მირონ ხერგიანი (1943) დაიბადა სვანეთის დაბა მესტიაში.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1966 წელს.
პირველი მოთხრობები და წიგნი "პირველი ღამისთევა" 1966 წელს გამოაქვეყნა. მას ეკუთვნის რომანები: "ღრუბლები შენ გქონდეს" (1972), "კლდის ვეფხვი" (1975), მოთხრობები, ლექსები, ნარკვევები, პუბლიკაციური წერილები, კრებულები: "გადასასვლელი" (1971), "ოქროსფერი რიყე" (1976), "კარგ ყმად ვინა ვთქვათ" (1980), "ფიქრის მურყვამი ავაგე" (1983), "დღეს ღამე უთენებია" (1984) და სხვა.
წყარო:
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.470
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00011079/
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- სკკპ , წევრი (1974-)