არჩილ ჯაჯანაშვილი (ფსევდონიმი გ.ბარელი) (1885-1937) ქართველი პუბლიცისტი, მწერალი. სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის წევრი. საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი (1918 წელს) დაიბადა თბილისში.
თბილისის ქართული გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა ნოვოროსიისკის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის ფილოსოფიის განყოფილებაზე.
საქართველოში დაბრუნების შემდგომ თანამშრომლობდა ქართულ პრესასთან ("ივერია", "ცნობის ფურცელი"...). პოლიტიკურ, სალიტერატურო თემებზე წერილებს აქვეყნებდა "გ. ბარელის", "გ. ბარველის" ფსევდონიმით. იყო ბელეტრისტი, მთარგმნელი და რედაქტორი. შეადგინა არჩილ ჯორჯაძის თხზულებათა მე-6 ტომი. იყო სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ორგანოს "სახალხო გაზეთის" რედაქტორ-გამომცემელი. რედაქტორობდა აგრეთვე გაზ. "დროშას". სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის კვოტით შეიყვანეს საქართველოს ეროვნულ საბჭოში, სადაც აქტიურად მონაწილეობდა საკანონმდებლო საქმიანობაში. იყო პარლამენტში ეროვნულ უმცირესობათა ენის ხმარების შესახებ კანონის ავტორი. შეეწირა 1937 წლის რეპრესიებს. სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის წევრი.
წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.546
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭო (პარლამენტი), წევრი (1918-)
- ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, გამგეობის წევრი
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00014471/