სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11125

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
დანიელ ჭონქაძე 1830-1860წწ  მწერალი, დაბ. სოფ. ყვავილი, დუშეთი, მცხეთა-მთიანეთი

1830-1860 წწ. გარდ. 30 წლის

ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი ჭონქაძე სია

დუშეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

396       ბეჭდვა

დანიელ ჭონქაძე 1830-1860წწ მწერალი, დაბ. სოფ. ყვავილი, დუშეთი, მცხეთა-მთიანეთი

დანიელ ჭონქაძე (1830-1860) დაიბადა დუშეთის რაიონის სოფელ ყვავილში. 1839-1845წწ. სწავლობდა ვლადიკავკაზის სასულიერო სასწავლებელში; 1851 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია.



1851-1855წწ. ასწავლიდა ოსურ ენას სტავროპოლის სასულიერო სემინარიაში; 1855 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე თბილისის სასულიერო სემინარიის პედაგოგია; 1855 წელს საკუთარი სურვილით ამოირიცხა სასულიერო წოდებიდან; დ. ჭონქაძე ქართული კრიტიკული რეალიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელია.



მისი ერთადერთი ნაწარმოებია მოთხრობა "სურამის ციხე"(ჟურნ. "ცისკარი", 1859 – 1860 წწ.). იგი პირველი ქართველი მწერალია, რომელმაც თვალნათლივ დაანახვა ყველას ბატონყმური უღლის სიმძიმე და ფაქტობრივად ბრძოლისკენ მოუწოდა ჩაგრულ გლეხობას; ცენზურის თვალის ასახვევად მან მოთხრობას საფუძვლად დაუდო ხალხური ლეგენდა სურამის ციხეზე და მოქმედება შორეულ წარსულში გადაიტანა. "სურამის ციხეში" აისახა საქართველოში სავაჭრო ბურჟუაზიის წარმოშობის პროცესი. მოთხრობის ენა სადა, ხალხის სასაუბრო ენაა. რუსეთის საიმპერიო აკადემიის დავალებით დაიწყო რუსულ-ოსური ლექსიკონის შედგენა; კრებდა ქართულ და ოსურ ფოლკლორულ ნიმუშებს; დაწყებული ჰქონდა მოთხრობა "ვისი ბრალია?", რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია. ტუბერკულოზით გარდაცვლილი მწერლის ხელნაწერები მის ახლობლებს დაუწვავთ.


წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11 .-თბ., 1987 .-გვ.404


ბიბლიოგრაფია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 20.11.2022
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 20.03.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0