არჯევანიძე გიორგი პავლეს ძე (1863-1940), გენერალ-მაიორი (1916), 1916-18 123-ე ქვეითი დივიზიის მეთაური, 1918-21 ქართული არმიის ცხენოსანი დივიზიის მეთაური, 1921-28 ამიერკავკასიის ქვეითი სკოლის უფროსი, „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1916);
არჯევანიძე გიორგი პავლეს ძე - (24.I.1863 - 16.I. 1940) - გენერალი.
- სამხედრო სამსახური დაიწყო 1881 წელს.
- პოდპორუჩიკი (1883),
- პორუჩიკი (1887),
- შტაბსკაპიტანი (1893),
- კაპიტანი (1899).
- იყო რუსეთ-იაპონიის ომის მონაწილე.
- პოდპოლკოვნიკი (1905),
- პოლკოვნიკი (1910).
- I მსოფლიო ომის მონაწილე.
- 153-ე ქვეითთა პოლკის მეთაური.
- გენერალ-მაიორი (1916; წარჩინებისთვის).
- 1917 წლის სექტემბერში 123-ე ქვეითთა დივიზიის მეთაურია.
დაჯილდოებული იყო ორდენებით: წმ. სტანისლავი მე-2 ხარისხის, წმ. ანას მე-2 ხარისხის, წმ. ვლადიმირის მე-4 ხარისხის ხმლებით და ბაბთით, წმ. ვლადიმირის მე-3 ხარისხის ხმლებით, წმ. გიორგის მე-4 ხარისხის ორდენით.
1917-1918 წლებში ქართული დივიზიის მეთაურია. დამოუკიდებლობის წლებში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. 1920 იყო ქალაქ ფოთის გარნიზონის უფროსი. ემიგრაციაში არ წასულა. 1921-1929 წლებში მსახურობდა წითელ არმიაში, იყო ამიერკავკასიის ქვეითთა სკოლის უფროსი. 1929 გავიდა თადარიგში.მიხეილ ბახტაძე
Арджеванидзе Георгий Павлович (24.01.1863 – 16.01.1940)
генерал-майор с 15.06.1916 по 1921