სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12286

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
არამ ესტატეს ძე ტყებუჩავა 1947-1992წწ  გარდ. აფხაზეთი არამ ესტატეს ძე ტყებუჩავა 1947-1992წწ  გარდ. აფხაზეთი

1947-1992 წწ. გარდ. 45 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ტყებუჩავა სია

გულრიფში გამოჩენილი ადამიანები სრული სია

      ბეჭდვა

არამ ესტატეს ძე ტყებუჩავა 1947-1992წწ გარდ. აფხაზეთი

არამ ესტატეს ძე ტყებუჩავა დაბადებულია 1947 წელს. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაიწვიეს. დემობილიზაციის შემდეგ სწავლა განაგრძო ქალაქ ომსკის მილიციის უმაღლეს სკოლაში. სასწავლებლის დასრულების შემგომ 1974 წელს მუშაობა დაიწყო გულრიფშის რაიონის შსს განყოფილებაში. საქმეზე შეყვარებული პოლიციელი, სანიმუშო მუშაობისათვის, მალე უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე დააწინაურეს.  

1975-1987წლებში რაიონული განყოფილების ინსპექტორი იყო. 1987-1988წლებში სამორიგეო ნაწილის უფროსი ინსპექტორი.

1988-1990 წლებში გულრიფშის რაიონის შინაგან საქმეთა რაიონული განყოფილების საგამოძებო ჯგუფის ხელმძღვანელი, 1990-1992 წლებში სოხუმის სამმართველოს შტაბის უფროსი, 1992 წლიდან გარდაცვალებამდე ამავე სამმართველოს უფროსი.

სანიმუშო სამსახურისთვის პოლიციის ვიცე პოლკოვნიკის საპატიო წოდება მიენიჭა.

აფხაზეთში მიდინარე საომარ მოქმედებებში, არამ ტყებუჩავა უყოყმანოდ დადგა სამშობლოს დამცველთა გვერდით.

45 წლის ვიცე პოლკოვნიკი არამ ტყებუჩავა დაიღუპა 1992 წლის 29 ნოემბერს, აფხაზ სეპარატისტებთან მორიგი შეტაკების დროს. დაკრძალულია გულრიფშის რაიონში.

არამ ტყებუჩავას დარჩა მეუღლე და ქალ ვაჟი.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 29.04.2026
ბოლო რედაქტირება 29.04.2026
სულ რედაქტირებულია 3




ტყებუჩავა - გვარის 2 ღვთისმსახური

1 0

თენგიზ ტყებუჩავა 1974-1993წწ გარდ. 19 წლის, სოფ. შრომა, სოხუმი დაბ. სოფ. ვარჩე გულრიფში.

2 0


ავთანდილ ტყებუჩავა 1954-92წწ. გარდ. სოფ. კოჩარა ოჩამჩირე დაბ. სოფ. კოჩარა ოჩამჩირე აფხაზეთი

2 0


საბა ტყებუჩავა დ.2004წ. ევროპის ჩემპიონი კრივი ფოთი

1 1

1 0 0