ბესიკ ხარანაული (1939) დაიბადა დაბა თიანეთში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1962 წელს.
მუშაობდა გამომცემლობაში "ლიტერატურა და ხელოვნება" უმცროს რედაქტორად 1963–1967წწ., გამომცემლობაში "საბჭოთა საქართველო" რედაქტორად 1967–1972წწ., ჟურნალ "მნათობის" რედაქციაში იყო განყოფილების გამგე, 1972–1998წწ. რედაქტორის მოადგილედ, 1999 წლიდან გამომცემლობა "ნაკადულის" დირექტორი. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1954 წელს, ლექსების პირველი კრებული გამოიცა 1968 წელს. მისი ლექსები თარგმნილია ფრანგულ, გერმანულ, რუსულ, ჩეხურ, უნგრულ, ბულგარულ, აზერბაიჯანულ და სხვა ენებზე.
2010 წლის ოქტომბერში წარდგენილ იქნა ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში.
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 2003 - ლიტერატურული პრემია "საბა"
- 1993 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
- ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია
- შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
ბიბლიოგრაფია
- 100 ლექსი : ლექსები (ავტორი). - თბილისი, ინტელექტი, 2007. - 158გვ.. - ISBN: 978-99940-931-5-1
- ეპიგრაფები დავიწყებულ სიზმრებისათვის : რომანი (ავტორი). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2005. - 275გვ.
- წიგნი ამბა ბესარიონისა : პოემა (ავტორი). - თბილისი, არეტე, 2003. - 160გვ.. - ISBN: 99940-745-0-4
- შუადღის წიგნი : პოემა, ლექსები (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1991. - 101გვ.. - ISBN: 5-525-00283-3
- ლექსები, პოემები (ავტორი). - თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1991. - 412გვ.
- აგონიური : პოემა (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1991. - 168გვ.
- მიკარნახე ანგელინა : პოემა (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1985. - 119გვ.
- ხეიბარი თოჯინა : პოემა (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1973. - 57გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00000689/