სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12220

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
მაჭავარიანი დავით ათანასეს ძე, 1819-1905წწ დეკანოზი დაბ. სოფ. ხვითი (კასპი) მაჭავარიანი დავით ათანასეს ძე, 1819-1905წწ დეკანოზი დაბ. სოფ. ხვითი (კასპი)

1819-1905 წწ. გარდ. 86 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი მაავარიანი სია

კასპი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

99       ბეჭდვა

მაჭავარიანი დავით ათანასეს ძე, 1819-1905წწ დეკანოზი დაბ. სოფ. ხვითი (კასპი)

მაჭავარიანი დავით, დეკანოზი, 1819-1905წწ საპატრიარქოს უწყებანი. თბილისი, 2019. 26 დეკემბერი - 15 იანვარი. N 31 (941). გვ. 19-22.

საპატრიარქოს უწყებანი N38 26 სექტემბერი-2ოქტომბერი 2003წ გვ.20

დეკანოზი დავით მაჭავარიანი

საქართველოს ეკლესიის დიდი მოღვაწე. წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის თანამდგომი და მეგობარი. აფხაზეთში მისი 60-წლიანი მოღვაწეობის დროს ქრისტეს სჯულზე მოექცა ათასობით ადამიანი. ასი წლის ასაკს მიღწეული მხცოვანი მოძღვარი გარდაიცვალა XX საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში. ფოტო გადაღებულია XIX საუკუნის 90-იან წლებში, ქალაქ სოხუმში. ფოტო მოგვაწოდა მენჯის მთავარანგელოზის სახელობის შუშანიების სავანის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა მელქისედეკმა.


სოხუმის წმ. ალ. ნეველის საკათედრო ტაძარი (სოხუმის სობორო), აგებული 1882-1884 წლებში.


