სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12071

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
დავით მათეს ძე იანქოშვილი 1849-1907წწ მღვდელი დავით მათეს ძე იანქოშვილი 1849-1907წწ მღვდელი

1849-1907 წწ. გარდ. 58 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი იანქოშვილი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

9       ბეჭდვა

დავით მათეს ძე იანქოშვილი 1849-1907წწ მღვდელი

მღვდელი დავით იანქოშვილი 1849-1907
მღვდელი დავით მათეს ძე იანქოშვილი 1849 წელს თბილისის გუბერნიაში, მღვდლის ოჯახში დაიბადა. ჰყავდა დედმამიშვილები: აარონი (გარდ. 19.10.1908წ.), ანა (გათხოვილი გაჩეჩილაძეზე), მაგდანა/მაგდალინა (გათხოვილი სამხედრო უწყების დეკანოზ სოლომონ იმერლიშვილზე). დავითმა თბილისის სასულიერო სემინარია წარჩინებით დაამთავრა. რამდენიმე წელიწადი პედაგოგად მუშაობდა თავისსავე გახსნილ სკოლაში. სწავლობდა რუსეთის ერთ-ერთ სასულიერო აკადემიაშიც (თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, რომელში. სავარაუდოდ, ეს უნდა ყოფილიყო ყაზანის სამისიონერო კურსები -– გ. მ.). 1886 წლის 6 აგვისტოს დიაკვნად აკურთხეს, იმავე წლის 10 აგვისტოს მღვდლად დაასხეს ხელი და ახალი ბაიაზეთის წმ. ნიკოლოზის სახ. ტაძარში დაინიშნა. 1894 წლის 29 აპრილს გარდაიცვალა მწერალი ეგნატე ნინოშვილი. მამა დავითმა მისი სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხდა. აი, რას წერდა ამის შესახებ გაზეთი „ივერია“: „ახალი ბაიაზეთი. აქ მცხოვრებნი ქართველნი დიდად შევწუხდით ჩვენის საყვარლის ბელეტრისტის, ე. ნინოშვილის, უდროვოდ დაკარგვისა გამო. ამა თვის 18 |რიცხვში| პანაშვიდი გადავიხადეთ აქაურს ეკლესიაში მისის სულის მოსახსენებლად. მღვდელმა იანქოშვილმა წარმოსთქვა შემდეგი სიტყვა: „ყველა აქ მყოფთ ქართველთ შეტყობილი აქვთ, რომ 29 აპრილს გარდაიცვალა ჩვენი საყვარელი და პატივცემული ე. ნინოშვილი, რის გამოც ეხლა ამ ტაძარში ვართ შეყრილნი. თუმცა იგი აღსრულდა ჯერეთ ყმაწვილი, მაგრამ იმ დროს შესაფერად, რაც ხანი იცოცხლა, მან ბევრი ნაშრომი დავიტოვა. საცოდავი სცდილობდა გაეგრძელებინა თვისნი დღენი, რომ მეტი სამსახური გაეწია თავისის სამშობლოს და მოძმისათვის, მაგრამ შეუბრალებელმა სენმა უდროოდ გამოაცალა ხელიდგან იგი ერთსაცა და მეორესაც. ნინოშვილისთანა მშრომელი ეხლა ცოტანი გყვანან. ის ნამდვილი შვილი იყო თავისის მამულისა. ნინოშვილი არ მომკვდარა, ის დაუვიწყარი დარჩება თავის მოძმეთა შორის. საუკუნოდ იყოს ხსენება შენი, განსვენებულო ეგნატე  1894 წლის 14 მაისს მღვდელი დავითი თბილისში, ავლაბრის მიქაელ მთავარანგელოზის სახ. ტაძარში გადმოიყვანეს. 1895 წლის აგვისტოში თბილისის კუზანოვას კერძო სასწავლებელში საღვთო სჯულის პედაგოგად დაინიშნა. 1897 წლის 29 მაისს, მამადავითობას, საქართველოს ეგზარქოს ვლადიმერის (ბოგოიავლენსკიე) ლოცვა-კურთხევით ავლაბრის ტაძრის მრევლმა თავის სულიერ მოძღვარს საჩუქრად ძვირფასი თვლების მორთული გულის ჯვარი მიართვა. მსგავსი ჯვარი იმ პერიოდში თბილისში მხოლოდ სამხედრო უწყების მღვდელ ვინოგრადოვს ჰქონდა. ჯვრის გადაცემას ბლომად ხალხი დაესწრო. ერთმა მრევლის უხუცესმა წევრთაგანმა მას რუსულად მოკლე სიტყვითაც მიმართა, რომელიც გაზეთმა „ცნობის ფურცელმა“ თარგმნა და თავის ფურცლებზე გამოაქვეყნა შემოკლებით: „მამაო დავით! გულით გილოცავთ როგორც მე, აგრეთვე მრევლიც, დღევანდელს თქვენის ანგელოზის დღეს. თქვენმა სამის წლის მოღვაწეობამ ჩვენს შორის გაგვაბედვინა ჩვენ, მრევლთ, მოგართვათ ეს მცირედი სახსოვარი. თუ არა თქვენი მხნე და დაუღალავი მეცადინეობა, ჩვენ კარგა ხნობამდის ეკლესიის აშენებას ვერ ვეღირსებოდით და ეხლა კი, დღეს თუ ხვალ, იგი სრულებით დამთავრებული იქნება. თუ არა თქვენ, ჩვენ არ გვეყოლებოდა საეკლესიო-სამრევლო სამზრუნველო, თქვენს მოსვლამდის ამ მრევლს არ გაუგონია არც ერთი აღსნილი ღვთის სიტყვა და ქადაგება. თქვენმა მუდმივმა ქადაგებამ ისე შეაჩვია მრევლი ეკლესიას, რომ პატარა ეკლესიაში ვეღარ ეტევიან და იქნება მომეტებულად ეს არის მიზეზი, რომ მრევლმა მოინდომა უეჭველად მოზრდილი ეკლესიის აშენება, თქვენი კეთილი დარიგება, ყურადღება ღარიბებისადმი და თავმდაბლობა, ეკლესიის სიფაქიზე და სისუფთავე –– ყველა ეს მრევლისათვის ძვირფასი განძია და ამიტომ ნურავის გაუკვირდება, რომ ჩვენ, ეს მცირედი მრევლი, ვაფასებთ თქვენს შრომას“. წირვის ბოლოს მამა დავითმა მადლობა გადაიხადა მრევლს დაფასებისათვის და თანადგომისათვის და თავის მხრივ დაამატა, რომ ღვთისა და თქვენის დახმარებით მალე ეკლესიას დავამთავრებ და შემდეგ სამრევლო სკოლასაც დავაარსებო. მართლაც, მან თავისი სიტყვა შეასრულა და 1899 წლის ოქტომბრის დასაწყისში გახსნა და აკურთხა სამრევლო სკოლა, რომელიც ჯერჯერობით დაქირავებულ კერძო სახლში მოათავსეს. მიუხედავად ცუდი ამინდისა, იმ დღეს სკოლის კურთხევას დიდძალი მრევლი დაესწრო. წირვისა და პარაკლისის შემდეგ მამა დავითმა სწავლა-განათლების შესახებ ისეთი ძლიერი ქადაგება წარმოსთქვა, რომ სომეხ-გრი- 

