სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12098

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
დეკანოზები გრიგოლ და დავით ჭრელაშვილი დეკანოზები გრიგოლ და დავით ჭრელაშვილი
ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი ჭრელაშვილი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

37       ბეჭდვა

დეკანოზები გრიგოლ და დავით ჭრელაშვილი

დეკანოზები გრიგოლ და დავით ჭრელაშვილები
XIX ს-ში ქ. თბილისში ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ ღირსეული სასულიერო პირები, რომელთა შორის გამორჩეული ადგილი უკავიათ ქაშვეთის ტაძრის წინამძღვრებს, დეკანოზ გრიგოლ და დავით ჭრელაშვილებს.

დეკანოზი გრიგოლ დავითის ძე ჭრელაშვილი (უწმინდესი კალისტრატე მათ მეორე გვარითაც  ჭარელაშვილებადაც იხსენიებს) 1798 წელს ქ. თბილისში მღვდლის ოჯახში დაიბადა. 1815-1821 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. 1822 წლის 10 იანვარს საქართველოს ეგზარქოსების მგალობელთა გუნდში განამწესეს. 1822 წლის 29 ივლისს საქართველოს ეგზარქოსმა იონამ (ვასილევსკი) დიაკვნად აკურთხა და სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახ. საკათედრო ტაძარში დანიშნა. 1830 წლის 6 იანვარს მღვდლად დაასხა ხელი. 1833 წლის 29 თებერვალს თბილისის წმ. ჯვრის მამის სახ. ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. 1837 წლის 11 მარტს გათავისუფლდა ეგზარქოსის გუნდიდან. 1837 წლის 6 სექტემბერს საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორისა და საეკლესიო გუჯრების გამრჩევი კომისიის წევრად დაადგინეს. 1838 წლის 18 ივნისიდან 1867 წლის 5 იანვრამდე იყო თბილისის ეკლესიების მთავარხუცესი. ამ პოსტიდან გათავისუფლების შემდეგ გამოეცხადა მწყემსმთავრული მადლობა. 1838 წლის 14 სექტემბერს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1840 წელს სკუფია უბოძეს. 1841 წლიდან სამლვდელოების ქვრივ-ობოლთა სამზრუნველოს წევრია. 1845 წელს კამილავკა ეწყალობა. 1845 წელს აირჩიეს ეგზარქოსების ქალაქგარეთა სახლის განახლების კომიტეტის წევრად. 1846-1849 წლებში მისი ხელმძლვანელობით აშენდა თბილისის მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახ. ეკლესია, რომელიც 1849 წლის 30 ოქტომბერს იკურთხა და მამა გრიგოლს ამ დამსახურებისთვის დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1851 წელს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1859 წლის 7 ივნისს ქაშვეთის წმ. გიორგის სახ. ტაძ-

1-1 საპატრიარქოს უწყებანი   N1 11-17იანვარი 2018წ გვ.19
დეკანოზები გრიგოლ და დავით ჭრელაშვილები (გაგრძელება)


რის წინამძღვრად დაადგინეს. 1860 წლის 3 თებერვალს წმ. ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1864 წლის 31 იანვარს დაინიშნა კომიტეტის წევრად, რომელსაც დაევალა ქაშვეთის ტაძრის გალავნის მშენებლობა. 1864 წლის 25 აპრილს წმ. ანას II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1868 წლის 23 აპრილს იშვიათი ჯილდო ენქერი უბოძეს. 1871 წლის 21 აპრილს საიმპერატორო გვირგვინით შემკობილი წმ. ანას II ხარისხის ორდენი მიიღო. ჰქონდა ჯილდო ყირიმის ომის სამახსოვრო ბრინჯაოს ჯვარიც. დეკანოზ გრიგოლის წინამძლვრობის დროს მოუშლიათ ქაშვეთის კოშკები და გაუკეთებიათ „ახალი გალავანი“. მის დროსვე დაუბრუნებია ეკლესიას გრიგოლ ეპისკოპოსის მიერ შეწირული მამული.
დეკანოზ გრიგოლს კარგად სცოდნია ძველი ქართული გალობა.



