სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12220

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
სიმონ დავითის ძე გაბიანი 1795-1888წწ. მღვდელი დაბ. სოფ. შკედი (ლენტეხი) სიმონ დავითის ძე გაბიანი 1795-1888წწ. მღვდელი დაბ. სოფ. შკედი (ლენტეხი)
ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი გაბიანი სია

ლენტეხი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

80       ბეჭდვა

სიმონ დავითის ძე გაბიანი 1795-1888წწ. მღვდელი დაბ. სოფ. შკედი (ლენტეხი)

მღვდელი სიმონ გაბიანი
„თავისუფალი სვანეთის და განსაკუთრებით უშგულის პირველ მისიონერი“



მღვდელი სიმონ დავითის ძე გაბიანი 1795 წელს სამეგრელოს სამთავროში, სადადიანო სვანეთში, სოფ. შკედში გლეხის ოჯახში დაიბადა. წერა-კითხვა, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი მარტვილის (მეორე ვერსიით –– ცაგერის) მონასტერში ისწავლა. 1824 წლის 21 მარტს ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა ბესარიონმა (დადიანი) დიაკვნად აკურთხა, იმავე წლის 24 აპრილს მღვდლად დაასხა ხელი და შკედის ყოვლადწმინდა სამების სახ. ტაძარში განამწესა. 1857 წლის 10 მაისს უშგულის ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1860 წლის 28 სექტემბერს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1864 წლის 16 ივნისს (მეორე ვერსიით –– 1866 წელს) კვლავ შკედის ტაძარში განამწესეს. იმავე წლიდან უშტატო მღვდელმსახურია. 1870 წელს პენსიაზე გავიდა. მღვდელ სიმონს ჰქონდა ჯილდო –- ყირიმის ომის (1853-1856წწ.) სამახსოვრო წმ. ვლადიმერის ლენტიანი ბრინჯაოს ჯვარი.
მღვდელ სიმონ გაბიანზე საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის სვანეთში მოღვაწე არანაკლებ ცნობილი სასულიერო მოღვაწე, დეკანოზი ბესარიონ ნიჟარაძე, რომელიც „თავისუფალი სვანის“ ფსევდონიმით აქვეყნდებდა სტატიებს ჟურნალ-გაზეთებში. 1888 წელს გაზეთ „ივერიაში" იბეჭდებოდა მისი ფელეტონი „უშგულის აღწერა, სვანთა ყოფაცხოვრებიდან“, სადაც იგი მოგვითხრობს მღვდელ სიმონზე: „.. ახლა უშგულს მიაქცია ყურადღება უსლარმა. გაიგო, რომ უშგულის გარდა სვანეთი ასე თუ ისე შეერთებულია რუსეთთან, მოინდომა ეს საქმე თვითონ გაეთავებინა და კიდეც გათავდა ერთის კაცის მეცადინეობით, რომელზედაც რამდენიმე სიტყვის უთქმელობა უსამართლობა იქმნება. ჩვენ ვამბობთ ლაშხეთელ მღვდელ სიმონ გაბიანზე, რომელიც უეჭველად უნდა ჩაითვალოს თავისუფალი სვანეთის და განსაკუთრებით უშგულის პირველ მისიონერად. მღვდელი სიმონ გაბიანი ბუნებით სვანია, სცხოვრობს სადადიანო სვანეთის ლაშხეთის საზოგადოებაში, სოფელ შკედს. როგორც დიდი ხნის დამსახურებული, იღებს პენსიას 130 მანეთს. მღვდელი სიმონი დღეს 108 წლის მოხუცია, მაგრამ ისე ცოცხალი, ისე ჯანმრთელი, რომ არავინ დაიჯერებს, თუ იმისი წლოვანობა 60 წ. აღემატება. ტანად

17-1  საპატრიარქოს უწყებანი N37 7-13 დეკემბერი  2017წ გვ.19
მღვდელი სიმონ გაბიანი
„თავისუფალი სვანეთის და განსაკუთრებით უშგულის პირველ მისიონერი“ (გაგრძელება)

