სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12092

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
მამა-შვილი იოსებ და ეფრემ ალექსი-მესხიშვილი. სასულიერო პირი მამა-შვილი იოსებ და ეფრემ ალექსი-მესხიშვილი. სასულიერო პირი
ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი ალექსი მესხიშვილი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

9       ბეჭდვა

მამა-შვილი იოსებ და ეფრემ ალექსი-მესხიშვილი. სასულიერო პირი


მამა-შვილი იოსებ და ეფრემ ალექსი-მესხიშვილები

ამ ოჯახის გვერდითა შტოს ღირსეული წარმომადგენელნი გახლდნენ მამა-შვილი იოსებ და ეფრემ ალექსი-მესხიშვილები, რომელთაც თავისი კვალი
დატოვეს ქართულ საეკლესიო ისტორიაში. . დეკანოზი იოსებ იოანეს ძე ალექსი-მესხიშვილი 1739 წელს ქ. თბილისში დეკანოზის ოჯახში დაიბადა. ეკუთვნოდა აზნაურთა წოდებას. 1806 წელს, ქართლ-კახეთის უკანასკნელი დედოფლის მარიამის მოწმობით, იგი 67 წლისაა, ე. ი. 1739 წელს დაბადებულა. 1762 წელს მლვდლად დაასხეს ხელი და თბილისის
კვირაცხოვლის სახ. ტაძარში დაადგინეს. იყო გიორგი XII-ის მეუღლის, დედოფალ მარიამის მოძღვარი. 1803 წელს რუსეთს გადასახლებულმა დედოფალმა თავისთან იხმო. მოსახსენებელ წიგნაკში, რომელიც მათ ოჯახში ინახებოდა და ამჟამად საქართველოს სახელმწიფო ცენტრალურ არქივშია დაცული, პირველ გვერდზე ვკითხულობთ: „წელსა 1803 ქალაქიდამ წამოველ რუსეთისაკენ მისის უწმიდესობის შენობით. მაისის ია, წელსა 1803 წ. დედოფალს ვახელ სტავრაპოლს მაისის 29. ივნისის 17 მოვედით ბელაღოროდს. ბატონი მარიამ დედოფლის ბრძანებით კვირაში ორი უნდა ვსწირო მისთვის, სხვასაც რასაც მიბრძანებს, იმის გარდა, ეს წირვა ვიწყე სექტემბრის7, წელსა 1804“. ამ მსახურებისთვის დეკანოზი იოსები იღებს შესაბამის გასამრჯელოს. 1806 წლის 1 სექტემბერს დედოფალი მარიამი წერილით სთხოვს კურსკისა და ბელოგოროდის მთავარეპისკოპოს თეოქტისტეს (მოჩულსკი) დაეხმაროს მღვდელ იოსებს საქართველოში დაბრუნებაში, მისთვის დეკანოზის ჯვრის მიცემასა და სამგზავრო ხარჯის დანიშვნაში. 1816 წელს საქართველოს ეგზარქოსმა ვარლაამმა (ერისთავი) მღვდლად აკურთხა დეკანოზ იოსების შვილი –– ეფრემი და ამ დროს ის ცოცხალი აღარ არის. სავარაუდოდ, იგი XIX ს-ის 10-იანი წლების დასაწყისში გარდაიცვალა. მისი ვაჟი –– მღვდელი ეფრემი -–– 1783 წელს ქ. თბილისში დაიბადა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მამამისი, დეკანოზი იოსები საქართველოს უკანასკნელი დედოფლის მარიამის მოძღვარი იყო. ქართულ ენაზე წერა-კითხვა, წმინდა წერილი, რიტორიკა, ისტორია და გრამატიკა შეისწავლა დეკანოზებთან  ნიკოლოზ ხელაშვილთან და იესე ჩუბინიძესთან, ხოლო რუსულ ენაზე წერა-კითხვა, მცირეოდენი გრამატიკა, გეოგრაფია, ისტორია, არითმეტიკა და

34-1  საპატრიარქოს უწყებანი N34 16-21 ნოემბერი 2017წ გვ.19

მამა-შვილი იოსებ და ეფრემ ალექსი-მესხიშვილები (გაგრძელება)

