თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 1
ცაგურიშვილი თეა რევაზის ასული - დედა ეკლესიის ქომაგი.
ჟურნალი კარბჭე წამყვანი ჟურნალისტი, დაარსებიდან (20 წელი)
სრულად ნახვა
თეა რევაზის ასული ცაგურიშვილი. დაიბადა ქ. თბილისში, 1975 წლის 19 ნოემბერს;
დავიბადე და გავიზარდე თბილისში. სკოლაც აქ დავამთავრე. რის შემდეგაც ჩავაბარე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე. დამთავრების შემდეგ სწავლა გავანგრძელე საქართველო-საბერძნეთის ჰუმანიტარულ აკადემიაში ჟურნალისტიკის განხრით. სწავლასთან ერთად ვმუშაობდი სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში. 1992 წლიდან ვაქვეყნებდი სტატიებს გაზეთებში - "საქართველოს რესპუბლიკა“, "დილის გაზეთი“, "მთავარი გაზეთი“, "დრონი“, "თბილისი“, "კვირის პალიტრა“. ვარ ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი. ჩემთვის საყვარელ ჟურნალ "კარიბჭეში“ თითქმის დაარსებიდან ვმუშაობ. პარალელურად ვთანამშრომლობ ჟურნალ "ისტორიანში“.