა. ამისათვის ფრიად სასურველია, კვალადცა გაძლიერდეს ქართული გალობა ათონზედ აღსადგენელად ჩვენის ეროვნულის ღირსებისა, დიდებისა და პატივისა სხვათა ეროვნობათა წარმომადგენელთა მოღვაწეთა შორის ათონის მთაზედ. ოდესმე ათონზედ დროშა პირველობისა ეპყრათ ივერიის კარისა ღვთისმშობლის მონასტრისა ქართველთა ძმათა“. როგორც ამ ჩანაწერიდან ირკვევა, ხელდასხმამდე ფილიპე ათონის წმ. მთაზე ქართველთა სავანეში ცხოვრობდა და გალობდა, სადაც იმ პერიოდში არაერთი მგალობელი აღიზარდა.
1880 წლის 7 ნოემბერს ფილიპე თბილისში არსებული ქართული გალობის აღმდგენელი კომიტეტის წევრად დაინიშნა. 1882 წლის 8 დეკემბრიდან ჩუღურეთის წმ. ნიკოლოზის სახ. ტაძრის მედავითნეა. ამ ტაძარში მან 26 წელი გაატარა. 1883 წლის 6 მაისს სამზრუნველო კომიტეტმა დაჭრილებზე ზრუნვისათვის წითელი ჯვრით დააჯილდოვა. 1887 წლის 1 სექტემბერს დიაკვნად აკურთხეს. მამა ფილიპე ითვლებოდა ქართული გალობის კარგ მცოდნედ. 1881 წლის 18 ივლისს გორის ეპისკოპოსი წმ. ალექსანდრე (ოქროპირიძე) მამა ფილიპეს შესახებ წერდა: „ერთი ჩვენი მგალობელთაგანი, გურული, ფილიპე შარვაშიძე (რომელიც აწ
ექსარხოსის მგალობლებში ირაცხვის და რუსთა  მგალობლების ხოროში გალობს) ამბობს ქართული გალობის ხმების შესახებ, და მასთანავე ქართულის და რუსული გალობის ხმების შედარებისა პირობაზედ შემდეგს: ქართულ გალობას აქვს სამი ხმა: 1) პირველი თქმა, ესე იგი პირველი ტენორი; 2) მეორე მაღალი ბანი, ანუ მოძახილი, ესე იგი მეორე ტენორი; 3) მესამე ბანი, ესე იგი ბასი. ძველ დროშიდაც, როდესაც ქართული კათალიკოზობა იყო, და მათ ქართული გალობის ხორა ჰყვანდათ, სამი ხმა იყო გალობისა: 1) კრინი,ესე იგი პირველი დისკანტი; 2) სტვინი, ალტი; 3) დვრდვინი, აკტავა. ამასთანავე დაუმატა მგალობელმა ფილიპემ: ძველებურად მგალობლების სრული ხორა რომ იყოს

8-1  საპატრიარქოს უწყებანი N8 2-8მარტი 2017წ გვ.20
მღვდელი ფილიპე შარვაშიძე 1850-1914(გაგრძელება)

ქართულ ენაზედ, მაშინ ქართული გალობა სწორედ უმფრო მშვენიერი მოსასმენი იქნებაო. ამ ზემოთ რაიცა დაწერილ არს მგალობლების ხმების პირობაზედ, მე წაუკითხე ამ გურული მგალობლების უფროს მგალობელს, თ. მელქისედეკ ნაკაშიძეს, და იმანაც დაგვიმოწმა ზემოთ დაწერილი „ყოველივე კარგათ და სისწორით არის დაწერილიო“ და მასთან დაუმატა, ძველად როდესაც საქართველოში ხორა იყო ქართული მგალობლებისა, მაშინ მგალობლებს ჰყვანდათ თავიანთ უფროსი, გალობის ხმის დამწყობი, გალობის წინამძღვარი ანუ „ლოტბარი“, რომელ არს რუსულად რეგენტი. მე ამას ყოველსავე ამ მიზეზის გამო ვაბეჭდინებ
ასე, რომ რადგან ახლა ხორა აღარ არის ქართული მგალობლებისა და მხოლოდ ძველთაგან გალობის ლექსები დაგვრჩა, ვითარცა: ლოტბარი, კრინი, სტვინი, დვრდვინი და სხვანი, გაიგონ ახალმა რუსულ ენაზედ აღზრდილმა ყმაწვილებმა, თუ ეს სიტყვები რუსულათ გალობის პირობაზედ რას ნიშვნენ და მასთან ესეც უწყოდენ, რომ ჩვენც, ქართველებს, ერთ დროს მშვენიერი ხორული გაწყობილი გალობა გვქონია“.
