პეტრე ჭარაია (1861-1919) დაიბადა ოჩამჩირის რაიონის სოფელ უშქუთში.
მშობლების ადრე გარდაცვალების გამო იძულებული გახდა თბილისის სასულიერო სემინარიის მეხუთე კლასიდან გამოსულიყო; განუწყვეტლივ მასწავლებლობდა სამურზაყანოს სკოლებში; ყველგან იცავდა ქართულ ენას; როგორც მოწინავე პედაგოგი და ნიჭიერი ჟურნალისტი, ბევრჯერ მიუწვევიათ ქუთაისში ან თბილისში სამუშაოდ, მაგრამ ის სამურზაყანოში არჩევდა დარჩენას და მუშობას; როგორც მასწავლებელი იგი იაკობ გოგებაშვილის ერთგული მოწაფე იყო მოწინავე იდეებით აღჭურვილი და ახალი, ეროვნული სკოლისათვის მებრძოლი; მიუხედავად იმისა, რომ იმ ხანებში აფხაზეთის ეპარქიის ფარგლებში ქართული ენის სწავლება ყველგან და ყველა ტიპის სკოლაში სასტიკად აკრძალული იყო, ის მაინც არ იშლიდა თავისას, ქართულ წიგნებს უფასოდ ურიგებდა თავის მოსწავლეებსა და აგრეთვე, ახლობელ სკოლებსაც აწვდიდა; 1895 წლის ჟურნალ "მოამბეში" დასვა საკითხი "ქართული სალიტერატურო ენისა და მართლწერის" ჩამოყალიბების შესახებ; მას ეკუთვნის მრავალი ლიტერატურული ნარკვევი, გამოკვლევა და კრიტიკულ-პუბლიცისტური სტატია, რომლებიც ქართულ პერიოდიკაშია გაფანტული.
წყარო: განმანათლებლობა საქართველოში - იდეები და მოღვაწეები: nateba.websail.net
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ოჩამჩირის განყოფილების წევრი (1914-)
ბიბლიოგრაფია
- დედა ენის ზოგიერთ სიტყვათა განმარტება (ავტორი). - ქუთაისი, ი. კილაძის სტ., 1910. - 54გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00006036/