1853 წლის 27 ივნისს წარუდგინა ეგზარქოსს მის მიერ ნოტებზე გადაღებული წირვა.
რა ბედი ეწია ამ პირველ ნოტებზე გადაღებულ ქართულ წირვას, არ ჩანს. დეკანოზ პოლიევქტოს კარბელაშვილის გადმოცემით ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) 1877 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის სამმართველოში შეიტანა 500 მან. ჯილდოდ იმისათვის, ვინც საუკეთესოდ გადაიღებდა ნოტებზე ქართულ საგალობლებს. სამმართველოში წარუდგენიათ „ბ. ჭრელაშვილის ნაწერი“, რომელიც კომისიას დაუწუნებია. კარბელაშვილთან ნახსენები „ბ. ჭრელაშვილი“ შეიძლება გრიგოლ ჭრელაშვილიც იყოს. მართლაც, „დროების“ 1878 წლის 11 აგვისტოს 16ვ-ში, გვ. 3 მოთავსებულ კორესპონდენციაში „წერილი რედაქტორთან“ (წერილი ხელმოწერილია სახელით „კომიტეტის წევრი“) ვკითხულობთ, რომ „ქაშვეთის მღვდელმა ჭრელაევმა თვისის მამის დეკანოზის გრიგოლ ჭრელაევისგნით გადაღებული“ ნოტები კომისიას წარუდგინა. დეკანოზი გრიგოლი იყო წიგნების გადამწერიც.
1825 წელს მას გადაუწერია რუსულ-ქართული ლექსიკონი -- „აღიწერა ლექსიკონი ესე ტფილისის ქალაქსა შინა, სიონის სობოროს დიაკონის გრიგოლ ჩრელაევისაგან, დეკემბრის 5-ს, წელსა 1825“. 1826 წელს გადაუწერია „სწავლანი სულიერნი“ „აღიწერა წიგნი ესე ტფილისის ქალაქსა შინა, სიონის სობოროს დიაკვნის გრიგოლ ჭრელაევისაგან“.
სოლომონ დოდაშვილი ახსენებს, რომ მასთან ერთად იზრდებოდა მღვდელი ჭრელაევი. გრიგოლ ჭრელაშვილი სოლომონის ახლო მეგობარი იყო. ამას მოანათვლინა სოლომონმა თავისი მეორე ვაჟი კონსტანტინე. 1835 წელს სოლომონი ვიატკიდან იწერება „ჩემი მეორე ვაჟი კონსტანტინე დაიბადა 1832 წლის დეკემბერში. იგი მონათლა მღვდელმა გრიგოლ ჭრელაევმა“ და ითხოვს კონსტანტინეს დაბადების მოწმობას. ამასთან დაკავშირებით, 1838 წლის 22 ივლისს კანტორის თანდასწრებით თბილისის წმ. ჯვარის მამის ეკლესიის მღვდელმა გრიგოლ ჭრელაევმა ფიცით უჩვენა, რომ მან ნამდვილად მონათლა გიმნაზიის ყოფილი საქართველო-იმერეთის სინოდალური მასწავლებლის – სოლომონ დოდაევის ვაჟი. ნათლობას ესწრებოდნენ პოდპორუჩიკი გიორგი თევდორეს ძე ახვერდოვი, რექტორი არქიმანდრიტი სერგი (ორლოვი), დეკანოზი დიმიტრი ალექსი-მესხიშვილი. დეკანოზი გრიგოლი 1876 წლის 2 სექტემბერს გარდაიცვალა. დაკრძალულია ქაშვეთის წმ. მარინეს სახ. ტაძრის საკურთხეველში, პირველ სართულზე. მეუღლე ეკატერინე იოანეს ასული (1810-1892წწ.) და შვილები: დეკანოზი დავითი, მარიამი, დარეჯანი (გარდ. 1865წ.), სოფიო (გათხოვილი სოლომონ დოდაშვილის ვაჟ
მეუღლეს ქმრის გარდაცვალების შემდეგ, 1876 წლის 2 სექტემბრიდან წელიწადში 18 მან. და 18 კაპ. პენსია 55 მან. გაუხდა. ივანეზე  დეკანოზ გრიგოლის დაენიშნა, ხოლო 1877 წლიდან მისი ვაჟი, დეკანოზი დავითი 1839 წელს დაიბადა. 1861 წლის 12 ივლისს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. იმავე წლის 14 ივლისს თბილისის სამაზრო სასულიერო სასწავლებლის პირველი კლასის მასწავლებლის მოვალეობის შესრულება დაევალა, ხოლო იმავე წლის 29 აგვისტოს დამტკიცდა ამ პოსტზე. 1861 წლის 11 სექტემბერს მასვე დაევალა იმავე სასწავლებელში საეკლესიო გალობისა და კითხვის შესწავლა დაბალ და მაღალ კლასებში, რასაც უსასყიდლოდ ასრულებდა. 1862 წლის 23 სე-

1-2 საპატრიარქოს უწყებანი   N1 11-17იანვარი 2018წ გვ.20
დეკანოზები გრიგოლ და დავით ჭრელაშვილები (დასასრული)

