გელა ჩქვანავა (1967) დაიბადა ქალაქ სოხუმში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
1986-88 წწ. მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში. აფხაზეთის ომის შემდეგ ცხოვრობს თბილისში დევნილის სტატუსით. ომის შემდეგ გამოიცვალა მრავალი პროფესია. 2002 წლიდან მისი მოთხრობები იბეჭდება ქართულ პერიოდულ პრესაში. 2007-2009 წლებში გელა ჩქვანავას ნაწარმოებები დაიბეჭდა რუსულ ლიტერატურულ პერიოდიკაშიც, ჟურნალებში: "ნევა", "დრუჟბა ნაროდოვ" და "კრეშატიკი".
წყარო: https://www.intelekti.ge/author_ge.php?id=12
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 2004 - ლიტერატურული პრემია "საბა", წლის საუკეთესო დებიუტის ნომინაციაში
კოლორიტები : მოთხრობები / გელა ჩქვანავა .-თბილისი : დიოგენე, 2004 .- 380გვ. - 2002 - ლიტერატურული ასოციაცია "კვალის" კონკურსი, მესამე ადგილი
- 2002 - ლიტერატურული პრემია "პენ-მარათონი", პირველი ადგილი
- გიორგი შერვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემია
ბიბლიოგრაფია
- მკვდარი ქვიშის უდაბნო : რომანი (ავტორი). - თბილისი, ინტელექტი, 2014. - 188გვ.. - ISBN: 978-9941-454--2
- ფეისბუკზე : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, ინტელექტი, 2014. - 264გვ.. - ISBN: 978-9941-454-28-8
- კოლორიტები : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, დიოგენე, 2004. - 380გვ.. - ISBN: 99928-953-9-X
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00007522/