1851 წლის 30 აპრილს, როდესაც აფხაზეთის ეპარქია შეიქმნა, სოხუმში იყო ერთი ეკლესია ერთი მღვდლით. ეს იყო არაკანონიკური სტილის ეკლესია, სამლოცველო სახლი საკურთხევლით სამხრეთით. სოხუმის სამხედრო განყოფილების უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვ. გეიმანმა 1867 წლის 14 ნოემბერს კავკასიის მეფისნაცვლის მიხეილ რომანოვისადმი (1862-1881) გაგზავნილ მოხსენებით ბარათში სოხუმში საკრებულო ტაძრის აგების აუცილებლობის საკითხი დასვა. აფხაზეთის ეპარქიის დროებითი მმართველი ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე), 1868 წლის 7 ივლისის წერილში, სოხუმში შესაფერისი ტაძრის აგების აუცილებლობის თაობაზე წერდა. როგორც მღვდელმთავარი აღნიშნავდა, არსებული ეკლესია საკმაოდ დიდი იყო, მაგრამ საკურთხეველი სამხრეთით ჰქონდა და უფრო ყაზარმას ჰგავდა, ვიდრე ეკლესიას. 1868 წლის მარტში კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების მმართველობამ ეგზარქოს ევსევის (ილინსკი) წინაშე სოხუმში საკათედრო ტაძრის აგების აუცილებლობის საკითხი დააყენა და საჭირო თანხის გამოყოფა ითხოვა. 1869 წლის მაისში აფხაზეთის ეპარქია იმერეთის ეპარქიას შეუერთდა. სოხუმში საკრებულო ტაძრის აშენების მიზნით 1881 წელს მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. სოხუმის სამხედრო განყოფილების უფროსის, გენერალ-მაიორ პომპეი არაკინის ბრძანებულებით 1881 წლის 19 ნოემბერს ტაძრის მშენებლობის კომიტეტი შეიქმნა. საკრებულო ტაძრის მშენებლობის კომიტეტის თავმჯდომარე იყო პომპეი არაკინი, წევრები: დეკანოზი დავით მაჭავარიანი, მღვდელი იოსებ ბერძენიშვილი, პოლკოვნიკი აპოლონ ვედენსკი (თავმჯდომარის მოადგილე), არქიტექტორი ლევიცკი, ქალაქის პოლიციის უფროსი სტოროჟენკო, საგანგებო დავალებათა მოხელე ბერნაცკი, მოქალაქეები გრიგორი მეტაქსა და ანტონ ბოსტანჯიანი. იმავე წლის 15 აგვისტოს ინჟინერ ბახმეტიევთან გაფორმდა კონტრაქტი ტაძრის აშენების თაობაზე. 1882 წელს საკრებულო ტაძრის მშენებლობა დაიწყო. ტაძრის პროექტი რუსმა ინჟინერ-არქიტექტორმა პლატონ ჩიჟიკოვმა შეადგინა. 1884 წელს ტაძრის მშენებლობა დასრულდა და ის წმ. ალექსანდრე ნეველის სახელზე აკურთხეს. 1885 წელს აფხაზეთი იმერეთის ეპარქიისაგან სოხუმის საეპისკოპოსოს სახით ცალკე გამოიყო, კათედრით სოხუმის ალექსანდრე ნეველის ტაძარში. საკათედრო ტაძარი ქალაქის ცენტრში, კოლიუბაკინის ქუჩაზე მდებარეობდა. 