ქტემბერს საქართველოს ეგზარქოსმა ევსევიმ (ილინსკი) დიაკვნად აკურთხა და თბილისის სასულიერო სემინარიის კარის ეკლესიაში დანიშნა. 1863 წლის 15  ივლისს ნაყოფიერი პედაგოგიური სამსახურისთვის ფულადი ჯილდო მიიღო. 1864 წლის 8 ოქტომბერს ეგზარქოსმა ევსევიმ მღვდლად დაასხა ხელი და თბილისის იერუსალიმის წმ. ჯვრის ამაღლების სახ. ტაძარში დაინიშნა. 1865 წლის 25 ივნისს მასწავლებლობას დაანება თავი. 1867 წლის 20 მარტს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1869 წლის 7 იანვარს სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახ. საკათედრო ტაძარში გადაიყვანეს. 1870 წლის 15 აპრილს ქართული ბიბლიის შემსწორებელი კომიტეტის წევრად დაინიშნა. 1870 წლის 30 აპრილს ხავერდისფერი სკუფია უბოძეს. 1871 წლის 22 ოქტომბერს საეკლესიო ტიბიკონის შემასწორებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს. 1872 წლის 14 ივლისს იმერეთისა და სამეგრელოს ეპარქიაში შემოსავალ-გასავალი წიგნების სარევიზიო კომისიის წევრად დაინიშნა. 1876 წლის 12 აპრილს კამილავკა ეწყალობა. 1876 წლის 9 სექტემბრიდან ქაშვეთის წმ. გიორგის სახ. ტაძრის წინამძღვარია. 1879 წლის 9 ოქტომბერს თბილისის სასულიეროსემინარიის მმართველი პედაგოგების წევრად დაინიშნა. 1880 წლის 15 აპრილს, 1881 წლის 30 აპრილს და 1887 წელს რუსეთის წმ. სინოდმა მადლობა გამოუცხადა. 1882 წლის 29 მარტს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო.
ჰქონდა ჯილდო წითელი ჯვრის საზოგადოებისაგან მიღებული სამახსოვრო ჯვარი და ასევე ქაშვეთის ტაძრის მრევლისაგან მირთმეული ძვირფასი ქვებით შემკობილი ოქროს ჯვარი. 1884 წელს საქართველოს ეგზარქოსმა პავლემ (ლებედევი), ხოლო 1890 წელს ეგზარქოსმა პალადიმ (რაევი) ერთგული და პატიოსანი სამსახურისთვის მწყემსმთავრული მადლობა გამოუცხადეს. 1891 წლის 23 ივნისს დეკანოზის წოდება მიენიჭა. ის მჭიდრო და ტკბილი დამოკიდებულება, რომელიც დაიწყო ჯერ კიდევ მისი მამის, დეკ. გრიგოლსა და ქაშვეთის მრევლს შორის, კიდევ უფრო განმტკიცდა და გაძლიერდა მისი ვაჟის,  დეკ. დავითის დროს. მოძღვრისა და მრევლის ურთიერთობა მისაბაძი მაგალითი გახლდათ მთელი თბილისის სამღვდელოებისათვის. დეკანოზი დავითი გამორჩეული სასულიერო პირი გახლდათ. თავისი  პატიოსანი და წმიდა ცხოვრებიდან  გამომდინარე მასთან ქალაქის ძირძველი  ქართული საზოგადოება მეგობრობდა და მისი გარდაცვალება მძიმედ განიცადა ყველამ. ღვაწლმოსილი მოძღვარი 1897 წლის 19 იანვარს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. იმავე წლის 24 იანვარს, დღის პირველ საათზე მისი ცხედარი ქაშვეთის ტაძარში გადაასვენეს საქართველოს ეგზარქოსის ვლადიმერის (ბოგოიავლენსკი) თანხლებით. მან გარდაცვლილ დეკანოზს პანაშვიდი გადაუხადა. მეორე დღეს, 25 იანვარს, წირვა და წესი ანდერძისა გორის ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) თბილისის სამღვდელოებასთან ერთად შეასრულა. პირველ საათზე მისი ცხედარი ქაშვეთის ეკლესიის ეზოში დაკრძალეს. შემდგომში უკვე, როდესაც აშენდა ეხლანდელი
ქაშვეთის ტაძარი, მისი ცხედარი ტაძრის პირველ სართულზე, წმ. მარინეს სახ. ტაძარში მოხვდა. მის დასაფლავებას უამრავი ადამიანი დაესწრო და საყვარელი მოძღვარი ყველამ ღირსეულად დაიტირა.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 11.01.2026
ბოლო რედაქტირება 11.01.2026
სულ რედაქტირებულია 6





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0