ვაგრძელებთ 1921-1938 წლებში საქართველოში რეპრესირებულ სასულიერო პირთა ამსახველი ცხოვრების მოძიებასა და მათზე ინფორმაციის შეკრებას. ულმობელმა ეპოქამ უამრავი კეთილშობილი და ერისათვის თავდადებული მამულიშვილის სიცოცხლე შეიწირა. მათ რიგებშია ქუთაის-გაენათის ეპარქიის სოფ. კულაშის მაცხოვრის ჯვარცმის სახ. ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი არეთა სახოკია.
დეკანოზი არეთა სახოკია სასულიერო წოდების ოჯახში დაიბადა. მისი წინაპრები საუკუნეთა განმავლობაში ერთგულად და თავდადებით ემსახურებოდნენ დედაეკლესიას. ამ შტოს პირველი წარმომადგენელი გახლდათ მღვდელი ვასილ სახოკია, რომელიც 1782 წელს გლეხის ოჯახში დაიბადა. საეკლესიო წიგნი და მსახურება სენაკის ტაძარში მღვდ. ლაზარე ოდიშარიასთან ისწავლა. 1808 წელს ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა ბესარიონმა (დადიანი) მლვდლად დაასხა ხელიდა შხეფის მთავარანგელოზთაბსსახ. ტაძარში განამწესა. ჰყავდა შვილები: სიმონი (დაბ. 1801წ.), მღვდელი იოანე (დაბ. 1810/1813წ.), პეტრე (დაბ. 1818წ.).
მამის საქმიანობა მისმა შუათანა ვაჟმა, იოანემ განაგრძო, რომელიც 1810, მეორე ვერსიით – 1813 წელს დაიბადა. დაამთავრა სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელი. ქართულ ენაზე საღმრთო და საეკლესიო წიგნების კითხვა, ტიბიკონი და გალობა მარტვილის მონასტერში ისწავლა. 1840 წლის 15 მარტს სამეგრელოს ეპისკოპოსმა გიორგიმ (კუხალაშვილი) დიაკვნად აკურთხა და მეორე შხეფის მთავარანგელოზთა სახ. ტაძარში განამწესა. 1841 წლის 22 თებერვალს მღვდლად დაასხა ხელი და იმავე ტაძარში დაადგინა. 1868-1873 წლებში იყო სასულიერო დეპუტატი. ჰქონდა ჯილდო ყირიმის ომის (1853-1856) სამახსოვრო წმ. ვლადიმერის ლენტიანი წარხრააიიბ ჯვარი. 1868 წლის 21 მაისს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1879 წელს სკუფია უბოძეს. 1879 წლის 2 ოქტომბერს, თავისი თხოვნის საფუძველზე, შტატიდან გავიდა. 1885 წელს უკვე ქვრივია. 1900- იან წლებში ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. ჰქყავდა შვილები: მღვდელი. გრიგოლი, მღვდელი ნიკოლოზი, თეოფანე (დაბ. 1860წ.), ქაქუჩა. მისი მეორე ვაჟი იყო მღვდელი ნიკოლოზი რომელიც 1851 წელს დაიბადა. დაამთავრა სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელი. ქართულ ენაზე საღმრთო და საეკლესიო წიგნების კითხვა, ტიბიკონი და გალობა ხობის მონასტერში ისწავლა. 1870 წელს სოხუმის სასაფლაოს ეკლესიაში მედავითნედ დაინიშნა. 1876 წელს სოხუმის წმ. ალექსანდრე ნეველის სახ. საკათედრო ტაძარში გადაიყვანეს. 1880 წელს მეორე შხეფის მთავარანგელოზთა სახ. ტაძარში დაადგინეს. 1891 წლის 18 აპრილს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (დადიანი) დიაკვნად აკურთხა და ძველი სენაკის მაცხოვრის სახ. ტაძარში განამწესა. 1894 წლის 16 იანვარს მღვდლად დაასხა ხელი და ეკი-საარჩაიოს მაცხოვრის სახ. ტაძარში დანიშნა. 1898 წლის 18 ოქტომბერს კოდორის მაცხოვრის სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1903 წლის 6 მარტს გულუხეთის წმ. გიორგის სახ. ტაძარში დაინიშნა. 1907 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1914 წელს სკუფია უბოძეს. 1914 წლის 18 ნოემბერს პირველი შხეფის მთავარანგელოზთა სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1915 წლის 16 მაისს შტატიდან გავიდა და ეკლესიაში 38-წლიანი ერთგული სამსახურისათვის წელიწადში 300 მან. პენსია დაენიშნა. მისი გარდაცვალების წელი უცნობია. ჰყავდა მეუღლე კესარია როსტომის ასული (დაბ. 1861/1863წ.) და შვილები: ალექსანდრა (1880),დეკანოზი არეთა (1884-1937წწ.). ამ შტოს უკანასკნელი სასულიერო წარმომადგე
