გრიგოლ ხეჩუაშვილი (1879-1960) დაიბადა გორის მაზრის სოფელ ახალქალაქში.
მის კალამს ეკუთვნის როგორც ლექსები, ისე დრამატული, ისტორიულ-ლეგენდარული პოემები: "პაატა", "რუიზანი", "საქართველოს გმირი", "ოცი ძმა" და სხვა; მოთხრობები: "დურგლიაანთ ქორწილი", "სიმონა ბუჯიაშვილი", "მეკვლე", "უკუღმართობა", "შეიცვალნენ", "სამჯერ ოცდაორში", "ბერუას ნიკოლა", "ცელქი რეზო", "გოგიანთ კაკალი" და სხვა. დრამატული ნაწარმოებები: "მუშა-მგოსანი", "დარბეულნი", "უმანკონი", ეტიუდები, საბავშო მოთხრობები და სხვა მრავალი ლექსი. 1923 წელს მუშა-მგოსანს, მწერალსა და დრამატურგს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში იუბილე გაუმართეს. ამ იუბილესთან დაკავშირებით გამოიცა მისი ნაწერები და საიუბილეო კრებული. იუბილეს დღეებს გამოეხმაურა პრესაც.
წყარო: მოდით გავიხსენოთ. -თბ., 1986.-გვ.35
ბიბლიოგრაფია
- დარბეულნი (ავტორი). - ტფილისი, ქართველთა ამხ. სტ., 1911. - 72გვ.
- შალიკოს სინანული (ავტორი). - ტფილისი, ქართველთა ამხ. სტ., 1910. - 8გვ.
- სამჯერ ოცდაორში (ავტორი). - ტფილისი, ქართველთა ამხ. სტ., 1908. - 32გვ.
- შეიცვალნენ და ტყე და ქარიშხალი (ავტორი). - ტფილისი, ქართველთა ამხ. სტ., 1907. - 29გვ.
- ლექსები (ავტორი). - თბილისი, ქართველთა ამხ. სტ., 1906. - 32გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00011445/