რეზო ჭეიშვილი (1933-2015) დაიბადა ქალაქ ქუთაისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1959 წელს.
სხვადასხვა პერიოდში იყო კინოსტუდია "ქართული ფილმის" სასცენარო კოლეგიის წევრი, ჟურნალ "განთიადის" მთავარი რედაქტორი, ქუთაისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი. რეზო ჭეიშვილი არის რამდენიმე მოკლე და სრულმეტრაჟიანი ფილმის ("მზიანეთი", "ზღვის მგელი", "ავტოპორტრეტი", "ფედია", "ჩემი მეგობარი ნოდარი", "გამოაღეთ ფანჯრები", "გათენების წინ", "ჭიდაობას რა უნდა", "ექსპრეს - ინფორმაცია") სცენარის ავტორი. ქართველი კლასიკოსი მწერალი, დრამატურგი.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- კინემატოგრაფისტთა კავშირი, წევრი
- საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1995)
- საქართველოს მწერალთა კავშირი, მდივანი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 2012 - ლიტერატურული პრემია "საბა", ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის
- საქართველოს სახელმწიფო პრემია
- ღირსების ორდენი
- შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
- სსრკ სახელმწიფო პრემია
ბიბლიოგრაფია
- ცისფერი მთები (ავტორი). - თბილისი, ლაშარელა, 2006. - 187გვ.. - ISBN: 99940-858-1-6
- სამი რომანი (ავტორი). - ქუთაისი, საგამომც. ცენტრი, 2003. - 569გვ.. - ISBN: 99928-46-90-9
- კუდიანი ვარსკვლავი : რომანი (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1999. - 332გვ.. - ISBN: 99928-16-38-4
- ვაიმე ჩემო ვენახო : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1982. - 527გვ.
- ქალაქში დინოზავრები დადიან. - თბილისი, 1967
- ჩემი მეგობარი ნოდარი : მოთხრობა (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1963. - 285გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00000402/