სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12072

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
ილია თეოდორეს ძე შუბლაძე დაბ. 1877წ. დეკანოზი ილია თეოდორეს ძე შუბლაძე დაბ. 1877წ. დეკანოზი
ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი შუბლაძე სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

22       ბეჭდვა

ილია თეოდორეს ძე შუბლაძე დაბ. 1877წ. დეკანოზი

დეკანოზი ილია შუბლაძე
დეკანოზი ილია თეოდორეს ძე შუბლაძე 1877 წლის 3 აპრილს ქ. თბილისში, მეორე გილდიის ვაჭრის ოჯახში დაიბადა. წოდებით იყო გლეხი. 1900 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1900-1901 წლებში გახლდათ გურია-სამეგრელოს ეპარქიის. სოფ. ახუთის ორკლასიანი სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებელი. 1901 წლის 23 აგვისტოს ახალციხის მაზრის, სოფ. დვირის მიქაელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინამძღვრად გამოარჩიეს. 1901 წლის 14 სექტემბერს დიაკვნად აკურთხეს, იმავე წლის 16 სექტემბერს მღვდლად დაასხეს ხელი. 1901 წლის 16 სექტემბრიდან 1902 წლის 15 დეკემბრამდე იყო დვირის ერთკლასიანი სკოლის გამგე და სალვთო სჯულის პედაგოგი. მისი ხელმძღვანელობის დროს სოფ. დვირის ახლადგასხნილ სკოლას წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ შესწირა 30 ცალი „დედაენა“ და 100 ცალი ქართული საწერი რვეული, ხოლო თავად ი. გოგებაშვილმა სკოლას შესწირა 10 ცალი „დედაენა“ და 50 რვეული. ამ ყველაფრისთვის მამა ილიამ საზოგადოებას დიდი მადლობა გამოუცხადა გაზეთის მეშვეობით. 1902 წლის 13 დეკემბერს შულავერის წმ. გიორგის სახ. ტაძარში გადაიყვანეს და თბილისის მაზრის

17-1  საპატრიარქოს უწყებანი N17 11-17მაისი 2017წ გვ.18
დეკანოზი ილია შუბლაძე (გაგრძელება)
VI ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა. იმავე წლის 18 დეკემბერს ბორჩალოს მაზრის მისიონერად აირჩიეს. მის დანიშვნასთან დაკავშირებით ქართულ პრესაში, ფსევდონიმით „ქვეშელი“, უცნობი ავტორი წერდა: „ქვეში (ბორჩ. მაზრა). 3 თებერვალს მოვიდა ახლად გამწესებული ბლაღოჩინი მამა ილია   შუბლაძე სოფ. ქვეშს, სადაც იყო შეყრილი მთელი სამრევლო. მამა შუბლაძემ საგულისხმიერო დარიგება მისცა მრევლს საეკლესიო სკოლის დაარსების შესახებ.



