სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
მიხეილ ჯავახიშვილი 1880-1937წწ მწერალი,  დაბ. სოფ. წერაქვი, მარნეული, ქვემო ქართლი მიხეილ ჯავახიშვილი 1880-1937წწ მწერალი,  დაბ. სოფ. წერაქვი, მარნეული, ქვემო ქართლი მიხეილ ჯავახიშვილი 1880-1937წწ მწერალი,  დაბ. სოფ. წერაქვი, მარნეული, ქვემო ქართლი მიხეილ ჯავახიშვილი 1880-1937წწ მწერალი,  დაბ. სოფ. წერაქვი, მარნეული, ქვემო ქართლი

1880-1937 წწ. გარდ. 57 წლის

ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი ჯავახიშვილი სია

მარნეული გამოჩენილი ადამიანები სრული სია

443       ბეჭდვა

მიხეილ ჯავახიშვილი 1880-1937წწ მწერალი, დაბ. სოფ. წერაქვი, მარნეული, ქვემო ქართლი

მიხეილ ჯავახიშვილი დაიბადა (1880-1937) მარნეულის რაიონის სოფელ წერაქვში. 


XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მწერალი, იყო თვალსაჩინო საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, 1921—1924 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. მისი პირველი მოთხრობა 1903 წელს გამოჩნდა, თუმცა შემდეგი ნაწარმოები მხოლოდ 1920-იან წლებში გამოაქვეყნა. ეწეოდა აქტიურ ჟურნალისტურ მოღვაწეობას, რედაქტორობდა გაზეთ "ივერიას" (1904) და "გლეხს" (1906).


თხუთმეტწლიანი დუმილის შემდეგ მოთხრობა "ტყის კაცით" (1923) დაიწყო მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედების II პერიოდი. მის განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევდა ადამიანის ვალი სამშობლოს, ხალხის, ოჯახის წინაშე (მოთხრობები "ლამბალო და ყაშა", "ყბაჩამ დაიგვიანა", "მართალი აბდულაჰ", "ორი განაჩენი", "მიწის ყივილი", "ხუთის ამბავი" და სხვა.). მან ერთ-ერთმა პირველმა ჩაუყარა საფუძველი XX საუკუნის ქართულ რეალისტურ რომანს, შექმნა ავანტიურული ("კვაჭი კვაჭანტირაძე", 1924), სოციალური ("ჯაყოს ხიზნები", 1925), სათავგადასავლო ("გივი შადური", 1928), ისტორიული ("არსენა მარაბდელი", 1933-1936), ფილოსოფიური ("თეთრი საყელო", 1926) რომანები. ჯავახიშვილს ეკუთვნის მრავალრიცხოვანი პუბლიცისტური, ლიტერატურულ-კრიტიკული წერილი და ნარკვევი, ავტობიოგრაფიული ჩანაწერი. თარგმნა გი დე მოპასანის, ჰ. სენკევიჩის, ა. ჩეხოვის, პ. ისტრატის და სხვათა თხზულებანი. 1933-1934 წლებში გამოვიდა ჯავახიშვილის რჩეულ თხზულებათა ოთხტომეული. შემოქმედებით ზენიტში მყოფ მწერალს მრავალი საინტერესო ჩანაფიქრი დარჩა  განუხორციელებელი.


საბჭოთა იდეოლოგიის ზეწოლასთან წინააღმდეგობა მწერალს სიცოცხლის ფასად დაუჯდა: ის სტალინის პერიოდის დიდი წმენდის მსხვერპლი გახდა, ხოლო მისი ნაწარმოებები აკრძალული იყო თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11.-თბ.,1987.-გვ.527



ბიბლიოგრაფია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 20.11.2021
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 21.03.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0