სიმონ წვერავა (1905-1982)აიბადა დაბა ხონში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტი 1928 წელს.
1930-1931 წლებში იყო გამომცემლობა "ფედერაციის", ხოლო 1952-1953 წლებში "საბჭოთა მწერლის" დირექტორი. პირველი წიგნი "ნოველები" გამოაქვეყნა 1931 წელს. მას ეკუთვნის მოთხრობების ("მოთხრობები", 1940, 1948, 1966; "გმირის ღიმილი", 1950; "მჭედლების უბანში", 1958), მხატვრულ-დოკუმენტური ნარკვევებისა ("ფოლადის გზაზე", 1960; "იმ ბობოქარ დღეებში", 1970; "ოქტომბრის დღეები", 1981) და ლიტერატურულ-კრიტიკული წერილების კრებულები ("წერილები ლიტერატურაზე", 1960; "ნარკვევები ქართულ ლიტერატურაზე", 1967).
წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.311
ბიბლიოგრაფია
- შეხვედრა ტარიბანაში; მაგდა : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, სახელგამი, 1957. - 142გვ.
- სოფლის სურათები : მოთხრობები, ნარკვევები (ავტორი). - თბილისი, საბლიტგამი, 1954. - 320გვ.
- სტალინელები : ნარკვევები ხუთწლედის გმირებზე. (ავტორი). - ტფილისი, ტეხნიკა და შრომა, 1931. - 87გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00010544/