სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11137

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
საინტერესო ადამიანები
იაკობ მარი(1793-1874) მეცნიერი სელექციონერი ლუჟიე, შოტლანდია
ბმულის კოპირება

საინტერესო ადამიანები

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

357       ბეჭდვა

იაკობ მარი(1793-1874) მეცნიერი სელექციონერი ლუჟიე, შოტლანდია

იაკობ მარიჯეიმზ პატრიკ მონტეგიუ მარი (ინგლ. James Patrick Montague Marr; დ. 1793 — გ. 1874) — შოტლანდიელი აგრონომი, მებაღე და მრეწველი; ნიკო მარის მამა.


დაიბადა 1793 წელს სოფელ ლუიჟეში. იქვე მიიღო დაწყებითი განათლება. ლონდონში სწავლისას დაუახლოვდა მიხეილ ვორონცოვს, რომელიც შემდეგ კავკასიის მეფისნაცვალი გახდა. მარმა უმაღლესი სასწავლებელი ვორონცოვთან ერთად დაამთავრა. უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ მარი ესპანეთში წავიდა და კომერციას მოჰკიდა ხელი. იქვე ცოლად შეირთო ესპანელი ქალი ფაკუნდა ანტონიო. მალე მარი ცოლ-შვილით ოდესაში ჩავიდა და იქ მსახურობდა ინგლისის სავაჭრო სახლ „ეტვუდში“. „ეტვუდი“ ვაჭრობდა საქართველოშიც და თავისი დუქნები ჰქონდა რედუტ-კალესა (1822) და თბილისში. ოდესაში რამდენიმეწიანი ცხოვრების შემდეგ, 1822 წელს მარი საქართველოში ჩავიდა და თავიდან თბილისში გააგრძელა კომერციული საქმიანობა. ადგილობრივი ვაჭრები დაუპირისპირდნენ მარს და ქალაქის ხელისუფლება მის წინააღმდეგ აამხედრეს. ამ დროს ის მიიწვია მამია V გურიელმა, რომელსაც თავის მამულებში სწავლული აგრონომი სჭირდებოდა. იმ დროისთვის გურიის სამთავრო ჯერ კიდევ დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეული იყო.

გურიელმა მარს ოზურგეთში ბაღის გაშენება დაავალა. მანვე მარს სამოსახლოდ და სანერგეს მოსაწყობად ლანჩხუთის ახლოს მისცა ადგილ-მამული 15 ყმა-ოჯახით. მარმა ყმებზე უარი განაცხადა.


„იმას მთავარმა მამიამ შეაძლია რამდენიმე კომლი კაცი კუთვნილი მამულებით, მაგრამ როგორც პატიოსანმა და სინდისგაწმენდილმა კაცმა, დამშვიდებით უარყო და უპასუხა: „მე სინდისი და მთელი ჭკუა ნებას არ მაძლევს, რომ ჩემისთანა კაცები მე მონებად მყავდესო“

იაკობ მარის აზრით ლანჩხუთის მიდამოები გამოუსადეგარი იყო ვენახისა და ხეხილის გასაშენებლად. მან სოფელი მდინარე სუფსის ნაპირას მდებარე სოფელი დაბლაციხე აირჩია. მამია გურიელმა განკარგულება მისცა თავად ერისთავს, რომელსაც ეს ტერიტორიები ეკუთვნოდა, რომ ხელი შეეწყო მარისთვის. იქ მარმა მოაწყო შესანიშნავი მეურნეობა. უცხოეთიდან გამოიწერა მცენარეები, რომლებიც მანამდე გურიაში არ იყო ცნობილი, მაგალითად ასეთი იყო სპარსეთიდან შემოტანილი ბამბა. მან ასევე ხელი მოჰკიდა არსებული ჯიშების გაუმჯობესების საქმეს, სისტემატურად იწერდა საზღვარგარეთიდან სასოფლო-სამეურნეო იარაღებს. მარმა მთავრობიდანაც აიღო სესხი 2000 მანეთის ოდენობით. ამ თანხით მას გურიაში თამბაქოს პლანტაციები უნდა გაეშენებინა. ყირიმიდან შემოიტანა ინდიგოს მარცვლები. საქართველოში შემოჰქონდა სუბტროპიკული კულტურები. იყო ჩაის ერთე-ერთი პირველი პიონერი საქართველოში. იღწვოდა დასავლეთ საქართველოში მევენახეობის გაუმჯობესებისთვის. ებრძოდა იმ დროს გავრცელებულ ვაზის ავადმყოფობებს. უნდოდა შეექმნა ვაზის მუდმივი სანერგე საფრანგეთის ყაიდაზე. გამოიყვანა ვაზის ახალი ჯიშები. 1841 წელს მარი საკუთარ მეურნეობაში აყენებდა 400 სათლ საუკეთესო ხარისხის ღვინოს. ქუთაისში ის წელიწადში 2000-2500 ფრანკის ღირებულების ღვინოს ყიდდა. მარი ღვინოებს ჯანიდან, სხილათუბნიდან და მტევანდიდიდან აყენებდა.

