ლავრენტი წულაძე (1867-1923) დაიბადა ოზურგეთის რაიონის სოფელ ჭანჭათში.
დაამთავრა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელი 1883 წელს და საკუთარი სკოლა დააარსა სოფელ სურებში; 1886 წლიდან გახდა გაზეთ "ივერიის" კორესპონდენტი; ერთ-ერთი პირველთგან იყო, რომელმაც გადაჭრით დააყენა გურიაში სასოფლო-სამეურნეო სასწავლებლის დაარსების საკითხი; 1894 სექტემბრიდან ქ. ფოთში დააარსა სამრევლო სკოლა; 1917 წლამდე მუშაობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად ფოთის ქალთა გიმნაზიაში და სამოქალაქო სასწავლებელში, განაგრძობდა კორესპონდენტობას იმდროინდელ ჟურნალ-გაზეთებში, განსაკუთრებით ხშირად ათავსებდა წერილებს სახალხო განათლების საკითხებზე ჟურნალ "განათლებაში"; 1917 წელს გადავიდა მშობლიურ სოფელში და განაგრძო მასწავლებლად მუშაობა აკეთის უმაღლეს-დაწყებით სკოლაში, იყო ამ სკოლის გამგე.
წყარო: http://nateba.net/index.php/biographies/186-tsuladze
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ფოთის განყოფილების დამფუძნებელი წევრი (1910-)
ბიბლიოგრაფია
- ქორწილი, სურათები გურიის ცხოვრებიდან. (ავტორი). - ტფილისი, ვ. წულაძის გამოცემა N1, 1910. - 15გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00006035/