დეკანოზი ტროფიმე გიორგის ძე ჯოხთაბერიძე 1873 წელს ქუთაისის გუბერნიაში, ზუგდიდის მაზრაში, სოფ. ახუთში, აზნაურის ოჯახში დაიბადა. 1896 წლის 30 მაისს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1896 წლის 17 აგვისტოს ბანძის ორკლასიანი სასწავლებლის უფროს მასწავლებლად დაინიშნა. 1897 წლის I სექტემბერს სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში მოსამზადებელი კლასების მასწავლებლად გადაიყვანეს. 1898 წლის 15 სექტემბერს იმავე სასწავლებლის ზედამხედველად დაინიშნა. 1899 წლის 6 ივნისს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა, იმავე წლის 8 ივნისს მღვდლად დაასხა ხელი და კირცხის წმ. გიორგის სახ. ტაძარში განამწესა. 1899 წლის 30 ივლისიდან 1903 წლის 16 მაისამდე ოლქის სამღვდელოების მხრიდან წარგზავნილი იყო საეპარქიო და საოლქო შეკრებებზე დეპუტატად.
1901 წლის 18 ივლისს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1901 წლის 1 სექტემბერს ზუგდიდის მაზრის სამრევლო-საეკლესიო სკოლების მეთვალყურედ დაინიშნა. 1902 წლის 1 სექტემბერს კირცხის ქალთა სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგედ და საღვთო სჯულის პედაგოგად დაადგინეს. 1903 წლის 16 მაისს ცაიშის ღვთისმშობლის მიძინების სახ. ორშტატიანი ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. 1903 წლის 8 ოქტომბერს ცაიშის ორკლასიანი სამინისტრო სასწავლებლის საღვთო სჯულის პედაგოგად დაადგინეს. 1904 წლის 20 თებერვალს კორცხელის ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს. 1904 წლის 25 მაისს გურია-სამეგრელოს ეპარქიის სანთლის ქარხნის სარევიზიო კომიტეტის წევრად აირჩიეს. 1905 წლის 1 მარტს სკუფია უბოძეს. 1906 წლის 28 აგვისტოს სოხუმის ეპისკოპოს კირიონის (საძაგლიშვილი) ლოცვა-კურთხევით სოხუმის ეპარქიაში გადავიდა და ქ. სოხუმის წმ. ალექსანდრე ნეველის სახ. საკათედრო ტაძარში დიაკვნის შტატში დაინიშნა. მღვდელი ტროფიმე გვერდით ამოუდგა ეპისკოპოს კირიონს და აფხაზეთში ქართული საქმის ასაღორძინებლად შეკავშირდნენ. მათ დაუპირისპირდათ ცნობილი რუსი დეკანოზი ი. ვოსტორგოვი, თავისი ორი წერილით. მის 20 ბრალდებას შესაბამისი პასუხი გასცა ეპისკოპოსმა კირონმა 20 პუნქტისგან შემდგარი დამაჯერებელი პასუხით. კირიონის მიმართ წაყენებულ ბრალდებათა უმეტესობა ი. ვოსტორგოვმა გაიმეორა თავის მოხსენებაში“. მღვდელმა ტროფიმემ ეს მოხსენება დეტალურად გააანალიზა თავის სტატიაში და ამხილა მისი სიცრუითა და ცილისწამებებით აღსავსე სული. მეუფე კირიონისა და მამა ტროფიმეს წერილები დიდწილად ერთი და იმავე ბრალდების გაბათილებას ეხება და მკაფიოდ წარმოაჩენენ სოხუმის ეპარქიაში იმჟამად შექმნილ