1891 წელს საკათედრო ტაძართან აიგო საეპარქიო სახლი, მღვდელმთავრის ორსართულიანი სასახლე (შემდეგში აფხაზეთის სახელმწიფო მუზეუმი). ამ დროიდან სოხუმის ეპისკოპოსები ძირითადად სოხუმში ისხდნენ და არა ახალი ათონის მონასტერში. 1884-1905 წწ. საკათედრო ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავითი (მაჭავარიანი) იყო. ამ დროს, 1892-1893 წწ. საკათედრო ტაძარი გააფართოვეს, ის უკვე შვიდას კაცზე იყო გათვლილი. XIX ს. მიწურულსა და XX ს. დადსაწყისში, ეპისკოპოს არსენი იზოტოვის (1895-1904) დროს საკათედრო ტაძარში ქართულ ენაზე ღვთისმსახურება აიკრძალა და მხოლოდ საეკლესიო-სლავურ ან ბერძნულ ენებზე სრულდებოდა. 1899 წლის ივლის-აგვისტოში სოხუმში იმყოფებოდა დეკანოზი პეტრე კონჭოშვილი, რომელიც იერუსალიმისა და ათონის მთაზე მოგზაურობიდან სამშობლოში ბრუნდებოდა. დეკანოზი პეტრე წერდა:

„სოხუმშია ორი ათასამდე ქართველთა ტომის ერი, რომელთაც სამშობლო ენა ქართული აქვთ. მრავალთა შემომჩივლეს, რომ მოკლებულნი არიან ისეთს სულიერს ნუგეშსა და საზრდოს, როგორიც არის მოსმენა სამშობლო ენაზედ წირვა-ლოცვისა, რომელსაც დამატკბობელი, განმაცხოველებელი და მაცხოვარებითი ძალა აქვს მორწმუნე კაცის გულზედ. ძალიან ადვილიც არის დაკმაყოფილება ამ საღმრთო მოთხოვნილებისა. აქაურს საკათედრო ტაძარში ჰმსახურებენ რამდენიმე ქართველნი სამღვდელონი. ნუ თუ იმათ არ შეუძლიანთ გამოსთხოვონ ნებართვა მწყემსმთავარსა ქართულს ენაზედ წირვა ლოცვისა? იერუსალიმის და სრულიად პალესტინის ეკკლესიებში მიღებულია საღმრთო წესად რამდენსამე ენაზედ წაკითხვა სახარებისა, როგორც დიდს დღესასწაულებში, ეგრეთვე ყოველ დღიურს წირვაზედაც კი, როდესაც ჰხედავენ სხვა და სხვა ეროვნების მლოცველთა. მთელს საქრისტეანოში მიღებულია ეკკლესიურის კანონით ბრწყინვალე აღდგომის დღეს სხვა-და-სხვა ენაზედ წაკითხვა სახარებისა, და ყოვლად მიუცილებელად - სამშობლო ენაზედ. და აი უბედურება! ამ ნუგეშსა და ღვთიურს სიხარულს მოკლებულ არიან აქაურნი ქართველნი. ამაზედ მომეტებული უბედურება სულიერი განაღა იქმნება, რომ კაცმა ქრისტეს აღდგომის დღეს ვერ გაიგონოს სამშობლო ენაზედ: ,,ქრისტე აღსდგა მკვდრეთით“, მაშინ როდესაც სულიერნი მწყემსნი თვისის ეროვნებისა თვალ წინ უდგანან.“

