თეოფილე ხუსკივაძე (1860-1924) დაიბადა ზესტაფონის რაიონის დაბა შორაპანში.
დაამთავრა გორის საოსტატო სემინარია 1881 წელს და პედაგოგიურ მოღვაწეობას მიჰყო ხელი, რაც 1894 წლამდე არ შეუწყვეტია. ამ ხნის განმავლობაში ზესტაფონში ყველა კულტურული წამოწყების ერთ-ერთი აქტიური წევრი და ხელმძღვანელი იყო; ავრცელებდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებს; გახსნა წიგნის მაღაზია, სამკითხველო და სხვ.; 1894 წელს დაინიშნა მდივნად ქუთაისის საოლქო სასამართლოში; იყო მარტვილის მომრიგებელი მოსამართლე, ნოტარიუსი ოჩამჩირეში და ა.შ.; 1876 წელს "დროებაში" დაიბეჭდა მისი პირველი წერილი "შვილის აღზრდა". ამ დღიდან დაიწყო მისი მოღვაწეობა პედაგოგიურ-ლიტერატურულ სარბილეზე; ხშირად ბეჭდავდა წერილებს; წერდა ისტორიულ და საბავშვო მოთხრობებს, პიესებს, ეტიუდებს, ესკიზებს, მოგონებებს; 1912 წელს ოჩამჩირეში გახსნა "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" განყოფილება და ამ განყოფილების უცვლელი თავმჯდომარე იყო; განყოფილებას ჰქონდა წიგნსაცავი-სამკითხველო და ქართული პირველდაწყებითი სკოლა, თვითონ კითხულობდა ლექცია-მოხსენებებს ხალხის გათვითცნობიერებისათვის.
წყარო: http://nateba.net/index.php/biographies/105-khuskivadze
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ნამდვილი წევრი (1893-)
ბიბლიოგრაფია
- უკანასკნელი მეფე იმერეთისა სოლომონ მეორე : ისტორიული ამბავი (ავტორი). - ქუთაისი, ქუთაისელი, 1990. - 36გვ.
- ლევან ბატონიშვილი : ისტორიული მოთხრობა (ავტორი). - ქუთაისი, ქუთათური ამხ. გამოცემა N21, 1903. - 40გვ.
- დრო გამოიცვალა : ვუძღვნი ახალგაზრდა მღვდლებს (ავტორი). - Кутаис, тип. ред. журн. "Мцкемси", 1893. - 24გვ.
- თხზულებანი თეოფ. ხუსკივაძისა, 1881-1891 წ. (ავტორი). - ახალ-სენაკი, კ. თავართქილაძის წიგნის მაღაზიის გამოც. N 25, 1892. - 146გვ.
- შვილის აღზრდა : პედაგოგიური წერილები (ავტორი). - თბილისი, გრ. ჩარკვიანის სტ., 1890. - 66, [2]გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00006053/