18-1 საპატრიარქოს უწყებანი N18 18-24მაისი 2017წ გვ.17
უმძიმეს ვითარებას. 1906 წლის 12 სექტემბრიდან 1907 წლის 18 ოქტომბრამდე მლვდელი ტროფიმე სოხუმის ოლქის სამრევლო-საეკლესიო სკოლების მეთვალყურე იყო. 1906 წლის 30 ოქტომბრიდან 1907 წლის 27 თებერვლამდე სოხუმის ეპარქიალური სასწავლო საბჭოს სოხუმის მაზრის განყოფილების თავჯდომარე გახლდათ. 1906 წლის 27 ოქტომბერს სოხუმის ეპარქიალური სპეციალური კომისიის წევრია. მას XV ევალებოდა უადგილო სასულიერო პირთა და მედავითნეთათვის ადგილის გამონახვა. 1906 წლის 10 ნოემბერს სოხუმის პირველი დაწყებითი საქალაქო სასწავლებლის საღვთო სჯულის პედაგოგად და- ინიშნა. 1907 წლის 20 იანვრიდან 1907 წლის 14 აპრილამდე სოხუმის ოლქი II სამთავარხუცესო ოლქის კეთილმოწესეა. 1907 წლის 20 იანვარს სოხუმის ეპარქიალური სამზრუნველოს წევრად აირჩიეს. 1907 წლის იანვარში რუსეთის წმ. სინოდმა ეპისკოპოსი კირიონი აფხაზეთს მოაცილა და ლიტვაში გადაიყვანა. იგივე ხვედრი არგუნეს მამა ტროფიმესაც მომდევნო წელს.
1908 წლის 5 იანვრიდან იგი დაითხოვეს სოხუმის ეპარქიიდან და თითქმის ერთ წელიწადზე მეტი უადგილოდ იყო. 1909 წლის 12 იანვარს ისევ გურიასამეგრელოს ეპარქიაში გადავიდა და ეპარქიალური სანთლის ქარხნის მმართველად და ფოთის წმ. ალექსანდრე ნეველის სახ. საკათედრო ტაძრის უშტატო მღვდლად დაინიშნა. 1909 წლის 12 აპრილს გურიასამეგრელოს ეპარქიის სამზრუნველოს სარევიზიო კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნეს, ხოლო 1909 წლის 23 ნოემბერს ბათუმის ბარცხანო-ცივის ყოვლადწმინდა სამების სახ. ტაძრის წინამძღვრად (1914 წლის 24 ოქტომბერს ეს სამრევლო ბათუმის სასაფლაოდ გადაკეთდა).
1910 წლის 6 თებერვლიდან 1913 წლის 13 მარტამდე ბარცხანო-ცივის სამინისტრო სასწავლებლის საღვთო სჯულის პედაგოგი იყო. 1910 წლის 28 ივნისს ბათუმის ეკლესიების მთავარხუცესის თანაშემწედ დაადგინეს. 1911 წლის 19 მარტს ცივისლობოდის ორკლასიანი ნორმალური სასწავლებლის საღვთო სჯულის პედაგოგად დაადგინეს. 1914 წლის 11 სექტემბერს ბათუმის მიხაილოვის ციხესიმაგრეში მდგარი ჯარისთვის საეკლესიო წესების შესრულება დაევალა. 1917 წლის 12 მარტს ავტოკეფალიის გამოცხადების დროს იგი ისევ ბათუმში მსახურობდა, მაგრამ მჭიდრო კავშირები ჰქონდა აფხაზეთის სამღვდელოებასთან. მღვდელი ტროფიმე მღვდელ კ. მანჯგანაძესთან ერთად ამზადებდა სოხუმში დანიშნულ 1917 წლის 12 აპრილს სამღვდელოებისა და „ სსერისკაცთა წარმომადგენლების კრებას “ ადა მონაწილეობდა კრებაზე მისაღე- " აბი დადგენილების პროექტის შედს გენაში