1900 წლის 19 იანვარს საკათედრო ტაძარში ცნობილი ქართველი მწერლის გიორგი წერეთლის (გარდაიცვალა 12 იანვარს) სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. პანაშვიდს სოხუმის მთელი ქართველი საზოგადოება დაესწრო. პანაშვიდის დასრულების შემდეგ დეკანოზმა დავით მაჭავარიანმა სიტყვა წარმოთქვა, რომელშიც საზოგადოებას გააცნო განსვენებულის ღვაწლი. 1905-1919 წწ. საკათედრო ტაძრის წინამძღვარი გიორგი გოლუბცოვი იყო. 1909 წელს საკათედრო ტაძარს ეკვდერი მიაშენეს, რომელიც წმ. სერგი რადონეჟელის სახელზე აკურთხეს. 1917 წლის სექტემბერში საქართველოს პირველმა საეკლესიო კრებამ შექმნა ,,ცხუმ-ბედიის ეპარქია“, მღვდელმთავრის კათედრის ადგილსამყოფელად განისაზღვრა ცხუმი (სოხუმი), რეზიდენცია იქვე. მღვდელმთავრის პატივად დადგინდა ,,ცხუმ-ბედიელი ეპისკოპოსი“. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921 წწ.) მთავრობის იურისდიქციის აფხაზეთში გავრცელებასთან ერთად, რუსეთის ეკლესიის წარმომადგენელთა მხრიდან დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, ამ მხარეში საქართველოს ეკლესიის უფლებები აღდგა. აფხაზეთის ავტონომიის მთავრობამ, კომისარიატმა, 1919 წლის 15 სექტემბრის დეკრეტით ,,აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიების მმართველობის შესახებ“, სოხუმის საკათედრო ტაძარი და მღვდელმთავრის სახლი ავტონომიური აფხაზეთის საკუთრებად გამოაცხადა. 1919 წლის სექტემბერში, ეპისკოპოსის არჩევამდე, აფხაზეთის მართლმადიდებელ ეკლესიათა მმართველად არქიმანდრიტი იოანე (მარღიშვილი) დაინიშნა. მან მოკლე ხანში მოახერხა საკათედრო ტაძარი საქართველოს ეკლესიისათვის გადაეცა, მიუხედავად რუსების მცდელობისა, შეენარჩუნებინათ იგი. 1919 წლის ოქტომბერში საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი გოლუბცოვი გადააყენეს შოვინისტური, ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის გამო და ქვეყნიდან გაასახლეს. საკათედრო ტაძრის წინამძღვრად მღვდელი ტროფიმე ჯოხთაბერიძე დაინიშნა,მიტროპოლიტად დადგინდა ამბროსი ხელაია. 1921 წელის სექტემბერში ამბროსი არჩეულ იქნა კათოლიკოს-პატრიარქად, ხოლო ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიას სათავეში ეპისკოპოსი იოანე (მარღიშვილი) ჩაუდგა. იგი ცდილობდა აფხაზეთში მცხოვრებ რუს-ბერძენ-აფხაზთა საქართველოს ეკლესიის წიაღში შემოეყვანა, საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურება ოთხ - ქართულ, საეკლესიო-სლავურ, აფხაზურ და ბერძნულ ენებზე დაემკვიდრებინა. 20-30-იან წლებში საბჭოთა კავშირში ფართო ანტირელიგიური კამპანია გაიშალა. იხურებოდა ეკლესიები, სადაც კლუბები და სხვა დაწესებულებები იხსნებოდა. 1936 წლის მაისში სოხუმის საკათედრო ტაძარი დახურეს. საეპარქიო სახლში 1922-1930 წლებში აფხაზეთის სამეცნიერო საზოგადოება, ხოლო 1930-1940 წლებში აფხაზეთის მხარეთმცოდნეობის ინსტიტუტი იყო განთავსებული, რამდენიმე ოთახი ეკავა აფხაზეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს, რომელსაც 40-იანი წლებიდან შენობა მთლიანად დაეთმო. შენობის თავდაპირველი სახეც გარკვეულწილად შენარჩუნდა. საკათედრო ტაძარი 1947-1949 წწ. გადააკეთეს და აქ აფხაზეთის სახელმწიფო ფილარმონია განთავსდა.