21-1 საპატრიარქოს უწყებანი N21 6-19ივნისი 2019წ გვ.19
დეკანოზი არეთა სახოკია 1884-1937 (გაგრძელება)
ნელი გახლდათ მლვდელმოწამე, დეკანოზი არეთა სახოკია. იგი 1884 წელს დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება სოფლის სამრევლო-საეკლესიო სკოლაში მიიღო. 1903-1906 წლებში თბილისის საიმპერატორო მუსიკალურ სასწავლებელში სწავლობდა. 1907 წლის 3 ოქტომბერს ბანძის ორკლასიან სამრევლო-საეკლესიო სკოლაში სლავურ და ქართულ საეკლესიო გალობის უშტატო მასწავლებლად დაინიშნა. 1908 წლის 10 ოქტომბერს შტატში დაამტკიცეს და 1910 წლის 2 ნოემბრამდე მუშაობდა აქ. 1909 წლის 10-18 აპრილს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) იმოგზაურა სამეგრელოში სარევიზიოდ. მან
დაათვალიერა სუჯუნის, საჭილაოს, ბანძისა და ნოსირის ოლქები. შეიტყო თუ რა მდგომარეობაში იყო ეკლესიები, სამღვდელოება და მრევლი. უყურადღებოდ არ დაუტოვებია სამინისტრო და სამრევლო სკოლები.
ბანძის ოლქში მის მეუფებას მოეწონა სოფლის ერთკლასიანი ვაჟების სამრევლო სკოლა, სადაც კარგად იყო დაყენებული სწავლა. იქვე ინახულა დეკანოზ ანტონ კეკელიას სამრევლოში აშენებული ორკლასიანი სკოლა „ძალიან მოეწონა მის მეუფებას კარგად დაყენებულ გალობის საქმეში“ მასწავლებელ არეთა სახოკიას მეცადინეობით, რომელსაც გაუთავებია თბილისში მუზიკალური სკოლა. დიდი მადლობის ღირსია ბატონი არეთა სახოკია ასეთი თავდადებისათვის გალობის საქმეში. 1910 წლის 7 ნოემბერს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა და ფოთის წმ. ალექსანდრე ნეველის სახ. საკათედრო ტაძრის მეორე კერძო დიაკვნის შტატში დაადგინა. 1910 წლის 6 დეკემბერს გურია-სამეგრელოს ეპარქიის სასწავლო დირექტორიამ სამეგრელოს საქალაქო სასწავლებელში საეკლესიო გალობის მასწავლებლად დაამტკიცა. 1915 წელს მღვდლად დაასხეს ხელი. მლვდელი არეთა აქტიურად მონაწილეობდა სამეგრელოს კულტურულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 1916 წელს ქართული პრესა წერდა: „22 გიორგობისთვეს სალიტერატურო საღამო გამართეს ნ. ბარათაშვილის დაბადებიდან ასის წლის შესრულების აღსანიშნავად. მონაწილეობას იღებდნენ: ია ეკალაძე (წაიკითხა პოეტის მოკლე ბიოგრაფია),
მოწაფეთა ხორო მღვდელ არეთა სახოკიას ლოტბარობით, მოზრდილთა ხორო ვ. გეგეჭკორის ლოტბარობით, ახალ-სენაკის მასწავლებელნი და მოწაფენი. წაიკითხეს ლექსები ბარათაშვილისა“. 1922 წლის
ივნისში კომუნისტების მიერ ეკლესიებში არსებული ქონების საყოველთაო აღწერის დროს ზემო სორტის წმ. გიორგის სახ. ტაძრის წინამძღვრად იხსენიება. 1925 წლის 12 ოქტომბერს ჭყონდიდის ეპარქიის, სენაკის ოლქის, ძველი სენაკის წმ. გიორგის სახ. ტაძრის წინამძღვარია. 1929 წლის 1 სექტემბერს უკვე ძველი სენაკის მაცხოვრის სახ. ტაძარში ჩანს. 1936 წლის 1 მაისს მღვდელი არეთა ქუთაის-გაენათის ეპარქიის, კულაშის მაცხოვრის ჯვარცმის სახ. ტაძრის წინამძღვრად იხსენიება. 1936 წლის 28 აპრილს მღვდელი არეთა კესარია შაფათავას სახლში დააპატიმრეს. 1936 წლის 9 ივლისს მღვდელი არეთა თავის შვილს წერდა: „შვილო ხუტა! მოგიკითხავ გულწრფელად. მომიკითხე კოლია, ბაბო, ელენე, ნინა და მისი ქმარი. მე ჯანმრთელად ვარ. რატომ წერილი არ მოიწერე სხვაგან ხარ თუ ისევ იქ? სახლში ყველა კარგადაა, მე კულაშში ვარ. სასამართლო შესდგა ადგილობრივ 22 ივნისს, მაგრამ რადგან მთავრობის მომხრე არ