ამასთან დაკავშირებით მამა ტროფიმე თედო სახოკიას, როგორც სოხუმელსა და ეკლესიის დროებითი მმართველობის წევრს, სთხოვდა 9 აპრილს სოხუმში ჩამოსვლას: „მანამ ამბროსიც მოვა და შეიძლება კირიონიც და რჩევას მოგვცემენ“ -–- წერდა მწერალს 1917 წლის 29 მარტს მღვდელი ტროფიმე. მცხეთაში გამოცხადებულ ავტოკეფალიას მღვდელი ტრო- ფიმე დიდი სიხარულით შეეგება და ახალი სენაკიდან წერილიც გამოგზავნა გაზ. „საქართველოს“ რედაქციაში: „განუსაზღვრელის სიხარულით და აღფრთოვანებით ვეგებებით სრულიად საქართველოს თავისუფალ ეკლესიის ავტოკეფალიის წარმომადგენელს, რომელმაც შეუდრეკელად და გაბედულად გაანთა-ვისუფლა დიდებული ივერიის ეკლესია სინოდის გახრწნილ და ზნეობით დაცემულ ბორკილისაგან, იმ სინოდისა, რომელიც მხოლოდ და მარტო ურწმუნოებას, შურს, სიძულვილს და შხამსა სთესდა მთელი ერთი საუკუნის განმავლობაში. გილოცავთ თქვენ და ივერიის სამღვდელოებას მონობის ბორკილების დამსხვრევას და მტარვალის ბრჭყალებიდან განთავისუფლებას, იმ მტარვალისა, რომელიც ჰკლავდა ჩვენ თავისუფალ შემოქმედებას და ჩვენს სამშობლო ენას მიწასთან ასწორებდა. სამეგრელოს სამღვდელოების ყრილობის თავჯდომარე ჯოხთაბერიძე“, მამა ტროფიმე იმავე პერიოდში იყო საქართველოს ეკლესიის დროებითი მმართველობის გურიასამეგრელოს განყოფილების მმართველობის წევრი და 1917 წლის 8-17 სექტემბერში მონაწილეობდა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის პირველ საეკლესიო კრებაზე. 1919 წლის თებერვალში ქართულ პრესაში გამოქვეყნდა მღ. ტროფიმეს წერილი, სადაც ვკითხულობთ: „ზუგდიდიდან შინაგან საქმეთა მინისტრმა მიიღო შემდეგი დეპეშა: ვაცხადებ პროტესტს ლეონიდის კათოლიკოსად არა კანონიერ და არა-დემოკრატიულ არჩევნებისა გამო. მოვითხოვ პროტესტის დადგენილების ასრულებას“. მამა ტროფიმეს ამ წერილს მოჰყვა გამოხმაურება იმავე პრესის ფურცლებზე. ფსევდონიმით „კახელი“ (ეს ფსევდონიმი დეკ. ილია შუბლაძეს ეკუთვნის -– გ. მ.) გამოქვეყნებული სტატიაში „მლვდ. ტროფ. ჯოხთაბერიძის პროტეს
18-2 საპატრიარქოს უწყებანი N18 18-24მაისი 2017წ გვ.18
ტის გამო“ ვკითხულობთ: „გამოვთქვამ მწუხარებას იმ პროტესტის გამო, რომლითაც პატივცემულ მღ. ტროფიმე ჯოხთაბერიძეს ზუგდიდიდან მიუმართავს შინაგან საქმეთა მინისტრისათვის მიტროპოლიტ ლეონიდის კათოლიკოს-პატრიარქად არჩევის გამო: მწუხარებას, რადგანაც ბევრმა ისე გაიგო ეს პროტესტი, თითქოს მამა ტროფიმე ლეონიდეზე შურს იძიებდეს ბათუმიდან ზუგდიდში გადაყვანისა გამო და გუშინ, 18 თებერვალს, რამოდენიმე პირმა მომმართა მე, როგორც მ. ტროფიმეს ნაცნობს, თხოვნით, განმემარტა, თუ რად იქმნა გადაყვანილი