სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

პოლიტიკა
არაბულ სამყაროში მოღვაწე პოლიტიკოსები
აბრამ (იბრაჰიმ) ბეი შინჯიკაშვილი 1735-1815წწ ეგვიპტის მმართველი დაბ. მარტყოფი გარდაბანი ქართლი

1735-1815 წწ. გარდ. 80 წლის

ბმულის კოპირება

არაბულ სამყაროში მოღვაწე პოლიტიკოსები

გვარი შინჯიკაშვილი სია

გარდაბანი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

13       ბეჭდვა

აბრამ (იბრაჰიმ) ბეი შინჯიკაშვილი 1735-1815წწ ეგვიპტის მმართველი დაბ. მარტყოფი გარდაბანი ქართლი

აბრამ (იბრაჰიმ) ბეი შინჯიკაშვილი. ეგვიპტის მეხუხე ქართველი მმართველი სოფელ მარტყოფიდან, იბრაჰიმ ბეი, ეგვიპტის მამლუქთა მეთაური, სამხედრო მმართველი და ეგვიპტის დიდი განმგებელი დაიბადა 1735 წელს საქართველოში. სოფელ მარტოფში. მას ჰქონდა შეიხ ალ ბალადი, რომელიც იყო მამლუქების უმაღლესი წოდება. როდესაც 15 წლის იყო ის გაიტაცეს მუსლიმებმა და სტამბოლის ბაზარზე მონად გაყიდეს. ის ეგვიპტეში იქნა წაყვანილი. ეგვიპტელმა მფლობელმა ისლამი მიაღებინა და სახელი შეუცვალა. ბეის წოდება მან მოგვიანებით - 1767 წელს მიიღო. იბრაჰიმის პატრონი ეგვიპტის იმდროინდელი მმართველი იყო, მან გაათავისუფლა იბრაჰიმი მონობისგან ერთგულად მსახურობისთვის. როდესაც მისი ყოფილი პატრონი გარდაიცვალა იგი, სხვა ქართველ მამლუქთან - მურად ბეისთან ერთად ქვეყნის სადავეები იგდო ხელთ. პიერ ლარუსის ენციკლოპედიაში ვკითხულობთ: "იბრაჰიმ ბეიმ მოიგერია ჰასან ფაშას მრავალრიცხოვანი ექსპედიციების ტალღა და 1800 წელს სწრაფი დარტმით კაირო დაიკავა."

აი როგორ აღგვიწერს მის პიროვნებას არაბი ისტორიკოსი აბდარაჰმან ალ-ჯაბარტი: "დიდი ემირი, ცნობილი აბრაჰამ ბეი ალ-მუჰამედი, ყველაზე წარჩინებული ათასობით ეგვიპტელ ემირს შორის. დაბალი მდგომარეობის ემირებს მეტი მზრუნველობით ეპყრობოდა, ვიდრე მაღალ მდგომარეობაში მყოფთ. ფხიზალდ იცავდა ერთიანობასა და გულითად თანხმობას ემირთა შორის. მისთვის დამახასიათებელი იყო მამაცობა და გმირობა. ბევრი ომი ჩაუტარებია, იყო მშვიდი, მომთმენი, კეთილი, მეგობრული, ჰქონდა მიდრეკილება თვითშეზღუდვისკენ. უყვარდა სამართლიანობა, გართობა მისთვის იშვიათი შემთხვევა იყო და როცა თავშექცევას მიეცემოდა, თავაზიანობის ფარგლებს მაშინაც არ გადადიოდა. ამაოდ სისხლისღვრას ერიდებოდა, ცდილობდა არ შეემჩნია თანამებრძოლთა ცუდი საქციელი და არ გამოეყენებინა თანამდებობა ბოროტად. ამიტომ ისინი - მურად ბეი და მისი ხელქვეითნი ბევრ საქმეში ხელს უშლიდნენ. ის ამაზე თვალს ხუჭავდა, ყურადღებას არ აქცევდა. არ ამჟღავნებდა თუ ეს ყოველივე რა შთაბეჭდილებას ახდენდა მასზე. ზრუნავდა მხოლოდ იმაზე, რომ ემირთა შორის დიდსულოვნება ყოფილიყო."

