სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
არღუთაშვილი მხარგძელი მოსე ზაქარიას ძე 1798-1855წწ გენერალ ლეიტენანტი დაბ. თბილისი

1798-1855 წწ. გარდ. 57 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი არღუთაშვილი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

32       ბეჭდვა

არღუთაშვილი მხარგძელი მოსე ზაქარიას ძე 1798-1855წწ გენერალ ლეიტენანტი დაბ. თბილისი

არღუთაშვილი მხარგძელი მოსე ზაქარიას ძე(1798-20 თებერვალი 1855) პირველდაწყებითი განათლება მიიღო თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში.


მაშინდელი მთავარმართებელის ა. პ. ერმოლოვის რჩევით, მამამ გაგზავნა პეტერბურგში;  იგი განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა სამხედრო მეცნიერებათა მიმართ.

1817 წ. 17 აპრილს იწყებს სამხედრო სამსახურს – შედის იუნკრად ლეიბ–გვარდიის ცხენოსანთა ლეგიონში (პოლკში), სადაც ორი თვის შემდეგ სტანდარტიუნკრობას იღებს, ხოლო წლის თავზე უკვე კორნეტის ჩინითაა.


1827 წ. 23 მარტს შტაბს–როტმისტრი მოსე ზაქარიას ძე არღუთაშვილი-მხარგრძელი გადმოდის საქართველოში გრენადერთა ქართულ პოლკში მაიორის ჩინით, რის შემდეგ სიკვდილამდე მსახურობს ამიერკავკასიაში. იგი მუდამ აქტიურ მონაწილეობას იღებდა მეფის რუსეთის მიერ  წარმოებულ ომებში და, როგორც მისი ერთგული, დაუნდობლად ახშობდა ადგილობრივი ერების თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის წყურვილს.


რუსეთიდან ჩამოსვლის შემდეგ იბრძოდა ირანის წინააღმდეგ (ერევანთან, აბას–აბადთან, სარდარაბადთან და ერევნის აღების შემდეგ მონაწილეობდა თავრიზისაკენ რუსეთის ლაშქრობაში, საიდანაც უკან ბრუნდება 1828 წ. ივნისში. მთავარმართებლის სურვილის თანახმად ის დარჩა აზერბაიჯანში (ირანში) და ხელს უწყობდა იქაური ქრისტიანების, განსაკუთრებით სომხების გადმოსახლებას ამიერკავკასიაში, ახლადშექმნილ სომხეთის ოლქში. 1829 წ. იბრძოდა ოსმალთა წინააღმდეგ, ხოლო 1830 წ. ბოლოს უკვე როგორც ბატალიონის უფროსი, მთიელების წინააღმდეგ. 1832 წ. თბილისის ქვეითთა პოლკშის უფროსია. იგი ჯერ გაიგზავნა წებელდის დასაპყრობად, ხოლო 1838 წ. ზაფხულში დაამარცხა ლეკები ხაჩმაზის ხეობაში. 1841 წ. იგი ხელმძღვანელობდა იმ რაზმს, რომელმაც სასტიკად ჩააქრო გურიის გლეხთა აჯანყება (10.VII-15.XII). იყო სამურის რაზმის უფროსი. 1842 წ. როცა, ყაზი-ყუმუხის სახანო შამილის მხარეს გადავიდა, მოსახლეობა აჯანყდა რუსი მთავრობის წინააღმდეგ და სამურის ოლქის უფროსი სნაქსარიოვი და ახალგაზრდა ოფიცერი ილია ორბელიანი შამილმა ტყვედ წაიყვანა, მეფის მთავრობამ ერთგული მოსე არღუთაშვილი-მხარგრძელი ყაზი–ყუმუხის აჯანყების ჩასახშობად გაგზავნა, მან კიუღიულისთან დაამარცხა მთიელები. ამასთანავე მას დაუმორჩილეს სამურის ოლქი, კიურინის სამფლობელო და ყაზი–ყუმუხის სახანო, ხოლო 1844 წ. დაავალეს სამხრეთ და ჩრდილო დაღესტანში მყოფი რუსი ჯარების სარდლობა. 1847 წ. 1 იანვარს იგი დაინიშნა დარუბანდის სამხედრო გუბერნატორად და სამოქალაქო ნაწილის მმართველად, ამავე დროს დატოვებულ იქნა სამხრეთ დაღესტნის ჯარის სარდლის თანამდებობაზე; ხოლო იმავე წლის 8 ნოემბერს კასპის ზღვისპირა მხარის ჯარების სარდლად და სამოქალაქო ნაწილის მმართველად. ამ დროს არღუთაშვილ-მხარგრძელი ებრძოდა ჰაჯი–მურატის მეთაურობით მებრძოლ მთიელებს, მონაწილეობდა გერგებილისა და სალთის აღებაში. 1848 წ. 7 ივლისს ხელმეორედ აიღო გერგებილი. ასეთი ერთგული "სამსახურისთვის" მას ებოძა გენერალ–ადიუტანტობა და ალექსანდრე ნეველის ბრილიანტებიანი ორდენი. 1853 წ. ზამთარში გადალახა კავკასიონის ქედი და ჭარბელაქნის ოლქში, ლეკის საკორდონო ხაზის ფარგლებში შეჭრილ შამილს ზურგიდან მოუარა და იძულებული გახადა ბრძოლის ველი დაეტოვებინა. ამის მერე მოსე არღუთაშვილ-მხარგრძელს ორჯერ დამბლა დაეცა და 1855 წ. 20 თებერვალს გარდაიცვალა. დაკრძალულია სანაიანის მონასტრის საგვარეულო აკლდამაში. პირდაპირი მემკვიდრეობა არ დარჩენია. მეფის მთავრობამ 1877 წელს დაღესტნის შუაგულში – თემირხანშურაში ძეგლი დაუდგა.

Аргутинский-Долгоруков Моисей Захарович (Захарьевич), князь  (1797 – 20.02.1855)
            генерал-майор с 17.06.1842
            генерал-лейтенант с 19.08.1845
            генерал-адъютант с 20.07.1848

http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00014109/

https://ru.wikipedia.org/wiki/%D0%90%D1%80%D0%B3%D1%83%D1%82%D0%B8%D0%BD%D1%81%D0%BA%D0%B8%D0%B9-%D0%94%D0%BE%D0%BB%D0%B3%D0%BE%D1%80%D1%83%D0%BA%D0%B8%D0%B9,_%D0%9C%D0%BE%D0%B8%D1%81%D0%B5%D0%B9_%D0%97%D0%B0%D1%85%D0%B0%D1%80%D0%BE%D0%B2%D0%B8%D1%87


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 28.02.2023
სულ რედაქტირებულია 1



ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0