მ. ტროფიმე ქალაქიდან დაბაში ლეონიდეს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსად ყოფნის დროს, – და განცვიფრებას, რადგანაც ამ დროებით, როცა ანარქია ჯერ კიდევ არ დამცხრალა ასეთი გამოსვლა უხერხული და უტაქტოა. ყოველმა ერმა თუ მღვდელმა თავისი „მე“ გამოფინოს საჯაროდ და მისგან არჩეულ საეპარქიო საბჭოს არ დაემორჩილოს, საეპარქიო საბჭო კიდევ –– სრულიად საქართველოს მიერ არჩეულ საკათალიკოზო საბჭოს და ეს უკანასკნელი კი ყველა საბჭოთა საერთო და თანხმოვან დადგენილებას, მაშინ არამც თუ კათოლიკოს-პატრიარქს, სოფლის უბრალო მედავითნესაც ვერ ავირჩევთ და გამეფდება ქაოსი, რაც ასე დამღუპველია განსაკუთრებით ჩვენს საეკლესიო საქმეებში. მე მრწამს მ. ტროფიმეს დამოუკიდებლობა, რომ მან „ჯოჯოხეთის მოციქულების“ ზეგავლენით არ შეაწუხა ბ. მინისტრი, ამ პროტესტს მე ვხსნი მხოლოდ იმით, რომ მ. ტროფიმემ, როგორც პროვინციის მოქალაქემ, როცა კიდევ საეკლესიო ორგანოც არ მოგვეპოვება, არ იცოდა ის განსაკუთრებითი პირობები, რამაც მიტრ. ლეონიდეს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევამ გამოიწვია. დარწმუნებული ვარ, რომ მამა ტროფიმეს კარგად რომ სცოდნოდა ეს „განსაკუთრებული პირობები“, ის, როგორც მიუდგომელი მღვდელი-მოქალაქე და პატივცემული საზოგადო მოღვაწე, პირველი უკუ აგდებდა არჩევნების ფორმალურ მხარეს და თვით იქადაგებდა მის პატივმცემელ საზოგადოებაში, რომ ყოველი ქართველი ვალდებულია მოწიწებით ქედი მოიხაროს არჩევნების მომხდარ ფაქტის წინაშე მიტრ. ლეონიდის კათოლიკოს-პატრიარქად ხელდასხმის შესახებ და რითაც შეუძლია ხელი შეუწყოს საქართველოს ეროვნულ ზეიმს. 1919 წლის 11 სექტემბერს ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მართვა დროებით მიენდო ჭყონდიდელ მიტროპოლიტ ამბროსის (ხელაია), იგი 16 სექტემბერს ჩაბრძანდა სოხუმში და მეორე დღეს ეპარქიის მართვას შეუდგა. იმავე წლის 23 სექტემბერს სოხუმის რუსული სამღვდელოების კრებამ არ ცნო მიტრ. ამბროსის უფლებები. 1919 წლის 7 ოქტომბერს გაიმართა აფხაზეთის სამღვდელოებისა და ერისკაცთა სრულუფლებიანი წარმომადგენლების საგანგებო კრება, რომელზეც 350 დელეგატი მონაწილეობდა. კრების განჩინების მეორე მუხლის თანახმად საქართველოს ავტოკეფალური ეკლესიის იურისდიქცია მთელ აფხაზეთზე გავრცელდა. ეს ეხებოდა სოხუმის საკათედრო ტაძარსაც, რომლის წინამძღვარი, დეკ. გ. გოლუბცოვი, გათავისუფლდა წინამძღვრობიდან. მიტროპოლიტ ამბროსის ლოცვა-კურთხევით საკათედრო ტაძრის წინამძლვრად მღვდელი ტროფიმე ჯოხთაბერიძე დაინიშნა და დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1919 წლის 