პატარაა, თმა-წვერ გაყვითლებული, თავისებურად
ჩაცმა დახურვის და ცხოვრების მოყვარე ეს „პატარა ხუცესი“ (კოტოლ ბაპ) დანახვისთანავე მიიქცევს მნახველის ყურადღებას. საღმრთო წერილი უსწავლია ცაგერის მონასტერში, მღვდლად კურთხეულა მარტვილში. საღმრთო წერილის ცოდნაში ბევრი რამ აკლია, ნამეტურ ტიბიკონში, მაგრამ ეს სრულიადაც არ უშლიდა პატარა ხუცესს, რომ ღმერთი წმინდის
გულით შეეყვარა და ხალხის გულიც მოეგო. უშგული დღესაც წმინდანსავით უყურებს ამ ხუცესს. წარსულიდამ ბევრი რამ ახსოვს სიმონ მღვდელსა.
იგი იცნობდა უწინდელ საქართველოს ეგზარქოსს ისიდორეს, ახსოვს თ. ივ. მუხრან-ბატონი და გ. რ. ერისთავი, როდესაც იგინი ქუთაისში ყოფილან სამსახურში. ბარტოლომეი, ბაქრაძე, უსლარი, რადდე ყველა იმის დროს ყოფილან სვანეთში. ბევრს საინტერესო რამეებს მოჰყვება თავის ნაცნობობის შესახებ დიდკაცებთან. მოვიყვან ორს:  როდესაც ეგზარქოსმა ისიდორემ (ეხლანდელი პეტერბურგის მიტროპოლიტი) დამიბარა ტფილისშიო, -- მიამბო სიმონ მღვდელმა, -- დიდი მადლობა მითხრა სვანეთში მოღვაწეობისათვის და სკუფიათი დამაჯილდოვაო. სკუფიაზე უარი განვაცხადე და შევატყე ეგზარქს - არ ეჭაშნიკაო. რომ დამემშვიდებინა ეგზარქოსი, მოვახსენე: თქვენო მეუფებავ, მე რომ ეს თქვენი საჩუქარი წავიღო, სვანები სხვანაირად იფიქრებენ რასმე და შეიძლება ისე
არ გამიგონ, როგორც აქამდის მიგონებენ. ჩემის აზრით,ის ემჯობინება, ეს სკუპია იმას უბოძოთ, ვისაც გაუხარდება და მე კი თქვენი ლოცვა-კურთხევა გამატანეთ სვანეთშიო. 2) ერთი ახირებული ხასიათი სჭირს სიმონ
მღვდელსა: თავის ხანგრძლივს სიცოცხლეში გული (მკერდი) არ შეუკრავს, ასე რომ მუდამ გულღია დადის; პერანგის ღილსაც არ იბნევს. თ. გ. ერისთავს არ მოსწონდა ესა და რამდენჯერმე მთხოვა, რომ პერანგი მაინც შემებნია, მაგრა მე მაინც ჩემი მემართებოდა. ერთხელ ქუთაისს დამიბარა, გამოვცხადდი ჩვეულებრივ გულ-გაღებული. როდესაც გამოვეთხოვე, თ. ერისთავმა მიბრძანა, რომ ხვალ თქვენ მოგიტანენ ახალ ტანისამოსს, ჩაიცვით და ისე მობრძანდითო. თურმე თ. ერისთავს ებრძანა, რომ ხვალისათვის ახალი ტანისამოსი შეეკერათ ჩემთვის. მეორე დილას თერძმა მომიტანა და თავის ხელით შემიბნია ახალუხისა და კაბის დუგმები. ავდექი და  თ. ერისთავთან მივედი. ლაპარაკის დროს ყველა დუგმები ახალუხისა და კაბისა შემხსნოდა ჩემდა გაუგებრად და ერისთავმა ისევ დაინახა ჩემი გაღეღილი გული. ერისთავმა რომ ამას შეჰხედა, მითხრა:
მამაო, როგორც გიწირავს, ისე სწირე, ეტყობა, ვერაფერი დუგმა შენს გულს ვერ შეჰკრავსო... უწინდელ დროში ლაშხეთის საზოგადოების სოფელს მახაშს ბეგარა ჰმართებია უშგულისა. ყოველს მარიამობას მახაშს რვა დოქა ღვინო უნდა მიეტანა უშგულისათვის. მებეგრეებს სიმონ მლვდლისათვის
ეთხოვნათ წაყოლა, რაზედაც უკანასკნელი დათანხმებულა. წასულა უშგულს, სადაც ძლივს გადარჩენილა სიკვდილს. საქმე იმაშია, რომ რაჭველს თავად მერაბ წულუკიძეს ჰმართებია ბეგარა თუ შესაწირავი უშგულის ღვთისმშობლისა- 18 კასრი ღვინო, რომელიც წულუკიძეს ყოველ წელს უნდა მოეტანა უშგულისათვის. ამ ბეგარის შესახებ სიგელი ჰქონია მიცემული თ. წულუკიძეს. ეს სიგელი უშგულს ჰქონდა შენახული (ახლაც არის ეს სიგელი, მაგრამ დაგლეჯილია) ეკლესიაში. თავად იაშვილებსა (ეს
იაშვილები ცხოვრებულან სოფ. სადმელს და გარდაუსახლებია რუსის მთავრობას ურჩობისათვის) და თავად მერაბ წულუკიძეს დავა ჰქონიათ ადგილების შესახებ და ეს სიგელი საჭიროდ აღმოჩენილა. მერაბ
წულუკიძის ნაცნობი ყოფილა სიმონ მღვდლის მამა. ამისათვის უთხოვნია, რომ როგორმე მოეტანაეეს სიგელი უშგულიდამ. სიმონის მამას ეს მოუხერხებია; წამოუყვანია ორი უშგულელი თ. წულუკიძესთან სიგელის უკან დასაბრუნებლად. სიმონის მამა და ორი უშგულელი რაჭას რომ მისულან, თავად იაშვილებისას გაუთენებიათ ღამე. იაშვილებს ეს ამბავი გაუგიათ და უთქვამთ ორი უშგულელისათვის, რომ ეს სიგელი წულუკიძისათვის არ მიეტანათ, თორემ ის ბერებს გარდასცემს და უშგულის საქმე დაიღუპებაო. ორ უშგულელს ეს დაუჯერებიათ, ამდგარან ღამე
და ეს სიგელი ისევ უკან წაუღიათ. ამათ ეთქვათ უშგულისათვის, რომ დავით გაბიანს, სიმონის მამას

