მამუკა ხერხეულიძე (1959) დაიბადა თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1982 წელს.
1983-1993წწ. მუშაობდა საქტელერადიო კომიტეტის საინფორმაციო სამსახურის კორესპონდენტად. მისი პუბლიკაციები პერიოდულად იბეჭდებოდა პრესაში. ასევე მუშაობდა მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტში ლექსიკოლოგიის განყოფილებაში. 1993 წელს იბრძოდა აფხაზეთის ომში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. 2002 წლიდან კომპანია "დავით სარაჯიშვილი და ენისელის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ხოლო 2003 წლიდან კი ამავე კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი. "ვარდების რევოლუციის" დროს იყო "დაუმორჩილებლობის კომიტეტის" წევრი. დაარსების დღიდან თანამშრომლობს გაზეთ "24 საათთან". 2010–2011 წლებში მამუკა ხერხეულიძე იყო ლიტერატურული კონკურსის "გალას" ჟიურის წევრი.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- საზოგადოებრივი ტელევიზიის სამეურვეო საბჭო, წევრი (2005-)
ბიბლიოგრაფია
- კავკასიური ქრონიკა (ავტორი). - თბილისი, არეტე, 2005. - 93გვ.
- დღეს (ავტორი). - თბილისი, რუსთავი 2 პრინტი, 2003. - 251გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00001022/