სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12216

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
გერასიმე (ბებურიშვილი-ვაჩნაძე) 1783-1851წწ გერასიმე (ბებურიშვილი-ვაჩნაძე) 1783-1851წწ

1783-1851 წწ. გარდ. 68 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი ბებურიშვილი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

4       ბეჭდვა

გერასიმე (ბებურიშვილი-ვაჩნაძე) 1783-1851წწ

მღვდელ-მონაზონი გერასიმე (ბებურიშვილი-ვაჩნაძე) 1783-1851 (გაგრძელება)

პატარა გრიგოლი როგორ მშვენივრად ღიღინებდა თვითხმოვანს „ცისკარს მსთვად მოვიდა“. შინ შემოსრულმა არქიმანდრიტმა ნახა, რომ საბა მგალობელი თავის მოწაფეებს აგალობებდა სწორედ ამ საგალობელს („ცისკარს მსთვად მოვიდა“) და ძალიან უჭირდათ დასწავლა. სადილად დასხდნენ. არხიმანდრიტმა გერონტიმ იკითხა პატარა გრიგოლის ვინაობა და სთხოვა იოანე ბოდბელს, მოეყვანათ იგი. მოიყვანეს უნებურად. გერონტიმ უბრძანა -- აბა, წეღან რომ გალობდი საყდართან, აქაც იგალობე, შვილო! პატარა გრიგოლმა თამამად დაიწყო და იგალობა შეუშლელად სრული „ცისკარს მსთვად“. თვით გერონტიმ ბანი მიაყოლა, საბამ მოძახილი. გაკვირდნენ იოანე ბოდბელი და საბა, გარედან ყურის გდებით ასე მალე როგორ დაისწავლაო. ბოდბელმა ერთი აბაზი აჩუქა და თავზე ხელი გადაუსვა წაქეზების ნიშნად. სწავლის დროს გერონტიმ ჰსთხოვა ბოდბელს ეს ბავშვი მე მომეცით, წავიყვან და ჩემი სულის გულისთვის გავზრდიო. დათანხმდა ბოდბელი. გერონტიმ წამოიყვანა თან პატარა გრიგოლი ხუთექვს წელიწადში შეასწავლა მწერალ-მწიგნობრობა და გალობა. უკანასკნელი თავისთან დააბინავა დავით გარესჯის უდაბნოში და ბოლოს უკურთხა საბერო ჩოხა და თავისი სახელი (გერონტი) უწოდა“.
1822 წლის 9 თებერვალს დავით გარეჯის უდაბნოს წინამძღვარი, არქიმანდრიტი ილარიონი (ბებურიშვილი-ვაჩნაძე) საქართველოს ეგზარქოს იონას  (ვასილევსკი) უგზავნის დავით გარეჯის უდაბნოს საძმოს წევრების მოკლე ნამსახურებათა სიებს, სადაც მომავალი წმინდანის შესახებ ვკითხულობთ: „იერო დიაკონი გერონტი; კახეთის ქუეყანისა;
ერისკაცთაგანი; კითხვა იცის და წერა, და კანონნი ღრამმატიკისა და რიტორებისანი უსწავლიეს; შემოსრულ არს უდაბნოსა შინა სასოებითა აღკვეცისათა 1791-ს წელსა, ანაფორა შეუმოსიეს არხიმანდრიტის ილარიონისაგან 1802 წელსა და ამავე წელსა ხელდასხმულ არს დიაკონად  სამღვდელო იოანე ბოდბელისაგან; 32 წლის; კეთილ შემძლებელ არს სამსახურისა“. შემდგომი წლების საბუთებში დაზუსტებულია მისი მცირე სქემაში აღკვეცისა და დიაკვნად კურთხევის რიცხვებიც. 1802 წლის 6 ივნისს მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ილარიონმა (ბებურიშვილი-ვაჩნაძე) ანაფორა და კამილავკა უკურთხა და თავის მოძღვრის საპატივცემულოდ სახელად გერონტი უწოდა. იმავე წლის 2 ივლისს ბოდბელმა მიტროპოლიტმა იოანემ (მაყაშვილი) დიაკვნად აკურთხა. თუ რატომ მოხდა მისი გვიან ხელდასხმა, ამ საკითხზე კვლავ დეკ. პ. კარბელაშვილს მოვუსმინოთ: „თუმცა ბერობაზედ გული არ მისწევდა:
მთელი ოცი წელიწადი უარს ამბობდა. ხან მკლავს აიტკიებდა, ხან ფეხს...“. როგორც ვხედავთ, მას თავად არ სურდა მღვდლის ხარისხის მიღება და მთელი 30 წლის მანძილზე სხვადასხვა მიზეზებით ირიდებდა ხელდასხმას. თუმცა, საბოლოოდ მაინც დათანხმდა. 1832 წლის 6 ივნისს მლვდელ-მონაზონმა თეოფანემ (მაჩაბელი) ბერ-დიაკონი გერონტი ბერად აღკვეცა და სახელად გერასიმე უწოდა. იმავე წლის 14 სექტემბერს სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახ. საკათედრო ტაძარში საქართველოს ეგზარქოსმა მოსემ (ბოგდანოვ-პლატონოვი) ბერ-დიაკონ გერასიმეს მღვდლად დაასხა ხელი. მღვდელ-მონაზონ გერასიმეს უამრავი მოწაფე ჰყავს აღზრდილი, რომლებიც შემდგომში სასულიერო პირები გახდნენ. ესენი იყვნენ: მარტყოფელი ექვთიმე ჭილაშვილი, მღვდელი აბრაამ დემურიშვილი, ბერი გრიგოლი ონანაშვილი-ვაჩნაძე და სხვ. მისი გამოკვეთილია დავით გარეჯში ორი სენაკი. პირველ სენაკში ჭერის არშია და ბუხრის თავი ისეთი ხელოვნებით იყო ალებასტრისაგან გაკეთებული, რომ ყოველი მნახველი განცვიფრებაში მოყავდა. ამ სენაკში ორი წარწერაა მისი ხელით გაკეთებული: „უფალო, აქა დაგვწვენ ცეცხლითა შურისძიებითა შენისათა და მუნ საუკუნოისა შურისძიებისა შენისაგან განგვარინე“ და 2) „ჰოი მე, რამეთუ წარწყმდა განკრძალული ქვეყანით და კაცთა შორის წარმართებული არა არს“. მეორე სენაკი იყო საგარეჯოს მხრით მისავალში, მარჯვნივ, მეტად მოხერხებული (ხელოვნურად) საბოსტნე ადგილით, ზედ მაღლა მშვენიერი სასხდომი ბანით, შიგ სენაკში ყურადღების ღირსია კუთხეში კლდისაგან გამოყვანილი პატარა, ერთი კაცის საწოლი ტახტი სასთუნალითისე, როგორც მადლის წყალთან დავით გარეჯელისა. მისი გვიანდელი ცხოვრების შესახებ ცნობების კვლავ დეკ. პ. კარბელაშვილი გვაწვდის, რომელსაც გარეჯში მოღვაწე მამებისგან ჰქონდა ცნობები მლვდელ-მონაზონ გერასიმეს შესახებ. აი, რას