დიაკვანი ფილიპე შემდეგშიც აქტიურად მონაწილეობდა ქართული გალობის აღდგენისა და გავრცელების საქმეში. 1893 წელს ქართული პრესაში მის შესახებ ვკითხულობთ: „ქართული საეკლესიო გალობის საქმე ნელ-ნელა წინ მიდის. ამჟამად ერთი ხორო ქართველ მგალობელთა აგერ თვეზე მეტია ყოველ კვირა დღეს გალობს წმ. ნიკოლოზის ეკლესიაში ქორიძის ხელობით. ხოროს აქვს ფ. ქორიძის მიერ გადაღებული ნოტები წირვის საგალობლებისა და საკმაოდ მწყობრად და სასიამოვნოდაც გალობს. ნოტების წყალობით აღარ ისმის ის კრიმანჭული ხმები, რომელიც ზეპირად გალობის დროს მოისმოდა. როგორც შევიტყეთ,ქორიძის ხოროს ლოტბარ მ. შარაშიძისათვის გადაუცია მთელი წლის საჭირო საგალობლები, ნოტებად დაწყობილი, და ამასთანავე აღუთქვამს დახმარება და ხელმძღვანელობა საგალობელთა შესწავლის საქმეში“.
1908 წლის 12 ივლისს დიაკვანი ფილიპე ფცის წმ. ნიკოლოზის სახ. ტაძარში გადაიყვანეს. ოცდაორწლიანი სადიაკვნო მსახურების შემდეგ, 1909 წლის 1 ოქტომბერს ალავერდელმა ეპისკოპოსმა დავითმა (კაჭახიძე) მას მღვდლად დაასხა ხელი და კახეთში, გრემის მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახ. ტაძრის წინამძღვრად დანიშნა. იგი 1913 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა. ჰქონდა ჯილდო -–- რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III-ის სახ. ვერცხლის მედალი. მღვდელი ფილიპე 1914 წლის 9 ოქტომბერს გარდაიცვალა და მის მეუღლესა და მცირეწლოვან შვილებს ლევანს და ვახტანგს მოძღვრის დედაეკლესიაში 31-წლიანი ერთგული სამსახურისათვის წელიწადში 250 მან. პენსია დაენიშნათ. 
დარჩა მეუღლე სოფიო ნიკოლოზის ასული კერვალიშვილი (დაბ. 1869წ.) და შვილები: კონსტანტინე (მეუღლე -–- გრეტა ანდრიას ასული), ელენე (გათხოვილი იუსტინე სერაპიონის ძე კალანდაძეზე), ნიკოლოზი, ქეთევანი, ლევანი, ვახტანგი, პოლიკო.
საპატრიარქოს უწყებანი N8 2-8მარტი 2017წ გვ.19
მღვდელი ფილიპე შარვაშიძე 1850-1914
„კვალადცა გაძლიერდეს ქართული გალობა ათონზედ“
მღვდელი ფილიპე გიორგის ძე შარვაშიძე 1850 წლის 15 დეკემბერს ქუთაისის ოზურგეთის მაზრაში, სოფ. ასკანაში მლვდლის ოჯახში დაიბადა. შემდგომი პერიოდის საბუთებში იგი ზოგან შერვაშიძის, ზოგან შარაშიძის გვარითაც იხსენიება,. მამამისი, მლვდელი გიორგი, 1809 წელს სახელმწიფო აზნაურის ოჯახში დაიბადა. ეკუთნოდა საერო წოდებას. საღმრთო და საეკლესიო წიგნები, წერა, კითხვა, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი ქვენობანის მთავარანგელოზთა სახ.  ტაძრის მღვდელ იოანე მეგრელაძესთან ისწავლა. 1825 წლის დეკემბერში ჯუმათელმა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (შარვაშიძე) დიაკვნად აკურთხა და ასკანის წმ. გიორგის სახ. ტაძარში განამწესა. XIX ს-ის 40-იან წლებში მლვდლად დაასხეს ხელი და იმავე ტაძარში დაადგინეს. ჰყავდა სამი
ძე: დავითი (დაბ. 1832წ.), ბესარიონი (დაბ. 1838წ.) და მღვდელი ფილიპე.
ფილიპე ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა და დახურა ორი კურსი.



