ვალენტინ ანდრიას ძე აფაქიძე (დ. 17 მარტი, 1904, სოფ. ფახულანი, ახლანდელი წალენჯიხის რაიონი ― გ. 29 ოქტომბერი, 1969, მოსკოვი) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, გენერალ-მაიორი (1945). რუსეთის სამოქალაქო ომისა და მეორე მსოფლიო ომის მონაწილე.
დაბადების ადგილი: სოფელი ფახულანი, წალენჯიხის რაიონი.
დაამთავრა თბილისის ქვეითთა სამხედრო სკოლა 1928 წელს, 1948 წელს 1947-1948 წლებში დაამთავრა მ. ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემიასთან არსებული დივიზიის მეთაურთა კურსები.
1922-1924 წლებში იბრძოდა შუა აზიაში ბასმაჩების წინააღმდეგ. 1940 წლიდან მეთაურობდა 112-ე მსროლელთა დივიზიის 524-ე მსროლელ პოლკს. მეორე მსოფლიო ომის დროს იბრძოდა ბალტიისპირეთში. 1941 წლის ივლისში მძიმედ დაიჭრა. განკურნების შემდეგ იყო პოდოლსკის სამხედრო სასწავლებლის უფროსი. 1953-1960 წლებში მუშაობდა სსრკ თავდაცვის სამინისტროს აპარატში. 1960 წლიდან თადარიგში გავიდა. რუსეთის სამოქალაქო ომის მონაწილე, გენერალ-მაიორი (1945).
წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.246
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- სამამულო ომის I ხარისხის მედალი
- წითელი ვარსკვლავის ორდენი
- წითელი დროშის ორდენი
- ლენინის ორდენი