სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10632

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ომი/სამხედრო პირი
ომის გმირი 1941-45 წწ
 ვასილ ისიდორეს ძე კიკვიძე 1895-1919წწ სამოქალაქო ომის გმირი. დაბ. ქუთაისი.

1895-1919 წწ. გარდ. 24 წლის

ბმულის კოპირება

ომის გმირი 1941-45 წწ

გვარი კიკვიძე სია

ქუთაისი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

36       ბეჭდვა

ვასილ ისიდორეს ძე კიკვიძე 1895-1919წწ სამოქალაქო ომის გმირი. დაბ. ქუთაისი.

კიკვიძე ვასილ ისიდორეს ძე(28 თებერვალი 1895-12 იანვარი 1919) დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.



სწავლობდა ქუთაისის I-ლი კლასიკურ გიმნაზიაში. აქვე ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში, რისთვისაც გიმნაზიიდან გარიცხეს. მონაწილეობდა I მსოფლიო ომში(1914-1918), მსახურობდა მე-6 ცხენოსან დივიზიაში მოხალისე ჯარისკაცად, იყო მემარცხენე ესერი. არმიაში რევოლუციური მოღვაწეობისთვის დახვრეტა მიუსაჯეს, მაგრამ 1917 წლის თებერვლის რევოლუციის დროს განაჩენი გააუქმეს. 1917 წელს აირჩიეს მე-6 ცხენოსანი დივიზიის ჯარისკაცთა კომიტეტის თავჯდომარედ და სამხრეთ-დასავლეთ ფრონტის სამხედრო-რევოლუციური კომიტეტის თავჯდომარის მოადგილედ. 1917 წლის დეკემბერ-1918 წლის მარტში როვნოსა და დუბნოს რაიონებში კონტრევოლუციონერულ რადას ჯარებისა და უკრაინის ტერიტორიაზე გერმანელი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლებში მეთაურობდა როვნოს წითელარმიელთა რაზმს, რომელმაც გაანთავისუფლა ქალაქები: ზდოლბუნოვი, სარნი და მონაწილეობა მიიღო ჟიტომირის განთავისუფლებაში.


1918 წლის მარტში სარდლობდა საბჭოთა უკრაინის მე-4 არმიას, ხოლო 1919 წლის აპრილის დამდეგს მეთაურობდა ლებედინ-ახტირკის რაიონის ჯარებს, მას ექვემდებარებოდა აგრეთვე მე-5 და დონის I-ლი არმიები. 1918 წლის მაისში ყოფილი მე-4 არმიის ბაზაზე შექმნა და სათავეში ჩაუდგა დივიზიას, რასაც შემდგომში მე-16 მსროლელი დივიზია ეწოდა. 1918 წლის ივნის - 1919 წლის იანვარში კიკვიძის დივიზია მე-9 არმიის შემადგენლობაში ებრძოდა გენერალ პ. კრასნოვის თერთგვარდიელთა არმიას. ვასილ კიკვიძე დაიღუპა ბეძოლაში. მისი სახელი ეწოდა მე-16 მსროლელ დივიზიას და დაბა პრეობრაჟენსკაიას ვოლგოგრადის ოლქში. სამოქალაქო ომის(1918-1920) გმირი.


წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 512-513; ვიკიპედია - თავისუფალი ენიციკლოპედია: ru.wikipedia.org

http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00009801/


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 31.05.2023
სულ რედაქტირებულია 1



გსურთ ახსოვდეთ შთამომავლობას? ნიმუში

2 0

გსურთ ახსოვდეთ შთამომავლობას? ზოგადი ნიმუში ზაქარია (შაქრო) საბას ძე ფეიქრიშვილი 1897-1965წწ დაბ. სოფ. კონდოლი, თელავი

2 0


447 567 დოკუმენტი 1941-1945 სამამულო ომი

1 0


მიხეილ ნიკიფორეს ძე გორბაჩევი 1917-1955წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945), დაბ. თბილისი, ქართლი.

1 0


კონსტანტინე მიხეილის ძე გორბაჩევი 1921-2003წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოხუმი, აფხაზეთი.

1 0


ნიკოლოზ ივანეს ძე გოგიჩაიშვილი 1903-1945წწ 41 წლის, სამამულო ომის გმირი (1941-1945) დაბ. სოფელი ნიგვზიანი, ლანჩხუთი, გურია.

1 0