ემირები კი ნებადართულის საზღვრებს გადადიოდნენ. ხელი შეაჩვიეს ევროპელი ვაჭრების საქონელს. მუქთად იტაცებდნენ უცხოთა ავლადიდებას. პატივს არ სცემდნენ სულთანს. ხაზინაში არ შეჰქონდათ ფული. ამას მოჰყვა ჰასან ფაშას ლაშრობა და ბოლოს ფრანგული ექსპედიცია, რასაც შეეწირა იბრაჰიმ-ბეის კარიერა: თუმცა მარტყოფელმა მამლუქმა, იბრაჰიმ შინჯიკაშვილმა ასევე წარმოშობით ქართველ, თურქთა დიდვეზირ იუსუფ ზიასთან ერთად სასტიკად დაამარცხა აკას ციხესთან, სირიაში ნაპოლეონის საექსპედიციო კორპუსი საბოლოო გამარჯვების ღირსი ვერ შეიქნა: პირამიდებთან და ჰელიოპოლისის ბრძოლებისას იბრაჰიმი ნაპოლეონს ეომებოდა და ორივე ბრძოლაში დამარცხდა. ამ დამარცხების შედეგად მან ქვეყანაში ძალაუფლება დაკარგა. ნიშანდობლივია, რომ ქაიროში შესულმა ნაპოლეონმა ასეთ მანიფესტი გამოაქვეყნა:

"ეგვიპტელო ხალხო! თქვენი განმგებელი და მჩაგვრელი ბეგები დიდი ხანია შეურაცხყოფენ ფრანგ ერს. მის სოვდაგრებს, მათი დასჯის ჟამმა დარეკა. მრავალი საუკუნია კავკასიასა და საქართველოში ნაყიდი მონების ეს ბრბო, ქვეყნიერების უმშვენიერეს ნაწილს აწამებს, მაგრამ ღმერთმა, რომლის ნებაზეც არის ყოველივე დამოკიდებული, ბრძანა, რომ დადგეს მათი ძალმომრეობის აღსასრული."


იბრაჰიმს კავშირი არ შეუწყვეტია საკუთარ ქვეყანასთან. მოახერხა და მშობლიურ სოფელში, მარტყოფში წერილი გაგზავნა, სწორედ მისი გამოგზავნილი ფულით არის აგებული მარტყოფის ცენტრში მდგარი ქრისტიანული ტაძარი, რომელიც იბრაჰიმმა მოხუცებული დედისთვის ააგებინა, რომელსაც სოფლიდან მოშორებით მდგარ წმ. ნიკოლოზის ტაძარში სიარული უჭირდა. ფრანგი ისტორიკოსები ლეონიდე პინო და პაულ მასონი აღნიშნავდნენ: "იბრაჰიმ ბეი ქართველი მღვდლის შვილია და კარგადაც ახსოვს თუ მამასთან ერთად როგორ მონაწილეობდა სიონის ტაძარში შესრულებულ წირვა-ლოცვაში." იოანე ბატონიშვილის "კალმოსობაში" საუბარია იბრაჰიმ ბეგის ურთიერთობაზე საქართველოს სამეფო სახლთან. "იბერიმ ბეგ დიდი ერთგული და მოსიყვარულე იყო თვით საქართველოს მეფეთა - ირაკლისა და გიორგისა, რომეიცა ძღვნიდა მუნებურთა არმაღანთა და ეგრეთვე ამდიდრებდა მუნ მომსვლელთა ქართველთა. ბეგები ეწეოდნენ ყოველთა მუნ მისრულთა ქართველთა.