რამდენიმე სოფელმა უარი გამოუცხადა, შეუძლებლობისა გამო, სკოლის დაარსებაზედ, მაგრამ როცა ბლაღოჩინმა აღუთქვა სახელმწიფო დახმარება, სოფელ ხატის (ბოლნისი) მცხოვრებლებმა განაცხადეს სურვილი, თავიანთ ხარჯზე სკოლა დაარსონ. ამის თაობაზე 25 მარტს დაადგინეს საზოგადო განაჩენი და წარუდგინეს
მამა ბლაღოჩინს, მთელ მაშავრის ხეობის ქართველთათვის ეს პირველი სკოლა იქნება. აქ მოიყრიან თავს შეგირდები რატევნის, აკურთის, ქვეშის, ტანძიის, კიანეთის და სამწევრისის სოფლებიდან. განაჩენის მიღებისთანავე მამა შუბლაძემ აღუთქვა ხალხს, მომავალ ენკენისთვეს სკოლა გაგეხსნებათო. არანაკლები ყურადღება მიაქცია აქაურ ადგილობრივ სამღვდელოებას ახლად გამწესებულმა ბლაღოჩინმა. თვითეული სამრევლო, რომელიც შესდგებოდა რამდენიმე გაფანტულ პატარ-პატარა სოფლებისაგან, წარადგინა სახელმწიფო ჯამაგირის დასანიშნად. მამა შუბლაძემ
აგრეთვე პირველ და საბუთიანად წარადგინა მოხსენება მთავრობის წინაშე სომხებისაგან ჩვენს ძველ ნაშთებზე სომხურის წარწერების ამოჭრის შესახებ. ღმერთმა ჰქმნას, რომ კეთილ მოღვაწეს მამა შუბლაძეს, დიდი ხნის სანატრელი საქმე განეხორციელებინოს ჩვენ საკეთილდღეოდ და თავის სახელის სამუდამო სახსოვრად“. 1903 წლის 14 თებერვალს იგი ბორჩალოს მაზრის სამრევლო-საეკლესიო სკოლების მეთვალყურედ აირჩიეს. 1904 წლის 1 თებერვალს მღვდელი ილია გაზ. „ივერიაში“ წერდა: „წავიკითხე ქართულ ლექსიკონის შესადგენად მოწვეული კრების დადგენილობა იმის შესახებ, რომ დაევალოს საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში მცხოვრებთ დაეხმარონ კრებისაგან არჩეულ კომისიას ისეთი ქართული სიტყვების მოგროვებაში, რომელიც დარჩენილა ხალხში, მაგრამ ლექსიკონში ჯერ არ არის შეტანილი. რადგანაც ხსენებულ კომისიის ადრესი არ ვიცი, რომ პირდაპირ მივმართო, ამიტომ უმორჩილესად ვთხოვ „ივერიის“ რედაქციას, აცნობოს ამ კომისიას, რომ მე დიდის სიამოვნებით (და, რასაკვირველია, სრულიად უსასყიდლოდ) ვიკისრებ ზემოხსენებულ სიტყვების
შეკრებას ბორჩალოს მაზრაში, სადაც არის ისეთი
ძველი და ძველებურის ენით მოლაპარაკე ქართული სოფლები, როგორიც არის გომარეთი, ბალიჭა, ყალამშა, დუმანისი, ქვეში და სხვანი. ეს ჩემთვის
განსაკუთრებითს შრომას არ შეადგენს, რადგანაც სამსახურის საქმეებისა გამო მაინც ხშირად დავიარები ამ სოფლებში. მხოლოდ ამას ვთხოვ