დეკანოზი დავით მაჭავარიანი 1819-1905

დეკანოზი დავით ათანასეს ძე მაჭავარიანი
1819 წლის 21 ნოემბერს გორის მაზრაში, სოდ. ქვემო ხვითში აზნაურის ოჯახში დაიბადა. სასულიერო პირი გახლდათ მამამისი, დეკანოზი ათანასე, რომელიც 1789 წელს დაიბადა. ქართულ ენაზე საღმრთო ისტორია და საეკლესიო ტიპიკონი მონასტერში ისწავლა. 1808 წელს ნიქოზელმა ეპისკოპოსმა ათანასემ (მაჭავარიანი) იგი დიაკვნად აკურთხა. 1809 წელს მღვდლად დაასხა ხელი და ზემო ნიქოზის მაცხოვრის ამაღლების სახ. საკათედრო ტაძარში განამწესა. 1812 წელს დეკანოზის წოდება მიენიჭა. იმავე წელს ბრინჯაოს ჯვარი მიიღო. 1816 წელს ოსეთის სასულიერო კომისიაში გადავიდა და კირნისის ხეობის წარმართებში ქადაგებდა ქრისტიანობას. 1818 წელს ჯომაგის სამრევლოში გადაიყვანეს. 1819 წელს ქურთის წმ. გიორგის სახ. ტაძარში გააგრძელა მსახურება, 1820 წლიდან კი ჯავის სამრევლოშია. იმავე წელს მთავარხუცესად აირჩიეს და იასამნისფერი ხავერდის კამილავკა ეწყალობა. 1826 წელს ბეყმარის წმ. გიორგის სახ. ტაძარში დაადგინეს. 1826

31-1  საპატრიარქოს უწყებანი N31 2დეკემბერი-15იანვარი 2019წ გვ.20
დეკანოზი დავით მაჭავარიანი 1819-1905 (გაგრძელება)

