სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12340

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
ვლადიმერ ზარელუა ექვთიმეს ძე 1903-1979წწ საბჭოთა გენერალი დაბ. ფოთი

1903-1979 წწ. გარდ. 76 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი ზარელუა სია

ფოთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

34       ბეჭდვა

ვლადიმერ ზარელუა ექვთიმეს ძე 1903-1979წწ საბჭოთა გენერალი დაბ. ფოთი

ზარელუა ვლადიმერ ექვთიმეს ძე (1 სექტემბერი 1903-1979)  დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.


დაამთავრა ფოთის ჰუმანიტარული ტექნიკუმი 1924 წელს.

1925–1927 წლებში მუშაობდა კოლხეთის ჭაობის ამოშრობაზე. 1927–1929 წლებში ფოთში იყო სხვადასხვა კომკავშირულ, პროფკავშირულ და პარტიულ სამუშაოზე. II მსოფლიო ომის (1939–1945) დროს იყო მოქმედ არმიაში 46-ე, მე-18, მე-3 გვარდიების განსაკუთრებული განყოფილების უფროსი (1942–1945). ასრულებდა სპეციალურ დავალებებს. იბრძოდა ამიერკავკასიის, ჩრდილოეთ კავკასიის, უკრაინის I და IV, იმიერბაიკალეთის ფრონტებზე. 1945–1948 წლებში მსახურობდა საბჭოთა ჯარში პოლონეთში, ჩეხოსლოვაკიაში, ავსტრიაში, გერმანიასა და მანჯურიაში. 1954–1972 წლებში მუშაობდა სხვადასხვა სამეურნეო თანამდებობაზე. დაჯილდოებულია ორდენებითა და მედლებით. გენერალ-მაიორი (1944).


წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.312

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს წყალზე მაშველი საზოგადოება , პრეზიდიუმის თავმჯდომარე (1973-1979)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დამსახურებული მუშაკი
  • საქართველოს სახელმწფო უშიშროების საპატიო თანამშრომელი

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 13.03.2023
სულ რედაქტირებულია 2