კომისიას, რომ დროებით მათხოვოს ჩუბინაშვილის სრული ლექსიკონი (აქ მხოლოდ შემოკლებული მოიპოვება), რომ ჩაუწერავ სიტყვების რიცხვში ისეთი სიტყვები არ შევიტანო შეცდომით, რომელიც უკვე ჩაუტანია ჩუბინაშვილსა". 1905 წელს მამა ილიას საეკლესიო მუზეუმის
გამგეობის დადგენილებით მუზეუმის საქმეთა ხელშეწყობისათვის მადლობა გამოეცხადა. 1905 წლის 21 ოქტომბერს, საკუთარი თხოვნის საფუძველზე, თბილისში კუკიის წმ. ალექსანდრე ნეველის სახ. ტაძრის მესამე მლვდლად გადაიყვანეს. იმავე დღიდან იყო ტაძართან არსებული სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის პედაგოგი. 1906 წლის
6 აპრილს თბილისში მოხდა ბორჩალოს მაზრის სამღვდელოების კრება მამა ილიას თავმჯდომარეობით. კრებას უნდა აერჩია სახელმწიფო საბჭოს წევრთა ამომრჩეველი. კანდიდატებად დასახელდნენ დეკ. სერგი გოროდცევი და დეკ. ნ. პოკროვსკი. რადგან სამღვდელოება სრულად არ დაესწრო კრებას და კენჭისყრა არ შედგა, ამიტომ მთავარხუცესის რჩევით აირჩიეს დეკ. ნ. პოკროვსკი. 1906 წლის 1 იანვარს, მამა ილია საკუთარი
თხოვნის საფუძველზე, გადადგა სკოლების მეთვალყურისა და მისიონერის მოვალეობიდან. 1906 წლის 31 დეკემბერს გათავისუფლდა თბილისის მაზრის VI ოლქის მთავარხუცესის პოსტიდან და იმავე დღეს თბილისის მაზრის II ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა, სადაც 1907 წლის 1 ივლისამდე დაჰყო. 1908 წლის იანვრიდან კუკიის მეორე საქალაქო სასწავლებელში საღვთო სჯულის პედაგოგად დაინიშნა. გარდა ამისა, შემდგომ წლებში მამა ილია იყო
თბილისის საეპარქიო საქალაქო სასწავლებლის სანიმუშო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებელი; ჟურნალ...............ს საგამომცემლო კომისიის წევრი; სამარხი სალაროს წესდების გამომცემელი კომისიის წევრი; სარწმუნოებრივი წიგნების ქართულად თარგმნის კომისიის წევრი; სიონის საკათედრო ტაძრის ძმობის წევრი და მდივანი; თბილისის საქალაქო საფერშლო კურსების საღვთო სჯულის მასწავლებელი; თბილისის საეპარქიო სასწავლებლის საქმის მწარმოებელი; ქართლ-კახეთის ეპარქიის საეკლესიო სკოლების საეპარქიო საბჭოს საქმის მწარმოებლის თანაშემწე;
1911-1916 წლებში იგი იყო სოფ. ალექსეევკის (თეთრი–წყაროს რაიონი) წმ. ალექსანდრე ნეველის სახ. ტაძრის სამრევლოს გამგე. 1914-1916 წლებში მღვდელი ილია იყო 394-ე საველე სამხედრო ჰოსპიტლის, 249-ე სამარის დრუჟინის მღვდელია თბი–

