პავლე ივლიანეს ძე აბრამიძე (დ. 19 მარტი, 1901, ვანი ― გ. 3 აპრილი, 1989, თბილისი) — ქართველი და საბჭოთა სამხედრო მოღვაწე, გენერალ-მაიორი (1940). გენერალ-მაიორი (1940), პირველი ქართველი საბჭოთა გენერალი.
დაბადების ადგილი: ქ. ვანი.
დაამთავრა ქართული გაერთიანებული სამხედრო სკოლა 1926 წელს, "ვისტრელის" კურსები 1931 წელს. მ. ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემიასთან არსებული უმაღლესი კურსები 1947 წელს.
1933 წლიდან იყო პოლკის, 1938 წლიდან დივიზიის მეთაური. 1939 წლიდან მონაწილეობდა დასავლეთ უკრაინისა და დასავლეთ ბელორუსიისათვის ბრძოლებში. იყო სსრკ–ფინეთის(1939–1940) და სსრკ–გერმანიის(1941–1945) ომების აქტიური მონაწილე. მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა პერემიშლის, ლვოვის, დროგობიჩის, ვინიცის, კიევის მისადგომებთან. 1941–1945 წლებში იმყოფებოდა გერმანელთა ტყვეობაში. 1945 წლიდან სამხედრო სამსახურში აღადგინეს. 1956 წლიდან იყო თადარიგში. 1949 წლიდან ეწოდა სამხედრო-პედაგოგიურ საქმიანობას. გენერალ–მაიორი(1941).
წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.32; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1. -თბ., 1975. -გვ. 33.
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- შრომის წითელი დროშის ორდენი
- ლენინის ორდენი
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00004945/