სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მეცნიერება
მიხეილ პეტრეს ძე ბარათაშვილი 1784-1856წწ  მოღვ. რუსეთში ისტორიკოსი, ნუმიზმატიკის ფუძემდებელი ციმბირი რუსეთი

1784-1856 წწ. გარდ. 72 წლის

ბმულის კოპირება

მეცნიერება

გვარი ბარათაშვილი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

394       ბეჭდვა

მიხეილ პეტრეს ძე ბარათაშვილი 1784-1856წწ მოღვ. რუსეთში ისტორიკოსი, ნუმიზმატიკის ფუძემდებელი ციმბირი რუსეთი

მიხეილ პეტრეს ძე ბარათაშვილი (ბარათაევი) (დ. 25 იანვარი1784, ქალაქი სიმბირსკი, ― გ. 30 ივლისი1856ბარატაევკასიმბირსკის გუბერნია)


— ქართველი ისტორიკოსი, ქართული მეცნიერული ნუმიზმატიკის ფუძემდებელი, ქართული და აღმოსავლური მონეტების კოლექციონერი.

მიხეილ ბარათაშვილი რუსეთში ვახტანგ VI-თან ერთად გადახვეწილი ქართველი თავადის მელქისედეკ (მიხეილ) ბარათაშვილის შთამომავალი იყო. მამამისი, პეტრე, ციმბირის გუბერნატორად მსახურობდა და ჰქონდა გენერალ-პორუჩიკის წოდება.

1820-1835 წლებში ბარათაშვილი იყო სიმბირსკის თავადაზნაურობის წინამძღოლი. ამ პერიოდში სიმბირსკში დააარსა მასონთა ლოჟა "სათნოების გასაღების" სახელწოდებით. 1826 დააპატიმრეს დეკაბრისტების აჯანყებასთან დაკავშირებით, მაგრამ მამხილებელი მასალის უქონლობის გამო (ბარათაშვილმა მოსპო თავისი მიმოწერა და სხვა საბუთები) მალე გაათავისუფლეს. დეკაბრისტებთან მისი იდეური სიახლოვე ეჭვგარეშეა. შემდეგში ბარათაშვილი კავკასიაში გაამწესეს და საქართველოს საბაჟო ოლქის უფროსად მსახურობდა. 1844 წ. სახელმწიფო სამსახურიდან გადადგა.


ძველი ქართული მონეტების აღწერა, კლასიფიკაცია და დათარიღება მოცემულია ბარათაშვილის ფუნდამენტურ ნაშრომში "საქართველოს სამეფოს ნუმაზმატიკური ფაქტები" (სპბ., 1844, რუსულ და ფრანგულ ენებზე), რისთვისაც არჩეულ იქნა პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრად. ამ ნაშრომით საფუძველი ჩაეყარა ქართულ ნუმიზმატიკის მეცნიერულ ტერმინოლოგიასაც. ბარათაშვილმა გამოიგონა და გამოიყენა ძველი მონეტების ზუსტი პირების დამზადების ხერხი. ქართულ ისტორიოგრაფიაში მან პირველმა მიაქცია ყურადღება VI საუკუნის კლასიკურ საისტორიო წყაროებში დაცულ ცნობას ქ. თბილისის შესახებ. ბარათაშვილის ისტორიოგრაფიულ მემკვიდრეობას გასდევს ღრმად პატრიოტული და პროგრესული კონცეფცია ქართველთა და საქართველოს ერთიანობის შესახებ. ნიკოლოზ ბარათაშვილმა მას მიუძღვნა ლექსი "საფლავი მეფის ირაკლისა". დაწყებითი განათლება მიხეილ ბარათაშვილმა ოჯახში მიიღო. საუკეთესო აღმზრდელ–მასწავლებლებმა მიხეილს, რუსულ ენასთან ერთად, სამაგალითოდ შეასწავლეს ევროპული ენებიც. სამხედრო სამსახური დაიწყო 1798 წლის 4 ოქტომბერს მე–11 საარტილერიო ბატალიონში იუნკერად. ერთი წლის შემდეგ 1799 წლის 17 ნოემბერს პოდპორუჩიკის წოდება მიანიჭეს და მე–5 საარტილერიო პოლკში გადაიყვანეს. 1803 წლის 23 ივნისს გადაინაცვლა მე–7 საარტილერიო პოლკში. 1805 წლის 30 იანვარს, 21 წლის მიხეილ ბარათაშვილი, პორუჩიკის წოდების მიღების შემდეგ, სამსახურიდან გადადგა, მაგრამ ერთი წლის შემდეგ დაბრუნდა და ჩაირიცხა პავლოგრადის ჰუსართა პოლკში (1806, 12/ 06). 1807 წლის 27 აპრილს დაიკავა გენერალ–მაიორ ეფიმ იგნატის ძე ჩაპლიცის ადიუტანტის თანამდებობა პორუჩიკის ჩინით. მონაწილეობდა 1806–1809 წლების ბრძოლებში ფრანგების წინააღმდეგ და გამოჩენილი მხედრული ვაჟკაცობისთვის დაჯილდოვდა წმ. ვლადიმერის მე–4 ხარისხის ორდენით ბაფთით (1807, 23/11) და ოქროს ჯვრით პრეისიშ–ეილაუს აღების დროს გამოვლენილი სიმამაცისთვის ( 1807, 30/11), აგრეთვე, პრუსიული ორდენით „დამსახურებისათვის“.