9 ოქტომბერს გოლუბცოვს ეთხოვა საკათედრო ტაძრის გადაბარება, მაგრამ ის არ გამოცხადდა, ამიტომ ეს მის გარეშე განხორციელდა. დეკანოზი ტროფიმე ასევე იყო ცხუმ-აფხაზეთის საეპარქიო საბჭოს წევრი და მდივანი, სოხუმის რეალური სასწავლებლის ქართული ენის მასწავლებელი. იმ პერიოდში სოხუმის სასწავლებლებში კვლავ უმძიმესი ვითარება იყო. არ იყვნენ ქართველი პედაგოგები. 1920 წლის 2 ივლისს დეკ. ტროფიმე განათლების სამინისტროს წერდა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მესამე წელი გავიდა და სოხუმის სასწავლებელში, ქალთა გიმნაზიასა და სემინარიაში იგივე სიტუაციაა, რაც ნიკოლოზის თვითმპყრობელობის დროს იყოო. ამ სამივე სასწავლებელში, გარდა ქართული ენის მასწავლებლისა, ყველა არაქართველია. ეს მაშინ, როდესაც ქართველ მოწაფეთა რიცხვი სოხუმის სემინარიაში ორი მესამედია, რეალურ სასწავლებელში “ დაახლოებით ნახევარი, ხოლო ქალთა გიმნაზიის შესახებ ცნობები არ მაქვსო. შემდეგ აგრძელებს, რომ არც აფხაზეთის სოფლის სკოლებშია კარგი მდგომარეობა. მაგ.: გუმისთის მაზრაში, სადაც ნახევარი მოსახლეობა ქართველია, სკოლების ინსტრუქტორად ბერშძენია. შარშან ოქტომბერში სოხუმიდან ზუგდიდში დილიჟანხით მივემვგ ზავრებოდი. კოდორის მაზრის, სოფ. ტამიშში დილიჟანს მოწაფე შემოახტა. იგი მეგრელი აღმოჩნდა, ტამიშის სკოლის მოსწავლე. ბავშვმა მიპასუხა, რომ სკოლაში სწავლობს მხოლოდ აფხაზურსა და რუსულს. ამისთანა არანორმალური ფაქტები უამრავია. მან განათლების სამინისტროს ხუთ პუნქტისაგან შემდგარი გეგმა წარუდგინა და სთხოვა, სასწრაფოდ მიექციათ ყურადღება, რომ მომავალი სექტემბრიდან დაწყებული აფხაზეთის სასწავლებლების გაეროვნება. 1920 წელს დეკანოზი ტროფიმე, როგორც ცხუმაფხაზეთის ეპარქიის დელეგატი, ესწრებოდა საქართველოს ეკლესიის მეორე საეკლესიო კრებას. 1922 წლის 6 ოქტომბერს მამა ტროფიმე საქართველოს საკათოლიკოსო საბჭოს წერდა: „1921 წლის დეკემბერში მე მივატოვე სამსახური სოხუმის საკათედრო ტაძარში და გადაყვანილ ვიქენი მღვდლის ადგილზე, თანახმად თხოვნისა, იმავე ეპარქიის სოფ. ვარჩეში. ამის შემდეგ ვარჩეში შემოიჭრა იმავე ეპარქიის მღ. ალექს. გრიგოლაია, აუმხედრებია მრევლი ჩემს საწინააღმდეგოდ და მე, კანონიერად
18-3 საპატრიარქოს უწყებანი N18 18-24მაისი 2017წ გვ.19
