ივანე პავლეს ძე ბაბალაშვილი (დ. 2 ნოემბერი, 1906, თბილისი— გ. 2 ოქტომბერი, 1983, იქვე) — ქართველი გენერალ-მაიორი (1945), ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი (1969).დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
1925 წელს დაამთავრა ქართული გაერთიანებული სამხედრო სკოლა, 1941 წელს მ. ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია(დაუსწრებლად), 1948 წელს გენერალური შტაბის აკადემია. 1939–1941 წლებში იყო ცხენოსანი დივიზიის არტილერიის უფროსი. მეორე მსოფლიო ომის დროს იბრძოდა ჩრდილოეთ კავკასიაში, ყირიმში. იყო 47-ე არმიის არტილერიის შტაბის უფროსი იყო, შემდეგ მეთაურობდა 414-ე, 392-ე ქართულ მსროლელ დივიზიებს. 1948–1965 წლებში საბჭოთა კავშირის შეიარაღებულ ძალებში სამეთაურო თანამდებობები ეკავა.1958 წელს იყო ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის უფროსის მოადგილე. 1957–1958 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამხედრო კათედრის გამგე. 1965 წლიდან გავიდა თადარიგში. გენერალ-მაიორი(1945), ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი(1969).
წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.312
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- წითელი ვარსკვლავის ორდენი
- წითელი დროშის ორდენი
- ლენინგრადის ორდენი
ითანამშრომლა მინდია ბაბალაშვილი სიმონის ძე