სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
ნიკოლოზ ჩხოტუა 1905-1984წწ  მწერალი, დაბ. ბათუმი, აჭარა

1905-1984 წწ. გარდ. 79 წლის

ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი ჩხოტუა სია

ბათუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

356       ბეჭდვა

ნიკოლოზ ჩხოტუა 1905-1984წწ მწერალი, დაბ. ბათუმი, აჭარა

ნიკოლოზ ჩხოტუა (1905-1984)  დაიბადა ქალაქ ბათუმში. მამამისი, შალვა ჭყონია მდიდარი ბიზნესმენი იყო, რომელიც თავადიშვილ პელაგია ჩხოტუაზე დაქორწინდა. 16 წლის ნიკოლოზ ჩხოტუამ 1921 წელს, ქვეყანაში ბოლშევიკური არმიის შემოჭრის შემდეგ, დატოვა საქართველო და ევროპაში გაიქცა, 1940 წელს კი ის ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე გახდა.



1954 წელს იგი ოჯახთან ერთად შვეიცარიაში გადავიდა და იქვე გარდაიცვალა 1984 წელს. ნიკოლოზ ჩხოტუას ოცნებად ჰქონდა ქცეული სამშობლოში დაბრუნება, რაშიც ბოლო წლებში ავადმყოფობამ შეუშალა ხელი. მან ითხოვა, მისი გული მაინც დაემარხათ ქართულ მიწაში. ეს სურვილი 1988 წელს შეუსრულეს - მოსკოვის საბაჟოს გამოაპარეს და თბილისში ვერის სასაფლაოზე, დაკრძალეს. ვერის სასაფლაოზე, წმიდა პანტელეიმონ მკურნალის ეკლესიასთან ერთ საფლავში, დედისა და დის გვერდით, დაკრძალულია ნიკოლოზ (ნიკი) ჩხოტუას გული. მას, 1984 წელს, სიკვდილის წინ, ოჯ­ახ­ისთვის ანდერძად დაუბარებია: "სხეული თუ არა, გული მაინც მიაბარეთ მშობლიურ მიწასო." მოგვიანებით, მისი უფროსი ვაჟის, ზურაბ ჩხოტუას თხოვნას, ჟენევაში საბჭ­ოთა კავშირის გენერალურ საკონსულოსადმი – დახ­მარება აღმოეჩინათ მამის გულის საქართველოში გადასვენებაში, შედეგი არ გამოუღია, უფრო მეტიც – ის პასუხ­ის ღირსადაც არ ჩათვალეს. ამიტომ, დიდი ხ­ნის ლოდინის შემდეგ, 1987 წელს, ნიკო ლორთქიფანიძის მინიატურა "გულის" მსგავსად, ნოსტალგიითა და სამშობლოს ნახ­ვის ნატვრით დაფერფლილი ნიკოლოზ (ნიკი) ჩხოტუას გული დაწვეს. ერთ წლის შემდეგ კი, თბილისში ტურისტად ჩამოსულმა ზურაბის მეუღლემ, მარიეტამ და ოჯ­ახ­ის მეგობარმა – ოლგა ფონ დენმა, ურნა ნიკის დაფერფლილი გულით თბილისელ ნათესავებთან ერთად, ქართულ მიწას მიაბარეს, ხოლო პანაშვიდი სიონის ტაძარში გადაუხ­ადეს. 19 წლის შემდეგ, 2009 წლის 5 მარტს, ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოებამ და ჟურნალ "ჩვენი მწერლობის" რედაქციამ როსტომ ჩხეიძის ინიციატივით, ვერის სასაფლაოზე მამა კახ­აბერმა პანაშვიდი გადაუხ­ადა ნიკოლოზ ჩხოტუას და აკურთხა მისი სიმბოლური საფლავი. "მარადიული" ნიკოლოზ ჩხოტუას ჩვენთვის ცნობილი ერთადერთი რომანია. 1940-იან წლებში, აშშ-ში ცხოვრების პერიოდში, ინგლისურ ენაზე დაწერილი რომანი მწერალმა მეუღლეს მიუძღვნა, მარადიულ სიყვარულზე მოგვითხრობს და, სავარაუდოდ, ავტობიოგრაფიულია.


წყარო: ვიკიპედია - თავისუფალი ენციკლოპედია: ka.wikipedia.orgtbiliselebi.ge

ბიბლიოგრაფია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 11.10.2021
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 17.03.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0