კირილე ჯავახია (1871-1945) დაიბადა სენაკის რაიონის სოფელ გურძემში.
დაამთვრა სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის კურსი და სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. მუშაობდა მასწავლებლად დაწყებით სკოლებში; ახალი სკოლების დაარსების ინიციატორია სოფლებში; მოახერხა გლეხობის დარაზმვა და მათი აქტიური ჩაბმა სკოლებისა თუ სხვა კულტურული დაწესებულებების მშენებლობაში; სხვადასხვა დროს იგი მასწავლებლობდა ახალსენაკის მაზრის სხვადასხვა სოფელში(სორტა, კოტიანეთი, ძველი სენაკი, კურძემი, ახალსენაკი და ა.შ.) და ყველგან ნოყოფიერი შრომისა და საზოგადო მოღვაწეობის შესამჩნევი კვალი დატოვა; იმდროინდელ პერიოდული გამოცემებში აქტიურად ბეჭდავდა მოთხრობებს, ნოველებს, სტატიებსა და კორესპონდენციებს; საბოლოოდ ქ. ახალსენაკში დასახლდა, სადაც განაგრძობდა სწავლა-აღზრდისა და მწერლობის სამსახურს. მის გამოქვეყნებულ თზულებათაგან აღსანიშნავია: ისტორიული მოთხრობა "მოჯალაბე", "კონსტანტინე დადეშქელიანი", "სააღდგომო კაბა", "დატანჯული მნათობი", აგრეთვე ნოველები, ესკიზები, ნობათები და სხვ.
წყარო: http://nateba.net/index.php/biographies/85-javakhia
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, სენაკის განყოფილების ნამდვილი წევრი (1910-)
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00006064/