21-1 საპატრიარქოს უწყებანი N21 15-21 ივნისი 2017წ გვ.17
მღვდელი დავით იანქოშვილი 1849-1907 (დასასრული)

გოლიანელებმაც კი მიაბარეს თავიანთი შვილები ამ სასწავლებელში. მსურველნი, ორივე სქესისა, 75 ბავშვი აღმოჩნდა, მაგრამ სივიწროვის გამო 52 მათგანი მიიღეს. ამათში 28 მართლმადიდებელი და 24 სომეხ-გრიგორიანელი. ამასთან დაკავშირებით გაზეთი „ცნობის ფურცელი“ წერდა: „არ შეგვიძლიან უყურადღებოდ დავსტოვო ღვაწლი და დაუღალავი შრომა პატივცემულის მღვდლის დავით იანქოშვილისა. მე მახსოვს, როცა მან სემინარიაში, კურსის დამთავრების შემდეგ, კუკიაში პატარა შინაური სკოლა გახსნა; მეზობლის ბავშვები დიდის ხალისით და სიხარულით მიდიოდნენ მასთან ყოველ დღე, რადგან „ძია-დათიკო“, როგორც მას ბავშვები ეძახდნენ, ძალიან ტკბილად ეკიდებოდა და ეს მისი შინაური სკოლა ბავშვების სათამაშო ზალას უფრო წააგავდა, ვიდრე სკოლას. შემდეგში, როცა ბატონი იანქოშვილი აკადემიიდგან დაბრუნდა, იგი მისიონერად იქნა გამწესებული ერევნის გუბერნიის ქ. ახალ-ბაიაზეთში, სადაც იგი სამოქალაქო სასწავლებელში საღვთო სჯულის მასწავლებლად მიიწვიეს. აქ მისის მოთავეობით და მეცადინეობით ორი წლის განმავლობაში ააშენეს მშვენიერი დიდი ქვიტკირის ეკლესია. მერე ტფილისში გადმოიყვანეს მთავარანგელოზის ეკლესიაში. ძველი პატარა ეკლესია ოც კაცს ვერცკი დაიტევდა და ეხლა კი ამ სამიოდ წლის განმავლობაში ისეთი დიდი, ფართო და ლამაზი ეკლესია ააშენა თავის მეცადინეობით, რომ 500-600 სული დაეტევა. აი, კვირას კიდევ სკოლა გვიკურთხა და სრული იმედი გვაქვს, რომ ჩვენი დავით მღვდელი კვლავ თავის შრომას არ დაზოგავს და ახლად დაარსებულს სკოლას ეკლესიის უშველებელს გა- ლავანში საკუთარს შენობას აუგებს“. დედაეკლესიაშში ერთგული სამსახურისთვის მღვდელი დავითი დაჯილდოებული იყო: 1888 წლის 14 სექტემბერს –– საგვერდულით; 1893 წლის 12 თებერვალს –– სკუფიით; 1896 წლის 2 აპრილს -– კამილავკით; 1899 წლის 1 მაისს –– სამკერდე ოქროს ჯვრით. მღვდელი დავითი 1907 წლის 13 მაისს გარდაიცვალა. დაკრძალეს 17 მაისს, ავლაბრის მთავარანგელოზთა სახ. ტაძრის ეზოში. 1908 წლის 6 დეკემბერს მის მეუღლეს და ორ მცირეწლოვან შვილებს წელიწადში 180 მან. პენსია დაენიშნა. ჰყავდა მეუღლე -– მარიამ მაქსიმეს ასული (დაბ. 1858წ.) და შვილები: ირაკლი (დაბ. 1886წ.), ვალენტინა (დაბ. 1888წ.), არ– ჩილი (დაბ. 1890წ.), თამარი (დაბ. 1892წ.).

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 09.01.2026
ბოლო რედაქტირება 09.01.2026
სულ რედაქტირებულია 1





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0