დანიშნულს, მრევლმა უარი გამიცხადა. ამაზე დაწვრილებით მოვახსენე ყოვლადსამღვდელო იოანეს (მარღიშვილი), რომელმაც დანიშნა გამოძიება, მანამდე კი მე იძულებული გავხდი წავსულიყავი ზუგდიდში, სადაც დროებით დამნიშნეს ტეხნიკუმის მასწავლებლად, თუმცა ჩემთვის უფრო სასურველი იყო მრევლი, მით უმეტეს, რომ დღეს თუ ხვალ წინადადებას მომცემდნენ მღვდლობის ხარისხის მიტოვებაზე, რაზედაც მე არ დავთანხმებოდი, როგორც ეს კიდეც მოხდა. მე კვლავ ვითხოვე აფხაზეთის ეპარქიის მრევლი სოფ. დიხაზურგაში. რადგან მოწერილობა მივიღე 20 ივნისს, როდესაც მე აყვანილი მყავდა კერძოდ მოსამზადებლად ბევრი მოწაფეები, რომელთაგან შრომის ფასი წინადაწინ მქონდა აღებული, ყ-დსამღვდელო იოანეს ვსთხოვე, შეენახა დროებით ჩემთვის ადგილი და რადგან ამაზე უარი არ მიმიღია, ა. წ. 30 სექტემბერს გავემგზავრე დიხაზურგაში. სანამ იქ მივიდოდი, როგორც კანონი ითხოვს, წარვუდექი ადგილობრივ მთავარხუცესს, დეკ. ნიკოლოზ ჭედიას, რომელიც ცხოვრობს სოფ. ჭუბურხინჯში. რადგან მან მეორე დღეს ვერ მოიცალა, რომ წამომყოლოდა მრევლში, მეც გავჩერდი ჭუბურხინჯში. იმ დღეს, ნაწირვევს, ასაფლავებდნენ მამა ჭედიას ერთს მეგობარს მისივე სამრევლოდან და ანდერძის აგებაზე მეც მიმიწვიეს. აქ მოჰყვა დიხაზურგელ მრევლს მღ. ავქსენტი ძაძუა, რომელიც თავის ნებით ჩამდგარა დიხაზურგაში. მან შარშან ამ დროს მიატოვა ხსენებული სამრევლო, რადგან აპირებდა ანაფორის გახდას. მის ადგილზე დროებით მსახურობდა დეკ. კ. მანჯგანაძე, შემდეგ კი თავად მთავარხუცესი ჭედია ასრულებდა წესებს. აქვე გავიგე, რომ 2 ოქტომბერს ზემოთ ნახსენები მღ. გრიგოლაია დაუნიშნავთ ვარჩეს სამრევლოში. რასაკვირველია, მას მიბაძა ძაძუამაც და ისიც შეიჭრა ჭუბურხინჯის მრევლში. ეს ყველაფერი ალბათ ხდება ყოვლადსამღვდელო იოანეს გულკეთილობით, მაგრამ ცუდი მაგალითი კი ეძლევათ სხვა მღვდელმსახურებსაც. მესამე საეკლესიო კრების თანახმად, არჩევნები მოსპობილია სამრევლოებში და ამასთანავე, არავითარი აგიტაციის გაწევა არ შეიძლება და ის პირი, ვინც ამას მოახდენს, სასტიკად უნდა იქნეს დასჯილი“. როგორც შემდგომში ნაწარმოები საბუთებიდან ირკვევა, დეკ. ტროფიმე უკმაყოფილო დარჩა ამ ყველაფრით და აღარც დიხაზურგაში დარჩა. საბოლოოდ მან პედაგოგიურ ასპარეზზე განაგრძო მოღვაწება. 1922 წლის 1 მარტიდან იმავე წლის 1 ოქტომბრამდე ქ. ზუგდიდის ჰუმანიტარულ ტექნიკუმში ასწავლიდა. 1923 წლის 15 აპრილიდან იმავე წლის 1 ოქტომბრამდე ცაიშის შვიდწლედში, ხოლო 1923 წლის 1 ოქტომბრიდან 1924 წლის 1 ოქტომბრამდე ახუთის შვიდწლედში მუშაობდა გამგედ. ამავე დროს იყო ახუთის რაიონულ სკოლათა გამგე. 