1841 წელს მარი ოჯახით გადასახლდა ქუთაისში, მაგრამ დაბალციხესთან კავშირი არ გაუწყვეტია. სოფელში დარჩა მისი ვაჟიშვილი ივანე. ქუთაისში მარმა წაიყვანა რამდენიმე კაცი (კოტრიკაძე, შარაშიძეები, ჟღენტი), რომლებსაც იქ სასოფლო-სამეურნეო საქმე შეასწავლა. ქუთაისის ახლოს სოფელ ჭომაში მოაწყო მეურნეობა, ხელი მოჰკიდა მესაქონლეობას, ჯიშიანი საქონლისა და ფრინველის მოშენებას, მოაწყო სასოფლო-სამეურნეო სკოლა საცდელი ნაკვეთითა და სანერგეებით. მასთან სოფლის მეურნეობის შესასწავლად სხვადასხვა კუთხეებიდან ჩადიოდნენ, იწვევდნენ საკონსულტაციოდ საუფლისწულო მამულებსა და სხვა მეურნეობებში. სკოლაში იღებდა იმერელ და გურულ გლეხთა შვილებს, რომლებიც შემდგომში ცნობილი მეურნეები ხდებოდნენ.

იაკობ მარის ხელმძღვანელობთ მოეწყო ქუთაისის ბოტანიკური ბაღი. მთავარმმართებელ ვორონცოვის დავალებით მარმა გააშენა ბაღები ოზურგეთში (მეორედ), სოხუმში, ფოთსა და ზუგდიდში, რისთვისაც წელიწადში ექვსასი მანეთი ჰქონდა დანიშნული. ვორონცოვმა მასვე მიანდო მამია V გურიელის ბაღის მოვლა. გურიელის სიკვდილის შემდეგ ბაღი მარმა დააგირავა და ხაზინას გადასცა. მარმა ბაღი ევროპისა და აზიის სხვადასხვა კუთხეებიდან გამოწერილი კულტურების საცდელ ნაკვეთად აქცია, გააშენა ფორთოხლისა და ლიმნის ხეები, ოდესადან გამოიწერა ვაზის ჯიში „იზაბელა“, რომელიც ადესას სახელით გახდა ცნობილი, გააშენა ჩაის 200-მდე ბუჩქი. ყირიმის ომის შემდეგ ბაღში მხოლოდ 25 ბუჩქი გადარჩა. მარის რცევით ისინი გორაბერეჟოულში, თავად მიხეილ ერისთავის მამულში გადარგეს. ერისთავის სიცოცხლეში მარის დარგული ბჩქები კარგად იზრდებოდა, თუმცა ჩაი არ გამოირჩეოდა განსაკუთრებული ღირსებით, რადგან ადგილობრივმა მოსახლეობამ ჩაის დამზადება არ იცოდა. უყურადღებობის გამო დროთა განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე ბუჩქი გადარჩა.[2]

იაკობ მარს მჭიდრო კავშირი ჰქონდა გლეხობასთან. ასწავლიდა მათ მიწის კულტურულად დამუშავებას, ზრუნავდა მათი მგომარეობის გაუმჯობესებითვის. წერდა მოხსენებით ბარატებს მთავრობის სახელზე, სადაც ასაბუთებდა, რომ გურული გლეხი მიწის ნაკლებობას განიცდიდა. ისმთავრობას სთხოვდა, დაესახათ ღონისძიებები გლეხთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

„გურიის მიწების უმეტესობა მხოლოდ საშუალო ნაყოფიერებისაა, გარდა შლამიანი მიწებისა მდინარეთა ნაპირებზე, დანარჩენს გაპატიება სჭირია. მაგრამ გლეხს თითქმის არა აქვს რა, რომ რითიმე გააპოხიეროს მიწა. არ მოეპოვება მას თითქმის არავითარი სამიწათმოქმედო ცოდნა და არ იცის, რანაირი საშუალება იხმაროს მიწის გასაპატიებლად. ამიტომ სხვა არ დარჩენია რა, რომ მიატოვოს გამოფიტული მიწა. ეს გამოფიტვა კი ჩვეულებრივად სამი წლის თესვის შემდეგ ხდება“

პირველი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, 70 წელს გადაცილებულმა მარმა ახალგაზრდა ქართველ ქალზე, აღათი შარაშიძე-მაღულარიაზე იქორწინა. 1865 წელს, 4 ივნისს მათ ეყყოლათ შვილი, მომავალში ცნობილი ისტორიკოსი და ლინგვისტი ნიკო მარი, რომელსაც მამამ ევროპული ენები ასწავლა. 1870 წელს კავკასიის ეფისნაცვლას იაკობ მარმა სთხოვა სახელმწიფოს ხარჯზე მიეღოთ სკოლაში მისი შვილი. თავიდან უარი უთხრეს, თუმცა შემდეგ ჩარიცხეს ქუთაისის გინაზიაში სახელმწიფოს ხარჯზე.

იაკობ მარი გარდაიცვალა 1874 წელს. ის პირველი მეუღლის გვერდით, სოფელ ბუკისციხის ეკლესიის გალავანში დაკრძალეს. ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო სკოლა, რომელიც მარმა დააარსა და ხელმძღვანელობდა, ჯერ ტექნიკუმად, შემდეგ კი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტად გადაკეთდა.

მთელს გურიაში მარი ძლიერ პატივცემული იყო და ყველა პატიოსან და სასარგებლო კაცად იცნობდა. ის ცდილობდა, რომ ყოველგვარი ჩვენთვის სასარგებლო სხვა ქვეყნის მცენარე გაეშენებინა ჩვენში ... საზოგადოდ ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ეს კაცი“



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 27.06.2024
სულ რედაქტირებულია 1





რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0