გიორგი ხარაბაძე (1942) დაიბადა თბილისში. დაამთავრა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1963 წელს.
1963-1994წწ. იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი. სპექტაკლებში განხორციელებული აქვს როლები: ჯარისკაცი ("ყვარყვარე თუთაბერი" 1959), დათო (ვ. როზოვის "ვახშმობის წინ"), ოთარი (რ. სტურუას, გ. ქავთარაძის "ბრალდება"), ღვთისო (ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი"), დიტო (ო. იოსელიანის "სანამ ურემი გადატრიალდება"),
ჯიბო (შ. დადიანის "გუშინდელნი"), ტარასი ხაზარაძე (კ. ლორთქიფანიძის "კოლხეთის ცისკარი"), ავტორი (ი. ჭავჭავაძის "ჩემო კალამო"), დიდებული ("ჰამლეტი" 1960), ავთო ("მზიანი ღამე" 1966), ტარიელი ("ვეფხისტყაოსანი" 1966), ოიდიპოსი ("ოიდიპოს მეფე" 1976), ჯორჯ კლარენსი ("რიჩარდ მესამე" 1979) და სხვ. განსახიერებული აქვს კინოროლები: ოთარი ("გიორგობისთვე" 1966), კაზა ჩხეტია ("დათა თუთაშხია" 1978), ნოდარი ("ჩემი მეგობარი ნოდარი" 1967), ჰერცოგი ("დონ კიხოტი" 1989), თენგიზი ("გასერინება ყარაბაღში" 2005) მერაბ სეთურიძე "რაიკომის მდივანი"),
მირიან ტაბიძე ("გამოცხადება") და სხვ. გადაღებულია ვიდეოფილმებში: "ირინეს ბედნიერება" (აბესალო, 1974), "ოთარაანთ ქვრივი" (გიორგი და სოსია, 1978), "სატელევიზიო ოთხთავი" (1996) და სხვ. შექმნილი აქვს ტელეთეატრის ციკლი: პოეზიის 30 წუთი (1974), "ბედი ქართლისა" (1975), აკაკი წერეთლის მონოლოგი (1979), ვაჟა-ფშაველას ნაანდერძევი (1983) და სხვ. ფირფიტაზე ჩაწერილი აქვს "ვეფხისტყაოსანი" (1986), "გალობანი სინანულისანი" (1989). გამოქვეყნებული აქვს წიგნი "თქვენ მომაგონდით" (1989). 1983 წელს დაჯილდოვდა "ხუთწლედის მატიანის" პრემიით, 2017 წელს ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მიენიჭა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სპეციალური ჯილდო "ხელოვნების ქურუმის" წოდება.
წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – 1998-1999. - გვ. 409; ხელოვნების კალენდარი თეატრი, მუსიკა, კინო. -თბ., 1992 .- გვ. 78-79; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- საქართველოს თეატრალური საზოგადოება, წევრი (1968-)
- საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირი, წევრი (1988-)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1987 - დავით კლდიაშვილის სახელობის პრემია
- 1986 - საქართველოს სახალხო არტისტი
- 1976 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
- 1976 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
ბიბლიოგრაფია
- თქვენ მომაგონდით (ავტორი). - თბილისი, საქართველო, 1990. - 133გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00002290/