17-2 საპატრიარქოს უწყებანი N37 7-13 დეკემბერი  2017წ გვ.20
მღვდელი სიმონ გაბიანი
„თავისუფალი სვანეთის და განსაკუთრებით უშგულის პირველ მისიონერი“ (დასასრული)

უშგულის დაღუპვა უნდაო და სხვადასხვა. უშგული ამ შემთხვევის გამო ძალიან ემდურებოდა დავით გაბიანს და რაკი შეიტყეს, რომ სიმონ მღვდელი იმის შვილიაო, პასუხი მოითხოვეს და მუქარაც დაუწყეს. მე ამ ამბისა არაფერი ვიცოდიო, მითხრა სიმონმა. საქმე იქამდე მისულა, რომ სიმონი კინაღამ მოუკლავთ, რომ ორი ნაცნობი პაპი არ გამოსარჩლებოდა
და აგრეთვე თავის მოხერხებულის პასუხით თავი არ მოეწონებინა უშგულისათვის. ამგვარმა ლაპარაკმა ხალხი მოალბო და რაკი შეიტყო, რომ სიმონი კეთილი კაცი უნდა იყოსო, ყრილობამ წინადადება მისცა, დაეფიცა უშგულის ერთგულობაზე. სიმონმა ეს თხოვნა შეასრულა. უშგულმა თავის მხრივ, დაუდვა სიმონ მღვდელს ერთგულების ფიცი. ამიერიდგან სიმონ მღვდელი შეიქმნა ერთი ერთგული წევრი უშგულისა. ამ დროიდან სიმონ მღვდელი რჩება უშგულში, იგი თავის მრევლს
თავს ანებებს ლაშხეთში და უშგულში იწყებს მისიონერულს მოღვაწეობას უსასყიდლოდ. იმ დროს უშგულში, როგორც საზოგადოდ სვანეთში, პაპები
ძალაში იყვნენ. სიმონ მღვდელი კარგს განწყობილებას იჭერს ამათთან. როგორც ერთ-ერთი მთავარ-პაპათაგანი. იგი დაიარება მათთან წირვაზე,
როცა რიგით შეხვდება, სწირავს, როცა არა, ისმენს პაპების ახირებულ წირვას. ერთ ადგილას ბინა არა აქვს; მთელი საზოგადოება იმისი სახლია, სადაც უნდა, რომელს ოჯახშიაც ისურვებს, რჩება რამდენიმე დღე და ღამე და ყველანი მოხარულნი არიან  იმის მისვლისა. ყველა ოჯახში „პატარა მღვდელი“ ლაპარაკს უგდებს ქრისტესა და იმის რჯულზე. ცოტა ხნის განმავლობაში იქამდე მიაღწია, რომ მთელი უშგული მონათლა. ეს იყო მაშინ, როდესაც სვანეთში არსად მღვდელი არ იპოვებოდა. გადის წელიწადები. მთავრობა მღვდლებს ჰგზავნის სვანეთში
და ამ დროს მთავრობას ხვდება უშგულში მღვდელი სიმონი. ეს გაიგო მაშინდელმა საქართველოს ეგზარქოსმა ისიდორემ და ამიტომაც არასოდეს
არ ივიწყებდა სიმონ მღვდლის მოღვაწეობას. შემდეგში სიმონს ენიშნება ჯამაგირი 400 მანეთი. უშგულში მღვდლობდა იგი 1866 წლამდე. ამ წელს იგი
სტოვებს უშგულს და მიდის თავის სახლში. უშგული ძლიერ სწუხს იმის წასვლას. აი, ამ სიმონ მღვდელმა მოიყვანა უშგული პოლკოვნიკ უსლართან და მიაღებინა რუსის ქვეშევრდომობა 1857 წელსა“.
1888 წელს როდესაც მღვდელი ბესარიონი ამ სტატიას წერდა, მოხუცებული სვანი მოძღვარი კიდევ ცოცხალია. სავარაუდოდ, იგი ამ ამბიდან მალევე გარდაიცვალა.

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 11.01.2026
ბოლო რედაქტირება 11.01.2026
სულ რედაქტირებულია 1





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0