17-2  საპატრიარქოს უწყებანი N17 11-17მაისი 2017წ გვ.19
დეკანოზი ილია შუბლაძე (გაგრძელება)
ლისსა და კავკასიის ფრონტზე; 1915-1917 წლებში იყო ქალაქთა კავშირის თბილისის 11 ლაზარეთის მღვდელი, მსახურობდა უსასყიდლოდ. 1902-1917 წლებში მამა ილიამ თბილისისა და ერევნის გუბერნიებში სისხლის ·
სამართლის 13 საქმის გამოძიება ჩაატარა. 1908-1918 წლებში იყო კუკიის მეორე სამოქალაქო სასწავლებლის მოძღვარი. 1916  წლის 7 აგვისტოს თბილისის მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახ. ტაძრის წინამძღვრად გადაიყვანეს. დეკანოზი ილია დაჯილდოებული იყო: 1903 წელს საგვერდულით; 1904 წლის 20 მაისს სკუფიით; 1909 წლის 6 მაისს კამილავკით; 1913 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით. 1918 წლის 26 იანვარს თბილისში ქართული გიმნაზიის შენობაში გაიხსნა სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც მღვდელი ილია თავისუფალ მსმენელად ჩაირიცხა. 1918 წლის 25 თებერვალს გამოვიდა გაზეთ „ახალი სიტყვის“ პირველი ნომერი, რომლის რედაქტორ-გამომცემლები მღდელი ქრისტეფორე ციცქიშვილი და მლვდელი ილია შუბლაძე იყვნენ. კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე თავის მოგონებებში მამა ილიასა და ამ ჟურნალის შესახებ წერდა: „სვეტიცხოვლის“ უსიცოცხლო არსებობამ დაბადა აზრი „ახალი სიტყვის“ გამოცემისა, რაც თავს იდვეს მ. მ. ქრისტ. ციცქიშვილმა და ილია შუბლაძემ, რომელთაგან პირველს შესწევს დიდი გამბედაობა, ხოლო მეორეს კალმის მარჯვედ ხმარება. ამ გაზეთის გამოცემის აზრი ფრიად მოეწონა ყ-დ სამღვდელო ლეონიდეს და მან ტფილისის სამღვდელოებისა და სამრევლო საბჭოთა კრებაზე აიძულა ეკლესიები, გაეღოთ გაზეთისათვის საჭირო თანხა. რედაქტორებმა თანამშრომელთა შორის გამოაცხადეს ყველა, ვისაც კი როდესმე კალამი აუღია ხელში,
რასაკვირველია მათდა დაუკითხავად. სხვათა შორის, მეც თანამშრომლად გამომაცხადეს, თუმცა არავითარი კავშირი ამ გაზეთთან არ მქონია და
როცა მეორე ნომერში წავიკითხე ჩემი გვარი, გამოუცხადე რედაქტორებს საყვედური: ეს გაზეთი კი არა პასკვილთა კრებულია-მეთქი. აღმითქვეს,
თუ იკისრებ შინაურ „ცენზორობას“, არცერთ ნომერს შენ „ნებადაურთველად“ არ გამოუშვებთო, ოღონდ ეხლა გაჩუმდიო. მართლაც, მესამე ნომერი გამომიგზავნეს უკვე აწყობილი, იძულებული გავხდი, ნახევარზე მეტი გადამეკეთებია, რამაც  ბოლო მოუღო ჩემს „ცენზორობას“: ნომერი „სუსხიანი“ არ არისო. შემდეგ ნომრებში იბეჭდებოდა პასკვილები, განსაკუთრებით „ჭინჭარის“ ხელმოწერით. ილია შუბლაძემ, რომელიც ჭინჭარის წერილებისა გამო მოვიწვიე ჩემს ბინაზე, მიპასუხა მით, რომ მაგიდიდან ჩემდა შეუმჩნევლად „ამაცალა“ ი. გობეჩიას ანდერძის აგების დროს წარმოთქმული ჩემი სიტყვა და მოათავსა იგი გაზეთის ერთ-ერთ ბოლო ნომერში“. უწმიდესი კალისტრატეს სიტყვებს ასევე ადასტურებს
დეკანოზი ნიკიტა თალაკვაძე თავის მოგონებებში, რომელიც
მ წერდა: „..ის ქრისტეფორე ნამდვილად კი იყო „რედაქტორის“ სახელით სათამაშო კოჭი აღნიშნული კომპანიისა; ფაქტიური „მწერალი“, „პუბლიცისტი“, მექანიზატორი, ინტრიგანი იყო დეკ. ილია შუბლაძე, პეტრე-პავლეს სასაფლაოს მღვდელი. ეს შუბლაძე ძველი რეჟიმის
დროს “- გ„ტფილისში სემინარიის მოწაფეობის დროს დახელოვნდა ჯაშუშობა-დაბეზღებაში სემინარიის ინსპექტორის -- დიმიტრი აბაშიძის წინაშე! შემდეგ მღვდლობაში იყო ცნობილი ჯაშუში დეკ. იოანე ვოსტორგოვისა, ეგზარქოსებისა და სინოდალურ კანტორის პროკურორის პოპოვისა! ამ შუბლაძემ დიდი როლი ითამაშა ... ამ სტრიქონების ავტორის დიდუბიდან გამოგდებაში 1912წ. ამდენი რამ საქმეების ჩამდენი შუბლაძე ავტოკეფალური ეკლესიის დღეებშიაც დიდი როლით მოგვევლინა, ლეონიდმა ის აიყვანა თავის მფარველობაში და „ახალ სიტყვაში“ გაალაშქრა ის კირიონის წინააღმდეგ და ჩემს წინააღმდეგაც. ის
თავხედი შუბლაძე იმ ზომამდე გაკადნიერდა, რომ „ახალი სიტყვის“ მე-7 ნომერში, 1918 წელს მან მოათავსა „ჯაჭვაძის“ ფსევდონიმით ასეთი სათაურის წერილი: „კათალიკოსი კირიონის წირვა და სიონის წაპილწვა“.
1917 წლის 22 ოქტომბერს მღვდელი ილია თბილისის სამიტროპოლიტო სასამართლოს წევრად დაინიშნა. 1918 წლის 25 მარტს დეკანოზის წოდება
მიენიჭა. 1921 წლის 10 თებერვალს საკათალიკოსო საბჭოს კანცელარიის ბუღალტრად დაინიშნა. 1922 წლის 10 ნოემბერს საკათალიკოსო საბჭოს კანცელარიის გამგის თანამდებობაზე გადაიყვანეს. 1923 წლის იანვარში დეკ. ილია საკათალიკოსო საბჭოს სხვა წევრებთან ერთად დააპატიმრეს. პირველ და-