გამოცხადდა, გადასდვეს 29 ივნისისთვის. დამცველი მყავდა აყვანილი და თან ხალხიდან მოწმენიც. ბრალდება, რომელსაც მიყენებდენ მათი კომსომოლები არ გამართლდა. საჯაროდ მათი ცრუ ბრალდება გააქარწყლა დამცველმა ე. ი. ყველაფერში გავმარჯვდი, მაგრამ როგორც ჩვეულება ქონიათ 128 მუხლი გაითვალისწინეს და მომისაჯეს ერთი თვით თავისუფლების აღკვეთა და 11 თვე ციხე -– ამასთან მიიღეს მხედველობაში ხნოვანება და ავადმყოფობაც და მომცეს უფლება 5 დღის განმავლობაში უმაღლეს სასამართლოში გადატანის. მეორე დღეს
30 ივნისს, დღით ორშაბათს, წავედი სამტრედიაში დამცველთან და მან გამოაწყო როგორც საჭირო იყო და სასამართლოს კანცელარიას გადავეცი გასაგზავნად. ამასთან, დავსწერე ქუთაისის ეპარქიის
საბჭოს სახელზე განცხადება და შეუთვალე, რომ აცნობონ პატრიარქს თბილისში გაგზავნოს სასამართლოში თავისი წარმომადგენელთაგანი დასასწრებლად. ამასთანავე გავალებ მიხვიდე პატრიარქთან და გაიგო, აბა რას აპირებს, მიიღებს თუ არა
ზომას და შემატყობინე დაჩქარებით“. ამ რეზოლუციაზე 14 ივლისს უწმინდესმა კალისტრატემ შემდეგი მინაწერი გააკეთა: „ვინაიდან მამა სახოკიას ქალი არ გამოცხადდა, ეცნობოს ქვემო აღნიშნული მისამართით, რომ გასაჩივრება უზენაესში ჯერ არ არის“. როგორც შემდგომი მიმოწერიდან ჩანს, მამა არეთას 11-თვიანი ციხე 500-მანეთიანი ჯარიმით შეუცვალეს.
21-2 საპატრიარქოს უწყებანი N21 6-19ივნისი 2019წ გვ.20
დეკანოზი არეთა სახოკია 1884-1937 (დასასრული)
სამტრედიის რაიონის სახალხო სასამართლოს მიერ გაგზავნილი მოხელე მივიდა კულაშში და აღწერა მოძღვრის საცხოვრებელი ადგილი, სადაც მხოლოდ ქვეშაგები, ჭიქა და დოქი დახვდა. მან შეადგინა აქტი და წარუდგინა სასამართლოს, რომ მამა არეთას სხვა არაფერი გააჩნდა. სასამართლოს თავმჯდომარემ იმავე გამოუცხადა, რომ გადასახადი უკლებლივ გადაეხაალის 12 სექტემბერს თავისთან დაიბარა იგი და. შეწუხებულმა მოძღვარმა იმას საღამოს წერილი გაუგზავნა მის უწმინდესობამ და სთხოვა, რომ ეშუამდგომლა ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტში ფ. მახარაძესთან, რომ როგორც უკიდურესად ღარიბს მეპატიოს აღნიშნული ჯარიმის გადახდაო 1937 წლის 19 აპრილს მღვდელ არეთას ეკლესიაში ერთგული და თავდადებული სამსახურისთვის დეკანოზის წოდება მიენიჭა. სამწუხაროდ, 1937 წლის რეპრესიებს იგი ვეღარ გადაურჩა. მოძღვარი 29 აგვისტოს დააპატიმრეს. მას ბრალად ედებოდათ სისხლის სამართლის კოდექსის 58-10 (აგიტაციაპროპაგანდა, რომელიც შეიცავს საბჭოთა ხელისუფლების დამხობის მოწოდებას) დარღვევა. 1937 წლის 22 დეკემბერს სამეულის განჩინებით ქუთაისის სასამართლომ მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შემდეგ მის შესახებ მეტი ინფორმაცია აღარ მოიპოვება. უცნობია, მართლა
გადაასახლეს იგი თუ დახვრიტეს. ჰყავდა მეუღლე ელენე ბესარიონის ასული (დაბ. 1889წ.) და შვილები: ანასტასია (დაბ. 1912წ.) ნინო (დაბ. 1913წ)
1903-1906 წლებში არეთა სახოკია თბილისის საიმპერატორო მუსიკალურ სასწავლებელში სწავლობდა, ხოლო 1907 წელს ბანძის ორკლასიან სამრევლო-საეკლესიო სკოლაში სლავურ და ქართულ საეკლესიო გალობის უშტატო მასწავლებლად დაინიშნა. 1908 წელს შტატში დაამტკიცეს და 1910 წლამდე აქ მსახურობდა.
