სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
გაბრიელ კამოევი სტეფანეს-ძე (1910-1960) საბჭოთა გენერალი დაბ. ბათუმი აჭარა Камоев Гавриил Степанович გაბრიელ კამოევი სტეფანეს-ძე (1910-1960) საბჭოთა გენერალი დაბ. ბათუმი აჭარა Камоев Гавриил Степанович

1910-1960 წწ. გარდ. 50 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი კამოევ სია

ბათუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

4       ბეჭდვა

გაბრიელ კამოევი სტეფანეს-ძე (1910-1960) საბჭოთა გენერალი დაბ. ბათუმი აჭარა Камоев Гавриил Степанович

გაბრიელ სტეფანეს-ძე კამოევი (01.02.1910-18.03.1960) არტილერიის გენერალ-მაიორი (23.02.1958) დაიბადა ბათუმის ოლქში, მეფის არმიის პოლკოვნიკის ოჯახში.

Камоев Гавриил Степанович 

1922 წელს შევიდა წითელ არმიაში, სამუსიკო გუნდის აღსაზრდელად. მალევე ის გადაჰყავთ მომდევნო სამსახურის გასაგრძელებლად მიასნიკიანის სახ. გაერთიანებულ სამხედო სკოლაში, ქ.ერევანში. 1926 წლის ოქტომბერში, ნამდვილი სამხედრო სამსახურის დამთავრებისთანავე, რჩება ჯარში ზემსახურად. 1927 წლის სექტემბერში ჩაირიცხა მოსკოვის სამხედრო-საარტილერიო სკოლის სამეთაურო საშუალო შემადგენლობაში. 1931 წელს ის ამთავრებს სკოლას 1-ი თანრიგით და, ინიშნება 74-ე საარტილერიო პოლკის ოცმეთაურად. 1934 წელს კამოევი ამთავრებს ფიზიკური კულტურის სახელმწიფო ცენტრალური ინსსტიტუტის სამხედრო ფაკულტეტს და, მას ნიშნავენ ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქის, ტამანის 74-ე მსროლელი დივიზიის ფიზიკური მომზადების ინსტრუქტორად. 1938 წელს ინიშნება საარტილერიო დივიზიონის მეთაურად. მალევე ის ინიშნება 182-ე საარტილერიო პოლკის შტაბის უფროსად. აქტიურად მონაწილეობდა (1941-1945) წლების სსრკ დიდ სამამულო ომში. 1941-1943 წლებში მაიორი კამოევი მეთაურობდა 22-ე მსროლელი დივიზიის 157-ე საარტილერიო პოლკს.


დივიზიის შემადგენლობაში, მისი პოლკი მონაწილეობდა საბჭოთა კავშირ-გერმანიის ფრონტის სხვა და სხვა მონაკვეთებზე წარმოებულ ბრძოლებში. ომის უკანასკნელი დღეები მან გაატარა მსროლელი დივიზიის არტილერიის სარდლის თანამდებობაზე. 1947 წელს მას მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება და დაინიშნა შენაერთის არტილერიის სარდლად. 1950 წელს მან დაუსწრებლად დაამთავრა ფრუნზეს სახ. სამხედრო აკადემიის ფაკულტეტის სრული კურსი. 1955 წელს პოლკოვნიკმა კამოევმა ოქროს მედალზე დაამთავრა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის ძირითადი კურსი და დაინიშნა სამხედრო ოლქის არტილერიის შტაბის უფროსად. 1958-1960 წლებში გენერალი კამოევი მსახურობდა სამხედრო ოლქის სარაკეტო ჯარების და არტილერიის სარდლად. საბრძოლო დამსახურებისათვის დაჯილდოებული იყო სამი ,,ლენინის,, სამი ,,წითელი დროშის,, და ,,წითელი ვარსკვლავის,, ორდენებით.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 14.04.2023
სულ რედაქტირებულია 2





ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0