ნინო დავითის ასული ძირკველიშვილი (სასურსათო ტექნოლოგიების დოქტორი, მკვლევარი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი)
ბიოგრაფიული ცნობები და განათლება:
ნინო ძირკველიშვილი დაიბადა 1990 წლის 2 მარტს, საგარეჯო. სასკოლო განათლება მიიღო თბილისის ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სკოლაში.
2007–2011 წწ. — სწავლობდა საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში, სასურსათო პროდუქტების ტექნოლოგიის ფაკულტეტზე, სადაც მიენიჭა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი სასურსათო ტექნოლოგიაში.
2015–2017 წწ. — სწავლა განაგრძო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი) და მოიპოვა მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
2017–2021 წწ. — საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტურა. 2021 წლის თებერვალში წარმატებით დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი თემაზე: „საქართველოს მთიან რეგიონებში წარმოებული დამბალხაჭო და მისი დამზადების ტექნოლოგიის შემუშავება“ და მიენიჭა სასურსათო ტექნოლოგიების დოქტორის აკადემიური ხარისხი (დიპლომი: DOC 000121).
პროფესიული და სამუშაო გამოცდილება:
ნინო ძირკველიშვილს აქვს მრავალწლიანი პრაქტიკული და აკადემიური გამოცდილება როგორც წამყვან კერძო კომპანიებში, ისე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და არასამთავრობო სექტორში:
2025–დღემდე — საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი — ასისტენტპროფესორი.
2022–2024 წწ. — „ახალგაზრდა ფერმერთა ასოციაცია“ — სურსათის უვნებლობის ექსპერტი.
2021–2024 წწ. — საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი — მოწვეული სპეციალისტი.
2020–2022 წწ. — შპს „პესიკო“ — ხარისხის კონტროლის სპეციალისტი, ქიმიკოსი.
2020–2021 წწ. — საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი — უფროსი მასწავლებელი / პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი.
2019–2020 წწ. — შპს „ნიკორა“ — წარმოების კოორდინატორი.
2014–2018 წწ. — შპს „სანტე ჯი ემ თი პროდუქტები“ — საამქროს უბნის უფროსი.
პროფესიული ინიციატივები და საგანმანათლებლო საქმიანობა:
„საქართველოს სურსათის უვნებლობისა და ხარისხის აკადემიის“ დამფუძნებელი და ტრენერი — საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებასა და პროფესიულ ტრენინგებს სურსათის უვნებლობის, HACCP (ჰასპის) სისტემების, ხარისხის მართვისა და საერთაშორისო სტანდარტების მიმართულებით.
მეუღლესთან - ირაკლი კურდღელია.
პედაგოგიური მოღვაწეობა:
წლების განმავლობაში ეწევა აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბაკალავრიატის საფეხურზე. მის მიერ წაკითხული და მართული სასწავლო კურსები მოიცავს:
სურსათის უვნებლობა; სურსათის უვნებლობა და ხარისხი; სასურსათო უსაფრთხოება; ხარისხის კონტროლი, სერტიფიკაცია და ეტიკეტირება; რძისა და რძის პროდუქტების წარმოება; ხორცისა და ხორც-პროდუქტების წარმოება; სამადურე წარმოება; ლიქიორ-არყის ტექნოლოგია; კოლოიდური ქიმია;
პროექტების მართვა (Lead a project, E1 Enterprise Follow-up). გამოგონება და პატენტი 2024 წ. (17 ივლისი): დარეგისტრირდა პატენტი № 9401 გამოგონებაზე: „მაგარი ტიპის დაბალი მეორადი გაცხელების ყველის ტექნოლოგიური დანამატი“ (გამცემი ორგანიზაცია: საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი — „საქპატენტი“).
შვილები: ნენე კურდღელია-2023 წელი, თაისია კურდღელია-2026 წელი,
2026 წლის ფოტო.
სამეცნიერო მოღვაწეობა და პუბლიკაციები:
ნინო ძირკველიშვილი არის ავტორი და თანაავტორი მრავალი სამეცნიერო შრომის, მონოგრაფიისა და საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში გამოქვეყნებული სტატიების:
მონოგრაფია: „საქართველოს მთიან რეგიონებში წარმოებული დამბალხაჭო და მისი დამზადების ტექნოლოგიის შემუშავება“ (2025 წ.).
სტატიები: „ტექნოლოგიური ინოვაციები სურსათის წარმოებაში და მათ გავლენა საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე: საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოების
ემპირიული ანალიზი“ (თანაავტორი: თამთა უთნელიშვილი; ჟურნალი „ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია“, 2026, 10(2), doi: 10.52340/healthecosoc.2026.10.02.14).
„სურსათის ფასები და კვებითი ხარისხი საქართველოში: სოციალურ-ეკონომიკური და ტექნოლოგიური ფაქტორები“ (ჟურნალი „ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია“, 2026, 10(1)).
"Structural characteristics of food consumption and import dependency in Georgia" (World Journal of Engineering Research and Technology, 2025).
"Determination of biogenic amines in Georgian traditional cheese" (World Journal of Engineering Research and Technology, 2025).
"Influence of goat and sheep milk on cheese characteristics" (Agrarian and Biological Sciences, 2021).
„დამბალხაჭოში აღმოჩენილი ძირითადი სოკოს სახეობები“ (Georgian Engineering News, 2020).
„დამბალხაჭოს მომწიფების დროს მიმდინარე პროცესები და ცხიმოვანი მჟავების გარდაქმნა“ (2019).
საერთაშორისო კონფერენციები და სერტიფიკატები მონაწილეობდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში (სტოკჰოლმი, კიოტო, დნიპრო, თბილისი). ფლობს
სერტიფიკატებს სურსათის უვნებლობისა და HACCP პრინციპების, ხარისხის მართვის სისტემებისა (ISO) და ადამიანური რესურსების მენეჯმენტის მიმართულებით