1924 წლის 1 ოქტომბრიდან 1927 წლის 15 სექტემბრამდე ლესიჭინეს შვიდწლედის გამგეა, ხოლო 1927 წლის 15 სექტემბრიდან 1928 წლის 7 იანვრამდე ახალ ხიბულის შვიდწლედში მასწავლებლად მუშაობდა. როგორც მისი სახელფასო ბარათიდან ჩანს, 1927 წლის ოქტომბერ-დეკემბერში იგი ყოველთვიურად იღებდა ჯამაგირს 59 მანეთსა და 11 კაპიკს. მაზრის აღმასკომში არსებული საბუთებიდან ირკვევა, რომ 1923 წლის აპრილიდან მან ანაფორა გაიხადა, რასაც ასევე ადასტურებს ახუთის თემის კომუჯრედის პასუხისმგებელი მდივანი, რომელიც აღნიშნავდა, რომ ტროფიმე ჯოხთაბერიძემ დაამტკიცა ლოიალობა საბჭოთა ხელისუფლების მიმართ და მასთან, არავითარი მტარვალი განწყობილება ხელისუფლებისადმი არ შეგვიმჩნევიაო. 1928 წლის მარტში ყოფილი მოძღვარი ახუთის თემის აღმასკომს წერდა: „1923 წლიდან 1927 წლამდე მე, როგორც განათლების მუშაკთა პროფკავშირის წევრი, ვსარგებლობდი ყოველნაირ სამოქალაქო უფლებებით და, სხვათა შორის, ვღებულობდი მონაწილეობას საბჭოთა არჩევნებში. 1927წ. გამოვიდა კანონი, რომლით ყოფ. მღვდლები უნდა აღდგენილი ყოფილიყვნენ უფლებებში ცენტრის მიერ. ზუგდიდის მაზრის საარჩევნო კომისიამ 1927წ. 5 მარტს M6754-ით აღძრა შუამდგომლობა სსსრ ცენტრალურ საარჩევნო კომისიის წინაშე, რათა მე აღდგენილ ვყოფილიყავი მოქალაქეობრივ უფლებებში, მაგრამ დღემდის ცენტრიდან პასუხი არაა. არაა პასუხი არც სხვა
18-4 საპატრიარქოს უწყებანი N18 18-24მაისი 2017წ გვ.20
პირების უფლებებში აღდგენის შესახებ. ვადგენ რა ამასთანავე: 1) ზუგდიდის მაზრის განათლების განყოფილების მიერ 10 თებ. ა. წ. N 1518-ით მოცემულ მოწმობას (ასლს); 2) ახუთის თემის კომუჯრედის მიერ 22 თებ. ა. წ. N 2-ით მოცემულ მოწმობას; 3) ზუგდიდის მაზრის განათლების მუშაკთა პროფკავშირის გამგეობის მიერ 23 თებ. ა. წ. N 170-ით მოცემულ მოწმობას (ასლს), რომლიდანაც სჩანს, რომ | მე საბჭოთა ხელისუფლების დროს ვმსახურობდი პედაგოგიურ ასპარეზზე და, მაშასადამე, ვეწეოდი სარგო და ზოგად სასარგებლო შრომას ხუთ წელიწადს და ოთხ თვეს. 1923 წლიდან არ ვეწევი რელიგიურ ფარგლებში მუშაობას. დავამტკიცე ლოიალობა საბჭოთა ხელისუფლების მიმართ და ვარ განათლების მუშაკთა პროფკავშირის წევრი, ვთხოვ თემის აღმასკომს თემის საბჭოს საშუალებით იშუამდგომლოს მაზრის აღმასკომის წინაშე, რათა მე აღდგენილ ვიქნე სამოქალაქო უფლებებში“. მართლაც, ტროფიმეს |საკითხი განიხილეს ჯერ მაზრაში და შემდეგ ცენტრალურ კომიტეტში, რის შემდეგაც, 1928 წლის 31 ოქტომბრის ცაკის პრეზიდიუმის სხდომაზე იგი აღდგენილ იქნა საარჩევნო უფლებებში. დარჩენილი წლები მან პედაგოგიურ ასპარეზზე გაატარა. გარდაიცვალა 1947 წლის 17 სექტემბერს. ჰყავდა მეუღლე პროკლე დავითის ასული გოშუა (დაბ. 1878წ.ე) და შვილები: ელიზბარი (18.08.1902- 1967წწ.), შუშანიკი (20.08.1903წ.), შალვა (დაბ. 20.07. 1906წ.), ვახტანგი (დაბ. 1.09.1908წ.), არჩილი (დაბ. 4.09. 1909წ.), თამარი (დაბ. 5.08.19 1 1წ.), ლუარ– საბი (დაბ. 5.03.1913წ.).