საღმრთო სჯული თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში. მღვდლად კურთხევამდე მსახურობდა მედავითნედ თბილისის სხვადასხვა ეკლესიაში. 1811 წლის 11 მაისს ნიქოზელმა ეპისკოპოსმა ათანასემ (მაჭავარიანი) დიაკვნად აკურთხა და საქართველოს ეგზარქოს ვარლაამის (ერისთავი) კრებულში დაინიშნა. მალევე მიენიჭა პროტოდიაკვნის წოდება. 1816 წლის 6 იანვარს თბილისის წმ. იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის სახ. ტაძარში ეგზარქოსმა ვარლაამმა მღვდლად დაასხა ხელი და იმავე ტაძარში
დანიშნა. 1816 წელს თბილისის კეთილშობილთა სასწავლებლის კარის ეკლესიის მოძღვრად და ქართული ენისა და საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა, სადაც 1830 წლის 1 მარტამდე ასწავლიდა. 1819 წელს თბილისის კვირაცხოვლის სახ. ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. 1821 წელს იასამნისფერი ხავერდის სკუფიით დაჯილდოვდა.
1830 წლის 26 იანვარს უბოძეს იისფერი ხავერდის კამილავკა; 1830 წლის 4 ნოემბერს დაენიშნა მუდმივი პენსია 225 მან. წელიწადში. 1830 წლის 1! დეკემბერს თბილისის იერუსალიმის წმ. ჯვრის სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1832 წელს შეთქმულებაში მონაწილეობისათვის პასუხისგებაში იყო მიცემული. მის შესახებ საგამომძიებლო კომისიის მასალებში ნათქვამია, რომ ეფრემს დოდაშვილმა შესთავაზა საერთო აჯანყების დროს ხალხის წინაშე ხატით გამოსულიყო. მღვდელი ეფრემი 1833 წლის 8 იანვარს დააპატიმრეს. საპატიმროში იჯდა ნათალაშვილთან და მღვდელ-მონაზონ ფილადელფოსთან (კიკნაძე) ერთად. 1833 წლის 12 იანვარს იგი სოლომონ დოდაშვილთან დააპირისპირეს. სოლომონი ამხელდა, შენ იცოდი აჯანყების ამბავიო. მღვდელი ეფრემი უარობდა. სოლომონი ახსენებდა. ის მაინც უარზე იყო, თუმცა ვერაფრით ამტკიცებდა ეფრემიო -- დასძენს კომისია. მღვდელი ეფრემი შეთქმულებაში იხსენიება როგორც „კარაპეტა მღვდელი“ (გ. გოზალიშვილი, 1832 წლის შეთქმულება, გვ. 11). გ. გოზალიშვილს აღნიშნული აქვს, რომ კარაპეტა მღვდლად „ვინ იგულისხმება, ვერ გამოვარკვიეთ“.
1833 წლის 9 ივლისს საქართველოს მთავარმართებლის ბარონ გრ. როზენის განკარგულებით მღვდელ ეფრემი გაათავისუფლეს. იმავე წლის 9 აგვისტოს როზენი წერდა: „შესაძლებლად მიმაჩნია დაშვებულ იქნეს მღვდელი ეფრემ ალექსეევი სამ- ღვდელო თანამდებობაზე". მღვდ. ეფრემის საქმეზე საქართველოს ეგზარქოს მოსეს (ბოგდანოვ-პლატონოვი) აქვს ასეთი განკარგულება: „ვავალებ დეკანოზ ავალიანოვს, თვალყური ადევნოს ამ მღვდელს და ყოველ კვირა მაცნობებდეს მის ამბავს, ხოლო თუ
რაიმე საგანგებოს შეამჩნევს, დაუყოვნებლივ მაცნობოს“. ამ ამბავის შემდეგ მღვდელი ეფრემი დიდი ხნის მანძილზე პოლიციის საიდუმლო ეთვალყურეობის ქვეშ იყო. საგამომძიებლო საქმეში ჩართულია მისი განცხადება ქართულად, 21 ივლისის თარიღით: „ჩემს ოჯახს პენსია ნახევარილა ეძლეოდაო. დაკავებული ნახევარიც მომეცით, კვლავაც მთლიანად მომეცეს და სამსახურიც დამიბრუნდესო“. მღვდელ ეფრემს ეკუთვნის პლ. იოსელიანისაგან ჩაწერილი ორი ლექსი შაირი „ღვინის ჭჰურჭელთათვის“: „ბახუსმა რანიც მოგვცა სასმური, ეს არს აწ ნახე ლიტლიტად ჭური“, სადაც ზმით მოცემულია ოცი სხვადასხვა ჭურჭლის სახელი, აქ მოტანილის -- მარნის, საწნახელის -- მსგავსად და
რომელსაც თბილისის მოსახლეობა მღეროდა ქუჩებში XIX ს-ის 40-50-იან წლებში. 1853 წელს ჟურნალი „ცისკარის“ 11 და 12-ში დაიბეჭდა გ. ერისთავის სახელით პიესა „ყვარყვარე
ათაბაგი“. ვალერიან გუნია „საქართველოს კალენდარში“ სწერდა: „სოფრონ მღვდელმა (აქ გუნიას მისი სახელი ეშლება -– გ. მ.) ზედმიწევნით იცოდა ქართული მწერლობა და ისტორია. 1850 წელს კავკასიის საცენზურო კომიტეტის დაარსების დროს იგი დანიშნეს ქართული ენის ცენზორად. იგი ახლო მონაწილეობას იღებდა მაშინდელ მწერლობაში და
ბევრი რამ აქვს ნაწერი. სხვათა შორის, მის კალამს აკუთნებენ ტრაგედია „ყვარყვარე ათაბაგს“, რომელიც იმ ხანებში ჟურნალ „ცისკარში“ დაიბეჭდა გ. ერისთავისაგან. ეს იმ მოსაზრებით მომხდარა თურმე, რომ, რაც ცენზორს, მას (ეფრემს) ერიდებოდა თვითვე ბეჭდვა თავის სახელით. მაინც რამდენად
ჭეშმარიტია ეს ხმები, ჩვენ არ ვიცით დაბეჯითებით“. პ. უმიკაშვილს გაუგონია ალ. ორბელიანისაგან, რომ „ყვარყვარე ათაბაგი“ ეკუთვნის მღვდელ ეფრემ ალექსიევს (ზუგდიდის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, იონა მეუნარგიას არქივი). ამ პიესის შესახებ ალ. ხახანაშვილი ამბობს, რომ ის „რა თქმა უნდა, ეკუთვნის  ჩვენს ავტორს“ (გ. ერისთავს). ზ. ჭიჭინაძე თავის სტატიაში „ფილადელფოს ბერი კიკნაძე“ სწერდა: „ფილადელფოს კიკნაძესთან ერთად პატიმრობისას ყოფილა მღვდელი მესხიევი. მან დასწერა დრამა „ყვარყვარე ათაბაგი“ და გ. ერისთავს გადასცა, მერე ამან დაბეჭდა და თვით მიითვისა. ეს მღვდელი იყო მწიგნობარი პირი“. მღვდელი ეფრემი წლების მანძილზე ჟურნალ „ცისკარის“ ცენზორი იყო.