1899 წელს დეკანოზმა პეტრე კონჭოშვილმა (შემდომში -– ეპისკოპოსი) მოილოცა იერუსალიმი და ათონის მთა. მოინახულა ათონის ქართველთა სავანე და ქართველი ბერები. 1901 წელს თბილისში წიგნად გამოცემულ „მოგზაურობაში“ მან ცალკე თავი მიუძღვნა ათონზე ქართული გალობის მდგომარეობას, სადაც ალნიშნავს: „ათონის ქართველთა სავანეში ყოფილა კეთილ განწყობილი მწყობრი ტკბილად მგალობელთა 1880 წლამდე, ვიდრემდის ყოფილან ათონზედ მგალობელთა შორის; თავ. მელქისედეკ ნაკაშიძე, მ. გიორგი მოლარიძე (უნდა იყოს მოლარიშვილი -– გ. მ.), ღირსეულად მოღვაწე შემოქმედის მონასტერში გურიაში. მ. მ. კონტრიძე, ჭინჭარაძე და მ. ფილიპე შარაშიძე. ქართველთა მგალობელთა გუნდსა აღტაცებაში მოჰყვანდა ყოველი მსმენელი რუსნი და ბერძენიცა. ამ ზემოხსენებულ პირთა შეუსწავლიათ ქართული გალობა საფუძვლიანად რვა ხმაზედ ბ. ანტონ დუმბაძის ხელმძღვანელობის ქვეშ. ხოლო აწ ქართველთა სავანე ვეღარ იქების ამ გვარის კეთილგანწყობილის
გალობითა. ამისათვის ფრიად სასურველია, კვალადცა გაძლიერდეს ქართული გალობა ათონზედ აღსადგენელად ჩვენის ეროვნულის ღირსებისა, დიდებისა და პატივისა სხვათა ეროვნობათა წარმომადგენელთა მოღვაწეთა შორის ათონის მთაზედ. ოდესმე ათონზედ დროშა პირველობისა ეპყრათ ივერიის კარისა ღვთისმშობლის მონასტრისა ქართველთა ძმათა“. როგორც ამ ჩანაწერიდან ირკვევა, ხელდასხმამდე ფილიპე ათონის წმ. მთაზე ქართველთა სავანეში ცხოვრობდა და გალობდა, სადაც იმ პერიოდში არაერთი მგალობელი აღიზარდა.
1880 წლის 7 ნოემბერს ფილიპე თბილისში არსებული ქართული გალობის აღმდგენელი კომიტეტის წევრად დაინიშნა. 1882 წლის 8 დეკემბრიდან ჩუღურეთის წმ. ნიკოლოზის სახ. ტაძრის მედავითნეა. ამ ტაძარში მან 26 წელი გაატარა. 1883 წლის 6 მაისს სამზრუნველო კომიტეტმა დაჭრილებზე ზრუნვისათვის წითელი ჯვრით დააჯილდოვა. 1887 წლის 1 სექტემბერს დიაკვნად აკურთხეს. მამა ფილიპე ითვლებოდა ქართული გალობის კარგ მცოდნედ. 1881 წლის 18 ივლისს გორის ეპისკოპოსი წმ. ალექსანდრე (ოქროპირიძე) მამა ფილიპეს შესახებ წერდა: „ერთი ჩვენი მგალობელთაგანი, გურული, ფილიპე შარვაშიძე (რომელიც აწ
ექსარხოსის მგალობლებში ირაცხვის და რუსთა  მგალობლების ხოროში გალობს) ამბობს ქართული გალობის ხმების შესახებ, და მასთანავე ქართულის და რუსული გალობის ხმების შედარებისა პირობაზედ შემდეგს: ქართულ გალობას აქვს სამი ხმა: 1) პირველი თქმა, ესე იგი პირველი ტენორი; 2) მეორე მაღალი ბანი, ანუ მოძახილი, ესე იგი მეორე ტენორი; 3) მესამე ბანი, ესე იგი ბასი. ძველ დროშიდაც, როდესაც ქართული კათალიკოზობა იყო, და მათ ქართული გალობის ხორა ჰყვანდათ,
სამი ხმა იყო გალობისა: 1) კრინი,ესე იგი პირველი დისკანტი; 2) სტვინი, ალტი; 3) დვრდვინი, აკტავა. ამასთანავე დაუმატა მგალობელმა ფილიპემ: ძველებურად მგალობლების სრული ხორა რომ იყოს

8-1  საპატრიარქოს უწყებანი N8 2-8მარტი 2017წ გვ.20
მღვდელი ფილიპე შარვაშიძე 1850-1914(გაგრძელება)
ქართულ ენაზედ, მაშინ ქართული გალობა სწორედ უმფრო მშვენიერი მოსასმენი იქნებაო. ამ ზემოთ რაიცა დაწერილ არს მგალობლების