17-3 საპატრიარქოს უწყებანი N17 11-17მაისი 2017წ გვ.20
დეკანოზი ილია შუბლაძე (დასასრული)
კითხვაზე მან განაცხადა, რომ 1923 წლის 10 იანვრის სხდომას, სადაც სამხედრო ცტაძრის საკითხი განიხილებოდა, შემთხვევით დავესწარიო. 1923 წლის 18 აპრილს გამასწორებელ სახლთა ცენტრალურ საავადმყოფოში მყოფი დეკანოზი ილია სახალხო კომისართა საბჭოს სწერდა: „უკიდურესი ავადყოფობის გამო და ხანგრძლივი პატიმრობისა გამო, გთხოვთ გამათავისუფლოთ ციხიდან, რადგან ჩემი დაპატიმრება მოხდა გაუგებრობის ნიადაგზე. მე არავითარი წილი პოლიტიკაში არ მიმიძღვოდა და არც ეხლა მიმიძღვის“. მისი თხოვნა არ შეიწყნარეს, რადგან საქმე ჯერ ისევ ძიებაში იყო. 1923 წლის 2 მაისს განმეორებით დაკითხვაზე დეკანოზმა ილიამ კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მემორანდუმის გაგზავნას პოლიტიკური აქტი უწოდა და განაცხადა, რომ მის მოქმედებას არ ამართლებს. იმავე წლის 27 ივნისს ჩატარებულ დაკითხვაზე გამომძიებელს მიაწოდა ინფორმაცია, რომ გასაბჭოების შემდეგ დახურული ეკლესიების (სხვადასხვა სასწავლებლის, სამხედრო ნაწილებში არსებული ეკლესიების და ა. შ.). ძვირფასეულობები ინახებოდა საკათალიკოსო საბჭოში, რითაც დაადასტურა დეკ. დ. ლაზარიშვილის ჩვენება. 1923 წლის 12 ივლისს გ. მიკმა მიიღო გადაწყვეტილება ავადმყოფობის გამო დეკ. ილიას დროებით პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ, თბილისიდან
გაუსვლელობის ხელწერილის ჩამორთმევით. საბოლოოდ იგი გამართლდა სხვა სასულიერო პირებთან ერთად. 1925 წლის 20 იანვარს დეკანოზი ილია საქართველოს ეკლესიის დროებით მმართველს და ურბნელ ეპისკოპოს ქრისტეფორეს (ციცქიშვილი) სწერდა: „დამატებით ჩემის პირადი მოხსენებისა, გიცხადებთ რა, რომ მე დავტოვე პეტრე-პავლეს ეკლესიის წინამძღვრის თანამდებობა. გთხოვთ დამისახელოთ, თუ ვის ჩავაბარო წინამძღვრობა და მასთან დაკავშირებული საკულტო ქონება და საქმეები“ მეორე დღეს, ეპისკოპოსმა ქრისტეფორემ იგი ოფიციალურად გაათავისუფლა წინამძღვრობიდან. ეკლესიიდან წასვლის შემდეგ ანაფორაგახდილი მოძღვარი საქართველოს უზენაეს დაწესებულებაში ბუღალტრად მუშაობდა. XX ს-ის 30-იან წლებში იგი ცოცხალი ჩანს. გარდაცვალების ზუსტი წელი უცნობია. ჰყავდა მეუღლე, მღვდელ ისააკ მენთეშაშვილის ასული სოფიო და შვილები: ვერა/ ვენერა (დაბ. 1.01.1906წ.) და ლუარსაბი (დაბ. 23.11.1908წ., რომელიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალა). ყველანი დაკრძალული არიან თბილისის პეტრე-პავლეს ეკლესიის გვერდით.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 06.01.2026
ბოლო რედაქტირება 06.01.2026
სულ რედაქტირებულია 2





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0