1801 წელს იბრაჰიმ ბეგისა და უსმან ბეგის ხელმძღვანელობით მამლუქები განაგრძობდნენ ბრძოლას ეგვიპტის დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად ოტომანთა იმპერიის და ბრიტანეთის წინააღმდეგ. ბრძოლა თითქმის 5 წელი გაგრძელდა. პარალელურად ისინი მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ რუსეთის კონსულთან ისტანბულში რომ დამარცხების შემთხვევაში საშუალება მისცემოდათ სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნებულიყვნენ, მაგრამ რუსებმა მათ უარი უთხრეს. ამ პერიოდში საქართველოში ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის ახალი ტალღა აგორდა და ისეთი სახელოვანი მეომრების გამოჩენა საქართველოში, როგორიც მამლუქები იყვნენ რუსებს სერიოზულ პრობლემას შეუქმნიდა.


ქართველთა მიერ მართული ეგვიპტისა და საქართველოს ურთიერტობას შეგნებულად ხელს უშლიდა ასევე ოსმალეთის იმპერია. მათ კარგად იცოდნენ, რომ ეგვიპტეს მრავალრიცხოვანი და უძლიერესი შეიარაღებული ძალები ჰყავდა. ამ ძალების მასშტაბურობაზე წარმოდგენას გვაძლევს ეგვიპტის მამლუქთა ცხენოსანი ჯარების რეესტრი, რომელიც ამ პერიოდის არაბულ წყაროშია დაცული:


ჯონდი ალ-ჰალკა ანუ სულთნის არმია - 24, 000

სულთნის მამლუქები - 10, 000

ეგვიპტის ამირთა მამლუქები - 8, 000

დამასკოს ჟანდარმერია და დამასკოს მამლუქები - 15, 000

ალეპოს ჟანდარმერია და ალეპოს ამირთა მამლუქები - 8, 000

ტრიპოლის ჟანდარმერია და ტრიპოლის ამირთა მამლუქები - 5, 000

საფადის ჟანდარმერია და საფადის ამირთა მამლუქები - 2, 000

სირიის ციხე-კოშკთა გარნიზონები და მათივე მამლუქები - 60, 000

მამლუქთა ქვეშევრდომი არაბების ცხენოსნები.

სირიისა და დიარბექირის მიწა-წყალზე გაფანტული თურქმანი მეომრები, რომლენიც აღრიცხვაზე ჰყავდათ და ექვემდებარებოდნენ მამლუქებს - 215, 000

ქურთების ცხენოსნები, რომლებიც ექვემდებარებოდნენ მამლუქებს - 20, 000

ე.წ. ეგვიპტის მილიცია, რომელიც მაშინდელი ეგვიპტის 33, 000 (ოცდაცამეტი ათას) სოფელს გამოჰყავდა - 66, 000

სულ - 526, 000 (ხუთასოცდაექვსი ათასი) მეომარი.


http://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/100842-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A7%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/89/?fbclid=IwAR2cEA0VvE9Pd5M2AlJMpV6I0ZXn37dRCIgPCSv5VvccveX7UUS4rBFSYOU


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 26.03.2023
სულ რედაქტირებულია 1





150 ყველაზე მომგებიანი კომპანია 2021 წელი

2 0

მდიდარი ქართველები და საქართველოდან სრული სია

2 0

გიორგი (გოგიტა) ფაღავა (1895-1924) საქართველოს პოლიტიკოსი ქუთაისი იმერეთი

5 0


ერასტი ჯამლურიძე (1875-1962) თუშეთის უკანასკნელი მამასახლისი ხისო, ომალო, თუშეთი. ლევან ჯამლურიძისგან (შვილისშვილი)

3 0


ბორია კახიანი(1947-1982) სვანეთის ამაგდარი მულახი, მესტია, სვანეთი. გაბლიანი და სვანეთი სგან

11 1


ეგნატე გაბლიანი (1881-1937). სვანეთის ამაგდარი ზარდლაში, მესტია, სვანეთი.გაბლიანი და სვანეთი სგან

19 0