ხმების პირობაზედ, მე წაუკითხე ამ გურული მგალობლების უფროს მგალობელს, თ. მელქისედეკ ნაკაშიძეს, და იმანაც დაგვიმოწმა ზემოთ დაწერილი „ყოველივე კარგათ და სისწორით არის დაწერილიო“ და მასთან დაუმატა, ძველად როდესაც საქართველოში ხორა იყო ქართული მგალობლებისა, მაშინ მგალობლებს ჰყვანდათ თავიანთ უფროსი, გალობის ხმის დამწყობი, გალობის წინამძღვარი ანუ „ლოტბარი“, რომელ არს რუსულად რეგენტი. მე ამას ყოველსავე ამ მიზეზის გამო ვაბეჭდინებ
ასე, რომ რადგან ახლა ხორა აღარ არის ქართული მგალობლებისა და მხოლოდ ძველთაგან გალობის ლექსები დაგვრჩა, ვითარცა: ლოტბარი,
კრინი, სტვინი, დვრდვინი და სხვანი, გაიგონ ახალმა რუსულ ენაზედ აღზრდილმა ყმაწვილებმა, თუ ეს სიტყვები რუსულათ გალობის პირობაზედ რას ნიშვნენ და მასთან ესეც უწყოდენ, რომ ჩვენც, ქართველებს, ერთ დროს მშვენიერი ხორული გაწყობილი გალობა გვქონია“.
დიაკვანი ფილიპე შემდეგშიც აქტიურად მონაწილეობდა ქართული გალობის აღდგენისა და გავრცელების საქმეში. 1893 წელს ქართული პრესაში მის შესახებ ვკითხულობთ: „ქართული საეკლესიო გალობის საქმე ნელ-ნელა წინ მიდის. ამჟამად ერთი ხორო ქართველ მგალობელთა აგერ თვეზე მეტია ყოველ კვირა დღეს გალობს წმ. ნიკოლოზის ეკლესიაში ქორიძის ხელობით. ხოროს აქვს ფ. ქორიძის მიერ გადაღებული ნოტები წირვის საგალობლებისა და საკმაოდ მწყობრად და სასიამოვნოდაც გალობს. ნოტების წყალობით აღარ ისმის ის კრიმანჭული ხმები, რომელიც ზეპირად გალობის დროს მოისმოდა. როგორც შევიტყეთ,ქორიძის ხოროს ლოტბარ მ. შარაშიძისათვის გადაუცია მთელი წლის საჭირო საგალობლები, ნოტებად დაწყობილი, და ამასთანავე აღუთქვამს დახმარება და ხელმძღვანელობა საგალობელთა
შესწავლის საქმეში“. 1908 წლის 12 ივლისს დიაკვანი ფილიპე ფცის წმ. ნიკოლოზის სახ. ტაძარში გადაიყვანეს. ოცდაორწლიანი სადიაკვნო მსახურების შემდეგ, 1909 წლის 1 ოქტომბერს ალავერდელმა ეპისკოპოსმა დავითმა (კაჭახიძე) მას მღვდლად დაასხა ხელი და კახეთში, გრემის მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახ. ტაძრის წინამძღვრად დანიშნა. იგი 1913 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა. ჰქონდა ჯილდო -–- რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III-ის სახ. ვერცხლის მედალი. მღვდელი ფილიპე 1914 წლის 9 ოქტომბერს გარდაიცვალა და მის მეუღლესა და მცირეწლოვან შვილებს ლევანს და ვახტანგს მოძღვრის დედაეკლესიაში 31-წლიანი ერთგული სამსახურისათვის წელიწადში 250 მან. პენსია დაენიშნათ. 
დარჩა მეუღლე სოფიო ნიკოლოზის ასული კერვალიშვილი (დაბ. 1869წ.) და შვილები: კონსტანტინე (მეუღლე -–- გრეტა ანდრიას ასული), ელენე
(გათხოვილი იუსტინე სერაპიონის ძე კალანდაძეზე), ნიკოლოზი, ქეთევანი, ლევანი, ვახტანგი, პოლიკო.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 02.01.2026
ბოლო რედაქტირება 02.01.2026
სულ რედაქტირებულია 4





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0