1909 წელს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა ლეონიდე ოქროპირიძემ სამეგრელოში იმოგზაურა, სადაც დაათვალიერა სუჯუნის, საჭილაოს, ბანძისა და ნოსირის ოლქები, გაეცნო ეკლესიების, სამღვდელოებისა და მრევლის მდგომარეობას. უყურადღებოდ არ დაუტოვებია სამონასტრო და სამრევლო სკოლები, სადაც კმაყოფილი დარჩა ბანძის სამრევლო სკოლაში მასწავლებელ არეთა სახოკიას მოღვაწეობით.
1910 წელს ეპისკოპოსმა ლეონიდემ არეთა სახოკია დიაკვნად აკურთხა და ფოთის წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ტაძრის მეორე დიაკვნის შტატში დაადგინა. იმავე წელს გურია-სამეგრელოს ეპარქიის სასწავლო დირექტორიამ სამეგრელოს საქალაქო სასწავლებელში საეკლესიო გალობის მასწავლებლად დაამტკიცა.
1915 წელს დიაკვან არეთას მღვდლად დაასხეს ხელი. იგი აქტიურად მონაწილეობდა სამეგრელოს კულტურულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
1922 წელს, კომუნისტების მიერ ეკლესიებში არსებული ქონების საყოველთაო აღწერის დროს ზემო სორტის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრად იხსენიება.
1925 წელს ჭყონდიდის ეპარქიის, სენაკის ოლქის, ძველი სენაკის მაცხოვრის სახელობის ტაძრის წინამძღვარია.
1929 წელს უკვე ძველი სენაკის მაცხოვრის სახელობის ტაძარში იხსენიება.
1936 წელს მღვდელი არეთა ქუთაის-გაენათის ეპარქიის, კულაშის მაცხოვრის ჯვარცმის სახელობის ტაძრის წინამძღვრად იხსენიება და ნიკოლოზ სვიმონის ძე ოქრობახიძის ოჯახში ცხოვრობდა.
1936 წლის 28 აპრილს მღვდელი არეთა კესარია შაფათავას სახლში დააპატიმრეს და სასამართლომ 11 თვე ციხე მიუსაჯა, რომელიც შემდეგ 500 მანეთი ჯარიმით შეუცვალეს. სამტრედიის რაიონის სახალხო სასამართლოს მიერ გაგზავნილმა მოხელემ კულაშში მოძღვრის საცხოვრებელი სახლი აღწერა, სადაც მხოლოდ ქვეშაგები, ჭიქა და დოქი დახვდა. მან ოქმი შეადგინა და სასამართლოს წარუდგინა, რომ მოძღვარს არაფერი არ გააჩნდა. მიუხედავად ამისა, სასამართლოს თავმჯდომარემ მას თანხის უკლებლივ გადახდა მოსთხოვა. მოძღვარმა წერილი მისწერა კათალიკოს-პატრიარქ კალისტრატე ცინცაძეს და მთავრობასთან შუამდგომლობა სთხოვა ჯარიმის პატიების თაობაზე.
1937 წლის 19 აპრილს მღვდელ არეთას ეკლესიაში ერთგული და თავდადებული სამსახურისთვის დეკანოზის წოდება მიენიჭა. სამწუხაროდ, 1937 წლის რეპრესიებს იგი ვერ გადაურჩა და ამავე წლის 29 აგვისტოს დააპატიმრეს. მას ბრალად ედებოდა აგიტაცია-პროპაგანდა, რომელიც საბჭოთა ხელისუფლების დამხობის მოწოდებას შეიცავდა.
1937 წლის 22 დეკემბერს სამეულის განჩინებით ქუთაისის სასამართლომ მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ამის შემდეგ მის შესახებ მეტი ინფორმაცია აღარ იძებნება. უცნობია დეკანოზი გადაასახლეს თუ დახვრიტეს.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სენაკის განყოფილების ნამდვილი წევრი (1919-)
ბიბლიოგრაფია
"საპატრიარქოს უწყებანი" : N 21. - თბილისი, საქართველოს საპატრიარქოს გამომცემლობა, 2019. - 18-20 გვ.