1809 წლის 5 თებერვალს ბარათაევი ომში მიღებული ჭრილობების გამო შტაბს–როტმისტრის ჩინში მყოფი გადადგა სამსახურიდან სრული პენსიით. 1810 წელს მან ჯვარი დაიწერა საიდუმლო მრჩევლის (ტაინი სოვეტნიკის) ქალზე, ალექსანდრა ნიკოლოზის ასულ ჩოგლოკოვაზე და ბარათაევკაში დაფუძნდა. მაგრამ 1812 წლის სამამულო ომის პერიოდში, როცა რუსეთს ნაპოლეონის ჯარები შემოესია, იგი სხვა ყოფილ სამხედროებთან ერთად სიმბირსკის სახალხო ლაშქარში გაწევრიანდა და სამშობლოში მხოლოდ 1914 წლის გაზაფხულზე დაბრუნდა.

1815–1835 წლებში მიხეილ ბარათაშვილი სიმბირსკის თავადაზნაურობის წინამძღოლი იყო. 1815 წლის 21 დეკემბერს იგი გახდა სიმბირსკის მაზრის თავადაზნაურობის, ხოლო 1820 წლის 1 იანვრიდან გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლი. ამ პოსტზე მიხეილი სამ–სამი წლის ვადით ხუთჯერ აირჩიეს და 15 წლის მანძილზე თავდადებითა და უანგაროდ ემსახურებოდა სიმბირსკის გუბერნიის მოსახლეობას. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ხელმძღვანელობით 1818 წლის 3 მარტს დაარსებული ქალთა ქრისტიანული მოწყალების საზოგადოება, ხოლო 1820 წლის 2 მაისს – თავადაზნაურ ღარიბ ქალთა შრომისმოყვარულთა სახლი. ეს სახლი შემდეგში გადაკეთდა დედოფალ ელისაბედის სახელობის მეორე თანრიგის ქალთა სასწავლებლად, რომლის დარბაზს ამშვენებდა მიხეილის პორტრეტი წარწერით: „სიმბირსკის შრომისმოყვარულთა სახლის ფუძემდებელი მ. პ. ბარათაშვილი (ბარათაევი)“. მეტად მნიშვნელოვანი იყო, აგრეთვე, მიხეილის ინიციატივისა და ზრუნვის შედეგად, თავადაზნაურთა შეწირულებებით შეგროვილი სახსრებით, 1834 წლის 18 თებერვალს სიმბირსკის გიმნაზიის პანსიონის გახსნა. წლების განმავლობაში მიხეილ ბარათაშვილი იყო სიმბირსკის გიმნაზიის პირველი ზედამხედველი, შემდეგ კი საპატიო მზრუნველი, 1835 წლის პირველ ნახევრამდე.

მიხეილ ბარათაევმა სიმბირსკში დააარსა მასონთა ლოჟა სახელწოდებით „სათნოების გასაღები“, რომელიც ექვემდებარებოდა ლოჟა „ასტრეას“. რუსეთში არსებული მასონური სალონების საქმიანობასა და მიმართულებებს იგი ჯერ კიდევ გენერალ ჩაპლიცთან სამსახურის პერიოდში გაეცნო, მაგრამ მასონთა რიგებში მხოლოდ 1816 წელს გაერთიანდა. ამ წელს იგი გახდა პეტერბურგის „შეერთებული მეგობრების“ მასონური სალონის წევრი. იმავე წელს, მოსკოვში, ამ სალონის რუსული ენის განყოფილების გახსნისას მიხეილი ოსტატის მოადგილედ აირჩიეს. მასონური სალონი სიმბირსკში მან პეტერბურგის მთავარი სალონის – „ასტრეას“ დავალებით დააარსა და თავადვე გახდა მისი ხელმძღვანელი – „დიდი მამამთავარი“. ამ თანამდებობაზე სალონის წევრებმა იგი დაუსწრებლად აირჩიეს.

https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%98%E1%83%9A_%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 25.01.2023
სულ რედაქტირებულია 1





რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0