მახათელაშვილი ფირუზ (10 ნოემბერი 1914-1970) დაბადების ადგილი: სოფელი კურდღელაური, თელავის რაიონი.
სწავლობდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტზე; აგროვებდა და იწერდა ხახლურ სიმღერებს, ცნობილ მომღერალთა(დედას ლევანა, ვანო მჭედლიშვილი, მიხა ჯიღაური, ნინია ელოშვილი) ნამღერ ვარიანტებს;
ჩამოაყალიბა და ხელმძღვანელობდა გუნდებს(თელავი, გორი, რუსთავი, ახმეტა, ყვარელი, კურდღელაური, მუკუზანი, წინანდალი, შილდა, ნაფარეული, გურჯაანი, ველისციხე); ფირუზ მახათელაშვილმა სახელი გაითქვა როგორც თვითნასწავლმა კომპოზიტორმა; მისი ცნობილი საავტორო სიმღერებია: "ნუ გიყორს, ქალო", "სიმღერა კახეთზე", "სიმღერა თელავზე", "ხალხო, შეხედეთ, ეს გოგონა ვისია",
მუსიკალურ-ქორეოგრაფიული სიუიტა "მთისა და ბარის მეგობრობა"; მ
ისი გუნდები ხალხური სიმღერების გარდა ასრულებდა ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებებს: ნ. სულხანიშვილი, მ. ჩირინაშვილი, შ. მშველიძე;
შექმნა ახალი კომბინირებული საკრავი, რომელშიც შერწყმული იყო ჩონგური და ფანდური; ხალხური სიმღერის მომღერალი, ლოტბარი.
წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 309
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1979 - საქართველოს სახალხო არტისტი
- 1958 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
- ინფორმაცია მოგვაწოდა თამუნა გაგნიძემ