სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
კონსტანტინე ლესელიძე ნიკოლოზის ძე (1903-44) გენერალ პოლკოვნიკი, დაბ.  სოფ.გურიანთა ოზურგეთი გურია

1903-1944 წწ. გარდ. 41 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი ლესელიძე სია

ოზურგეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

2       ბეჭდვა

კონსტანტინე ლესელიძე ნიკოლოზის ძე (1903-44) გენერალ პოლკოვნიკი, დაბ. სოფ.გურიანთა ოზურგეთი გურია

ლესელიძე კონსტანტინე ნიკოლოზის ძე (15 ოქტომბერი 1903-21 თებერვალი1944)  გენერალ-მაიორი (1942),გენერალ-ლეიტენანტი (1942), გენერალ-პოლკოვნიკი (1943); 


დაბადების ადგილი: სოფელი ხვაბრეთი, ოზურგეთის რაიონი.

Леселидзе Константин Николаевич (1903–1944)  генерал-полковник (1943),  Герой Советского Союза (посмертно) (1971).

იყო კავკასიის წითელდროშოიანი არმიის კურსანტთა აღმოსავლეთის ბრიგადის კურსანტი 1921 წლიდან; იმავე წლის აგვისტოში კი გაერთიანებული ქართული სამხედრო სკოლის კურსანტი; მეთაურთა შემადგენლობის დახელოვნების საარტილერიო კურსების მსმენელი დეტსკოე სელოში 1928-1929წწ..


1922-1925წწ. იყო გაერთიანებული ქართული სამხედრო სკოლის ოცეულის მეთაური; 1925 წელს დაინიშნა გაერთიანებული ქართული სამხედრო სკოლის ბატარეის მეთაურის თანაშემწის მოვალეობის დროებით შემსრულებლად, 1926-1927წწ. მეთაურის თანაშემწედ; 1927-1928წწ. იყო კავკასიის წითელდროშოვანი არმიის პირველი ქართული მსროლელი პოლკის ბატარეის მეთაური; 1929 წელს დაინიშნა კავკასიის წითელდროშოიანი არმიის 1–ლი ქართული მსროლელი პოლკის ბატარეის მეთაურად; 1930 წელს კავკასიის წითელდროშიანი არმიის მე–5 ქართული მსროლელი პოლკის დივიზიონის მეთაურად; 1931-1937წწ. იყო კავკასიის წითელდროშიანი არმიის მე–2 ქართული საარტილერიო პოლკის მეთაური და კომისარი; 1937—1938წწ.


იყო ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის 63–მე ქართული მსროლელი დივიზიის მეთაური და კომისარი; ამავდროულად, 1934 და 1937 წლებში იყო საქართველოს კომუნისტური პარტიის ყრილობების დელეგატი; 1938 წელს დატოვა კავკასია და 1941 წლამდე იყო ბელორუსიის განსაკუთრებული სამხედრო ოლქის მე–5 მსროლელი დივიზიის არტილერიის უფროსი; 1939 წელს მონაწილეობდა პოლონეთის კამპანიაში მე–5 მსროლელი დივიზიის არტილერიის უფროსად; დიდი სამამულო ომის საწყის წლებში იყო დასავლეთის ფრონტის მე–2 მსროლელი კორპუსის არტილერიის უფროსი და შემდგომ დასავლეთის ფრონტის 50-ე არმიის სარდლის მოადგილე; 1942 წლიდან, მას შემდეგ რაც მოწინააღმდეგემ კავკასიას შეუტია, იგი გადაიყვანეს ამიერკავკასიის ფრონტზე; იყო ამიერკავკასიის ფრონტის მე–3 მსროლელი კორპუსის მეთაური (1942), ამიერკავკასიის ფრონტის 46–ე არმიის ჯარების სარდალი (1943), ამიერკავკასიის ფრონტის 47–ე არმიის ჯარების სარდალი (1943), ჩრდილოეთკავკასიის ფრონტის, 1-ლი უკრაინული ფრონტის მე–18 არმიის ჯარების სარდალი(1943-1944); მან თავი გამოიჩინა კავკასიის ქედზე ქლუხორის და მარუხის უღელტეხილებთან გამართული ბძოლებით, ქალაქ ტუაფსესა და ნახევაკუნძულების ნოვოროსიისკისა და ანაპის გათავისუფლებით; ქართველი მხედართმთავარი, გენერალ-პოლკოვნიკი, მე-18 სადესანტო არმიის სარდალი.


წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.236; warheroes.ru

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კომუნისტური პარტია, წევრი



შვილთან, ლესელიძე, ოთარ კონსტანტინეს ძე

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1971 - საბჭოთა კავშირის გმირი
  • 1944 - ბოგდან ხმელნიცკის I ხარისხის ორდენი
  • 1944 - მედალი "კავკასიის დაცვისთვის"
  • 1943 - კუტუზოვის I ხარისხის ორდენი
  • 1943 - სუვოროვის I ხარისხის ორდენი
  • 1942 - წითელი დროშის ორდენი
  • 1942 - ლენინის ორდენი
  • 1936 - წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • 1931 - შრომის წითელი დროშის ორდენი



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 17.03.2023
სულ რედაქტირებულია 1





ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0