7-2  საპატრიარქოს უწყებანი N7 13-27მაისი 2021წ გვ.24
მღვდელ-მონაზონი გერასიმე (ბებურიშვილი-ვაჩნაძე) 1783-1851 (დასასრული)

გვიამბობს იგი: „ძალიან უყვარდა ღვინის სმა და 1840 წ. ხმა წაუვიდა. 1842 წ. 5 აპრილს ეპისკოპოსად აკურთხეს ნიკიფორე (ჯორჯაძე) და როგორც
გალობის ტრფიალმა გერონტი ჩააყვანინა ტფილისში საწამლებლად, დააბინავა დარიის მონასტერში და საუკეთესო ექიმები მიუჩინა ხმა როგორმე მოჰბრუნებოდა (ოფიციალური საბუთების მიხედვით ეს მოხდა 1843 წლის 26 ივნისს, როდესაც გარეჯის მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ იოანეს (ავალიანი) თხოვნით, გორის ეპისკოპოსმა
ნიკიფორემ (ჯორჯაძე) მლვდელ-მონაზონი გერასიმე თბილისში, მაცხოვრის ფერისცვალების სახ. მამათა მონასტერში გადაიყვანა -- გ.მ.) უწამლეს, როგორც იყო ხმა მოჰგვარეს ექიმებმა, მაგრამ ღვინის სმა სასტიკად აუკრძალეს. პატარა ხანს გააჩაღა კიდეც გალობა ტფილისში, მაგრამ ბოლოს, 1849 წ. აღარ დადგა, ისევ დავით გარეჯაში წავიდა და თავისთვის დაბინავდა და ღვინის სმისაგან ისევ წაუვიდა ხმა. ეს მყოფი მოხუცი, შესანიშნავი მგალობელი, მწერალ-მწიგნობარი, ხუროთმოძღვარი, მეჩუქურთმე -– გერონტი 1851 წ. ლეკთა თარეშმა აკუწეს ხანჯლით დანარჩენ მონასტრის კრებულთან ერთად“. მღვდელ-მონაზონი ისააკი მამა გერონტის წამებას ასე აღწერს: „ამისა შემდგომად იწყეს ტანჯვად
მამათა და ძმათა... შემდგომად იერომონახსა გე- რონტის თავი წარკვეთეს“; მორჩილი სპირიდონ გძელიშვილი კი სწერს: „და მოკლეს სანატრელი მღუდელ-მონაზონი გერონტი, კაცი ფილოსოფოსი, განთქმული ყოველთა შორის, სრული მგალობელი. იყო სანატრელიიგი მდებარე სარეცელსა ზედა, უძლური და მოხუცი ფრიად და არა ძალედვა, არამედ დაითხია სისხლი მისი, ვითარცა სისხლი ლტოლვილის ზაქარიასი, ძისა ბარუქისა, რომელი მოიკლა საკურთხეველსა შინა“. როგორც ვხედავთ, მისი ცხოვრების ორივე აღმწერელი მას გერონტით მოიხსენიებს, რადგან იგი მთელი 30 წელი ბერ-დიაკვნის ხარისხით ამ სახელით მოღვაწეობდა და ასე ეძახდნენ კიდეც მონასტერში. მსგავსი შემთხვევა რამდენჯერმე გვხვდება XIX ს-ის ქართულ საეკლესიო ისტორიაში. მაგ.: სამეგრელოს ეპისკოპოსი ბესარიონი (ჩიჩუა), რომელსაც სინამდვილეში აღკვეცის დროს ბართლომე დაარქვეს; მოწამეთას მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ბესარიონი (ახვლედიანი), რომელსაც აღკვეცისას ბენიამენი ეწოდა და მღვიმევის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ელენე (ჭუმბურიძე), რომელსაც აღკვეცისას ელისაბედი უწოდეს. სწორედ ამან განაპირობა 1946 წელს საეკლესიო კალენდარში მღვდელ-მონაზონ გერასიმეს ნაცვლად გერონტის სახელის შეტანა.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 22.02.2026
ბოლო რედაქტირება 22.02.2026
სულ რედაქტირებულია 4





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0