ლავრენტი (კოტე) ალექსის ძე გოლიაძე (დ. 14 იანვარი, 1909, სოფ. მაკვანეთი, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი — გ. 6 ივნისი, 1973, იქვე)
— ქართველი სამხედრო მფრინავი, საბჭოთა არმიის ავიაციის გენერალ-მაიორი (1958). დაბადების ადგილი: ოზურგეთის რაიონი, სოფელი მაკვანეთი.
დაამთავრა ბაქოს 26 კომისრის სახელობის ქვეითთა სკოლა 1931 წელს; კიევის საავიაციო სკოლა 1938 წელს; კ. ვოროშილოვის სახელობის უმაღლესი სამხედრო აკადემია 1951 წელს.
1961-1963წწ. იყო საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს უფროსი; 1963 წლიდან სსრკ სამოქალაქო ავიაცისის სამინისტროს ინფორმაციის განყოფილების უფროსი; 1938-1940წწ. მონაწილეობდა სსრკ–ფინეთის ომში; II მსოფლიო ომში; 1945 წელს იაპონიის კვანტურის არმიის განადგურებაში; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, ორდენები და მედლები; საბჭოთა არმიის ავიაციის გენერალ–მაიორი (1958).
წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.84