სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10526

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
ნიკოლოზ კალაძე ივანეს ძე 1909-97წწ საბჭოთა გენერალი დაბ. კულაში სამტრედია იმერეთი ნიკოლოზ კალაძე ივანეს ძე 1909-97წწ საბჭოთა გენერალი დაბ. კულაში სამტრედია იმერეთი

1909-1997 წწ. გარდ. 88 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი კალაძე სია

სამტრედია გამოჩენილი ადამიანები სრული სია

36       ბეჭდვა

ნიკოლოზ კალაძე ივანეს ძე 1909-97წწ საბჭოთა გენერალი დაბ. კულაში სამტრედია იმერეთი

კალაძე ნიკოლოზ ივანეს ძე (28 მაისი1909-1997) დაბადების ადგილი: დაბა კულაში, სამტრედიის რაიონი.



დაამთავრა თბილისის სამხედრო მეთაურთა ქართული გაერთიანებული სკოლა 1927 წელს და თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფაკულტეტი 1933 წელს.


1938 წლის ბოლოს დაინიშნა კიევის განსაკუთრებულ სამხედრო ოლქში დივიზიის პოლიტგანყოფილების უფროსად, 1939 წელს - დივიზიის სამხედრო კომისრად. მონაწილეობდა დასავლეთ უკრაინის განთავისუფლებაში(1939), იბრძოდა თეთრფინელების წინააღმდეგ(1940), დიდი სამამულო ომის(1941-1944) დროს იყო დივიზიის მეთაურის მოადგილე(1942-დან), მეთაური(1943-დან). მონაწილეობდა ლვოვთან, კიევთან, ხარკოვთან, დონის ველზე, სტალინგრადთან, კურსკთან, უკრაინაში გამართულ ბრძოლებში. აგრეთვე პოლონეთის განთავისუფლებაში, ბერლინის ოპერაციაში. კ. ვოროშილოვის სახელობის უმაღლესი სამხედრო აკადემიის დამთავრების(1948) შემდეგ მეთაურობდა სამხედრო შენაერთებს. 1962 წლიდან თადარიგში იმყოფებოდა. სამხედრო-ისტორიული ნარკვევების ავტორი. გენერალ-მაიორი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.5.- თბ., 1980.- გვ. 328; https://ru.wikipedia.org/wiki/Каладзе,_Николай_Иванович

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ , წევრი (1928-)


ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1985 - სამამულო ომის I ხარისხის ორდენი
  • 1950 - ლენინის ორდენი
  • 1945 - ლენინის ორდენი
  • 1945 - სუვოროვის სახელობის II ხარისხის ორდენი
  • 1944 - სუვოროვის სახელობის II ხარისხის ორდენი
  • 1940 - წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • 1940 - წითელი დროშის ორდენი (4 ორდენი)

ბიბლიოგრაფია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 13.03.2023
სულ რედაქტირებულია 2

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 12.10.2021
სულ რედაქტირებულია 1



ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0