34-2  საპატრიარქოს უწყებანი N34 16-21 ნოემბერი 2017წ გვ.20

მამა-შვილი იოსებ და ეფრემ ალექსი-მესხიშვილები (დასასრული)

მღვდელი ეფრემი ავლაბარ-ში, მაცხოვრის ფერისცვალების სახ. მონასტრის ახლოს, საკუთარ სახლში ცხოვრობდა. ამას ადასტურებს არქიმანდრიტ ტარასის (ალექსი-მესხიშვილი) წერილი ივანე ლუარსაბის ძე თარხნიშვილისადმი, სადაც ვკითხულობთ: „წიგნების გამოგზავნა მოგეწერა, თუ გამოგზავნო, ეფრემ მღვდლის  “ ალექსიევის სახელზედ გამოგზავნე, აქ, ჩემს მეზობლათა დგას, მონასტრის გვერდზედ, ავლაბარში მღვდელი ეფრემი 1861 წლის “2 11 ივნისს გარდაიცვალა. იგი ადრე დაქვრივდა. ჰყავდა შვილები: ჩ ალექსი (დაბ. 1816წ., რომელმაც თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელი დაამთავრა), მაკრინე (დაბ. 1820წ.), ეკატერინე (დაბ. 1822წ.). აქვე გთავაზობთ ეფრემის მოსახსენებელს, სადაც სამეფო კარის წარმომადგენელნი და სასულიერო პირები არიან ჩამოთვლილნი: დედოფალი მარიამ. მეფის ძენი: მირიან, ჯიბრაილ, ილია, ოქროპირ, ირაკლი.
მეფის ასულნი: თამარ, ანა. მეფის ძენი: დავით, იოანე, ბაგრატ, თეიმურაზ.
მეფის ასულნი: სოფია, ნინო, რისფისე, გაიანე. მეფის სძალნი: ელენე, ქეთევანი, ეკატერინე,
ელენე. იმერეთის მეფისა: დედოფალი დარია; ძენი მეფისანი: ვახტანგ, მირიან. მეფე იმერეთისა სოლომონ, გრიგოლ დადიანი.
ყოვლადსამღვდელონი კათალიკოსი ანტონი, მთავარეპისკოპოსი იუსტინე, ბოდბელი იოანე, ტფილელი არსენი, ახტალელი იოაკიმე, რუსთველი სტეფანე, ურბნელი იულიოს, ნეკრესელი ამბროსი,
სამთავნელი გერვასი, ნინოწმიდელი მიხეილ, ხარჭაშნელი ნიკოლაოზ, ნიქოზელი ათანასე. არქიმანდრიტნი: დოსითეოზი, იკორთელი გამალიელი, დავით გარეჯელი ილარიონ,
ნათლისმცემლისა ნიკიფორე, მღვიმისა მონასტრისა პაფნუტი, ჯვარისა ათანასე, დაუჯდომლისა გერასიმე, მღვდელ-მონაზონი ნიკოლაოს.
მღუდელნი: ფილიპე, ეფრემ, ელეფთერ, აბრაამ, ქრისტესია, იოსებ, გიორგი, ონისიმე, იოანე, იოანე, პეტრე, პეტრე, იოსებ, იოსებ, ლეონტი, ტიხონ, იოანე, ბესარიონ. დიაკონნი: ეგნატე, იოსებ, დავით, იოანე


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 10.01.2026
ბოლო რედაქტირება 10.01.2026
სულ რედაქტირებულია 3





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0