წელს კი დიდი ლიახვის ხეობის ეკლესიების მთავარხუცესად დაინიშნა. XIX ს-ის 50-იან წლებში მამა ათანასე პენსიაზე გავიდა. 1827-1831 წლებში დავით მაჭავარიანი გორის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა. 1843 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარიაში პირველი ხარისხის დიპლომით. მოგვიანებით სწავლის პერიოდს დეკ. დავითი ასე იგონებდა: „მეშვიდე კლასში რომ გადავედი, დამნიშნეს ოსური ენის მასწავლებლად სემინარიაში, რომელსაც ვასრულებდი ორის წლის განმავლობაში და სემინარიაშიც იმ დროსვე ვსწავლობდი თანასწორ ამხანაგთა ჩემთა“. 1843 წლის 12 სექტემბერს სემინარიის კურსდამთავრებული, ნიჭიერი და ენერგიული ახალგაზრდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მასწავლებლად განამწესეს. 1844 წლის 15 ივნისს სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში გადაიყვანეს, სადაც ზედამხედველად და მასწავლებლად დაადგინეს. 1847 წლის 10 იანვარს სასწავლებელში ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის თბილისის სასულიერო სემინარიის მმართველობისაგან მადლობა გამოეცხადა. 1850 წლის 22 ივნისს საქართველოს ეგ- ზარქოსმა ისიდორემ (ნიკოლსკის მწყემსმთავრული მადლობა გამოუცხადა. 1850 წლის 6 აგვისტოს ეგზარქოსმა ისიდორემ (ნიკოლსკი) დიაკვნად აკურთხა, იმავე წლის 12 აგვისტოს მღვდლად დაასხა ხელი და აფხაზეთის ეპარქიაში, ოქუმის სამრევლოში განამწესეს და სამურზაყანოს ოლქის მთავარხუცესად დაადგინეს. 1851 წლის 21 სექტემბერს საგვერდულით დაჯილდოვდა. იმავე წლის 31 დეკემბერს თავდადებული სამსახურისთვის, რადგან მან 1851 წელს მოაქცია და მონათლა 25 გამაჰმადიანებული აფხაზი,
ქუთაისის სამხედრო გუბერნატორმა ოქროს საათი აჩუქა. 1852 წელს კი მონათლა 656 გამაჰმადიანებული აფხაზი, რისთვისაც ეგზარქოსმა ისიდორემ  მწყემსმთავრული მადლობა გამოუცხადა. 1853 წლის 21 მაისს რუსეთის წმ. სინოდმა მადლობა  გამოუცხადა სიგელის გაცემით. 1854 წლის 3 თებერვალს წმ. ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოევდა. 1857 წლის 11 აპრილს სკუფია უბოძეს. 1858 წლის 11 აპრილს აფხაზეთის ეპარქიაში რამდენიმე წლიანი ერთგული თავდადებული და მოღვაწეობისათვის, ასობით აფხაზის მონათვლისა და ოქუმის სკოლის გახსნისა და იქ ნაყოფიერი პედაგოგიური სამსახურისთვის დეკანოზის წოდება მიენიჭა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დეკ. დავით მაჭავარიანი აფხაზეთში მოღვაწეობის პირველ პერიოდში ანტიეროვნულ პოზიციებზე იდგა და აქტიური მონაწილეობა მიილო აფხაზეთის მთავრის მიხეილ შერვაშიძის ირგვლივ გაჩაღებულ მიმოწერაში. 1855 წლის ზაფხულში, რუსეთ-თურქეთის ომის დროს, მან დატოვა სამურზაყანო და თავისი მრავალრიცხოვანი ოჯახით ქუთაისში გადავიდა. მან მოკრძალებით უარი უთხრა ეგზარქოსს თავის მშობლიურ მხარეში – ქართლში გადასვლაზე, ვინაიდან არ ისურვა თავისი მამის,
მოხუცებული დეკანოზ ათანასეს ხარჯზე ეცხოვრა. იგი ომის დამთავრებამდე დარჩა ქუთაისში და ომის დასრულების შემდეგ დაბრუნდა აფხაზეთში. 1855 წლის 26 ივნისს მან პირველი წერილი გაუგზავნა საქართველოს ეგზარქოსს ისიდორეს მიხეილ შერვაშიძეს თურქეთის სარდლობასთან შეხვედრის შესახებ (დეტალურად ამ საკითხის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ისტორიკოს ჯემალ გამახარიას წიგნში „აფხაზეთი და მართლმადიდებლობა"). ეგზარქოსი მაინც ეჭვის თვალით უყურებდა დეკ. დავითის მოწოდებულ ინფორმაციას,
ამასთან იმ ფაქტსაც აღნიშნავდა, რომ იღუმენი ალექსანდრე (ოქროპირიძე) 1855 წლის  ივლისს გაგზავნილ წერილში არაფერს წერდა მიხეილის „ღალატის თაობაზე. რუსი ეგზარქოსი, ბუნებრივია, ვერ ითვალისწინებდა პრინციპულ განსხვავებას ეროვნულ-პატრიოტულ პოზიციაზე მდგარ იღუმენ ალექსანდრესა (რომელსაც ქართველებივით უყვარდა აფხაზები, განურჩევლად მათი აღმსარებლობისა) და რუსეთის სამსახურში ბრმად ჩამდგარ, თუნდაც თავისებურად „კეთილსინდისიერ“


31-2 საპატრიარქოს უწყებანი N31 2დეკემბერი-15იანვარი 2019წ გვ.21
დეკანოზი დავით მაჭავარიანი 1819-1905 (გაგრძელება)

დეკანოზ დავით მაჭავარიანის პიროვნებათა შორის. 1855 წლის 7 აგვისტოს დეკ. დავითი მეორე წერილს უგზავნის ეგზარქოსს და აფხაზეთ-სამურზაყანოში შექმნილ ვითარებას ამცნობს და მომავალშიც პირდება დაწვრილებითი მოხსენების წარდგენას. მართლაც, 1856 წლის 23 იანვარს იგი მესამე წერილს უგზავნის ეგზარქოსს, სადაც წერს, რომ ომერ-ფაშამ სამურზაყანო მიხეილ შერვაშიძეს უბოძაო. მართალია, ამ წერილებში გვხვდება საინტერესო ცნობები, მაგრამ ისინი უპირატესად ყურმოკრულ, ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციებს და ხშირად არასწორ,
ტენდენციურ შეფასებებს შეიცავენ. იგი არაობიექტური იყო აფხაზეთის მთავრისა და აფხაზი ხალხის, განსაკუთრებით სამურზაყანოელთა მიმართაც. ძალიან სამწუხაროა, რომ ათწლეულობის მანძილზე აფხაზეთში ქრისტიანობის ერთერთი ყველაზე აქტიური მქადაგებელი, რეგიონის ბოლო საუკუნეების ისტორიაში პირველი სკოლის
დამფუძნებელი და განათლების სისტემის მოამაგე მთავარხუცესი დაცლილი იყო ეროვნული თვითშეგნებისაგან; მხოლოდ სიცოცხლის ბოლო წლებში -- ღრმად მოხუცებულმა იძულებით ოდნავ შეიცვალა პოზიცია. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი კირიონ II (საძაგლიშვილი), რომელიც 1905-1906 წლებში სოხუმის ეპისკოპოსი გახლდათ, დეკ. დავითის შესახებ წერდა, რომ იგი „გამოირჩეოდა ორგანიზატორული ნიჭით და ღირსეული თანამებრძოლების შერჩევის უნარით. მას მხარში ედგნენ მღვდელ-მონაზვნები: ბესარიონი (დგებუაძე) და ათანასე (ჟორდანია), რომელთაც უფლის დიდებისადმი წმინდა თავგამოდებით გამხნევებულებმა, გააკეთეს
წმინდა მოციქულებრივი საქმე აფხაზთა შორის“. 1859 წლის 17 აპრილს მიიღო ჯილდო -– ყირიმის ომის (1853-1856) სამახსოვრო წმ. ვლადიმერის ლენტიანი ბრინჯაოს ჯვარი. 1861 წლის 22 აპრილს კამილავკა ეწყალობა. 1863 წლის 18 აპრილს წმ. ანას II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1866
წლის 2 ივლისს საქართველოს ეგზარქოსმა ევსევიმ
(ილინსკი) მწყემსმთავრული მადლობა გამოუცხადა. 1867 წლის 14 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1868 წლის 16 იანვარს კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელმა საზოგადოებამ მადლობა გამოუცხადა პირად საქმეში შეტანით. 1868 წლის 14 მაისიდან აფხაზეთის ეპარქიისა და სამურზაყანოს ოლქის უფროსი მთავარხუცესია. 1870 წლის 12 აპრილს წმ. ვლადიმერის IV ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1872 წლის 13 თებერვალს აფხაზეთის ეპარქიაში რამდენიმეწლიანი პატიოსანი და ერთ- გული სამსახურისთვის რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე II-მ სოხუმის ოლქში 400 დესიატინა მიწა გადასცა საჩუქრად. 1869-1886 წლებში სოხუმის ეპარქიას შეთავსებით მართავდა იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე), რომელმაც რამდენჯერმე იმოგზაურა აფხაზეთში. მისი ერთ-ერთი სტუმრობა აღწერილი აქვს დეკ. მელიტონ კელენჯერიძეს, სადაც იგი დეკ. დავით მაჭავარიანსაც ახსენებს: „ერთ-ერთი მოგზაურობის დროს ეპ. გაბრიელი ბრძანებულა დეკ. დავით მაჭავარიანთან. როდესაც ეკლესიაზე წასულან, დეკ. მაჭავარიანს აღუპყრია ხელი და დიდი სასოებით დაუწყია ლოცვა. როცა ბინაზე მოსულან, ეპისკოპოს გაბრიელს უთქვია,
როგორ სხვის შესახედავად, ფარისევლურად გცოდნია ლოცვაო. დეკანოზს უპასუხნია, ამას განგებ ვშვრები, ურჯულო აფხაზებს მაგალითს
ვაჩვენებ, იქნება მორჯულდენო“. 1872 წლის 12 აპრილს ენქერი უბოძეს. 1876 წლის 3 აპრილს იმპერატორის კაბინეტიდან გაცემული გამშვენებული ჯვრით დაჯილდოვდა. 1877-1878 წლებში რუსეთ-თურქეთის ომში გამოჩენილი მამაცობისათვის “- სამხედრო ჯვარი გადაეცა.
1878 წლის 4 ნოემბერს მის დაქვემდებარებაში შევიდა ახლად შემოერთებული ბათუმის ოლქის ეკლესიები, მართავდა 1889 წლამდე. 1878 წელს გაზ. „დროებაში“ გამოქვეყნდა დეკ. დავითის ვრცელი
სტატია „ხალხის არეულობა აბხაზეთში“, სადაც იგი ვრცელ ინფორმაციას გვაწვდის 1877-1878 წლების




31-3  საპატრიარქოს უწყებანი N31 2დეკემბერი-15იანვარი 2019წ გვ.22
დეკანოზი დავით მაჭავარიანი 1819-1905 (დასასრული)

ამბებთან დაკავშირებით. აღნიშნული სტატია თავდაპირველად დაიბეჭდა რუსულ გაზეთ „გოლოსში“. 1882 წლის 27 მარტს წმ. ვლადიმერისIII ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1884 წელს სოხუმის წმ. ალექსანდრე ნეველის სახ. საკათედრო ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. 1893 წლის 6 მაისს რუსეთის წმ. სინოდმა მადლობა გამოუცხადა სიგელის გაცემით.
1886 წლის სექტემბერში, როდესაც იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) უკანასკნელად ესტუმრა აფხაზეთს და სოხუმის საკათედრო ტაძარში წირვა აღასრულა, ვრცელი ქადაგებით მიმართა მრევლს, სადაც სხვათა შორის აღნიშნა:  სულ თვრამეტი წელია, რაც მე ამ ქვეყნის
მღვდელმთავარი ვარ. ამ დროის განმავლობაში დიდი შემწეობა გამომიჩინეს ჩემმა სამღვდელოებამ, განსაკუთრებით დეკანოზმა დავით
მაჭავარიანმა, რაისთვისაც დიდი მადლობელი ვარ ამისიო“. 1894 წელს გაზ. „ივერია“ დეკ. დავით მაჭავარიანის მოღვაწეობის შესახებ წერდა: „სამურზაყანოსა და აბჟუვის (კოდორის განყოფილება)საეკლესიო-სამრევლო სკოლები და (თვით ეკლესიებიც) დაათვალიერა დეკანოზმა მ. დავით მაჭავარიანმა, რომელიც ამ ოკტომბრის თვეში დაიარებოდა სარევიზიოდ. ყველგან დეკ. დ. მაჭავარიანი ხალხს უქადაგებდა და მისის ქრისტიანობრივ მოძღვრება-დარიგებით მეტად კმაყოფილნი რჩებოდნენ მსმენელნი. ერთგან მ. დეკანოზმა, თავისს პირდაპირ საგნის შესახებ მოძღვრების გათავების შემდეგ, ურჩია ხალხს, გაიმართეთ სასოფლო მაღაზიებიო (წრევანდელმა მოუსავლელობამ მისცა საბაბი ამაზე სიტყვის ჩამოგდებისა, სიმინდი ნაკლებ მოვიდა წრეულს) და მაგალითად ტფილისის გუბერნიის სოფლები მოუყვანა... მ. დეკ. მაჭავარიანი წლოვანებით ყოვლად სამღვდელო იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელზე უხნიერესია, ვგონებ, მაგრამ ჯერ კიდევ იმდენად მარჯვედ არის, რომ ამდენი მანძილის გავლა ცხენით და მერე ჩვენებურ, ე. ი. სამურზაყანულ-აფხაზურ, გზებზე არაფრად მიიჩნია... ამ დეკანოზზე, იყო, რომ ამ რამდენისამე წლის წინედ იმის შიშით, რომ იგი მღვდელმთავრის ხარისხზე არ აღეყვანად და სოხუმის კათედრა არ ჩაებარებიათ, მისმა „მოკეთეებმა“ „დანოსი“ გაგზავნეს, სადაც ჯერ იყო: დეკანოზი მაჭავარიანი იმდენად მოხუცდა, რომ წირვის დროს ფეხზე დგომა აღარ შეუძლიაო... ახლა კი სარევიზიოდ ჰგზავნიან და რამდენი ასი ვერსი უნდა გაიაროს ცხენით, და ზოგან ფეხითაც... ასე ჩემო მანასეო, ხან ისე და ხან ასეო...“. როგორც ამ წერილიდან ირკვევა, დეკ. დავითს აფხაზეთის ეპარქიის მღვდელმთავრად უპირებდნენ ხელდასხმას, მაგრამ მის მოწინააღმდეგეებს დასმენის წერილები უგზავნიათ კანტორასა და წმ. სინოდში და ეს საქმე ჩაშლილა. 1896 წლის 18 ნოემბერს სოხუმის ეპარქიალური სასწავლებლის თავმჯდომარედ აირჩიეს. 1899 წლის 13 მაისს სასწავლებელში წარმატებული მოღვაწეობისათვის „ქართული ბიბლიით“ დაჯილდოვდა. დეკ. დავითი 1905 წლის 20 იანვარს გარდაიცვალა. მეუღლე ადრე გარდაეცვალა და დარჩა შვილები: ელისაბედი (დაბ. 1848წ.), კონსტანტინე (დაბ. 1849წ.), რომანი (დაბ. 1850წ.), სიმონი (დაბ. 1852წ.), გიორგი (დაბ. 1856წ.), ნიკოლოზი (დაბ. 1859წ.), ალექსანდრე (დაბ. 1863წ.).


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 12.01.2026
ბოლო რედაქტირება 02.02.2026
სულ რედაქტირებულია 6





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0