სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10595

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
შალვა ჟიჟილაშვილი ნიკოლოზის ძე (1913-93) საბჭოთა გენერალი სოფ.ქსანი კასპი ქართლი

1913-1993 წწ. გარდ. 80 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი ჟიჟილაშვილი სია

კასპი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

42       ბეჭდვა

შალვა ჟიჟილაშვილი ნიკოლოზის ძე (1913-93) საბჭოთა გენერალი სოფ.ქსანი კასპი ქართლი

ჟიჟილაშვილი შალვა ნიკოლოზის ძე (20 თებერვალი 1913-93),


საინჟინრო-ტექნიკური სამსახურის გენერალ-მაიორი (1954) საინჟინრო-ტექნიკური სამსახურის გენერალ-ლეიტენანტი (1962);

დაამთავრა თბილისის სარკინიგზო ტექნიკუმი მიმოსვლის გზათა ტექნიკოსის კვალიფიკაციით 1933 წელს.


1934 წლიდან სამხედრო სამსახურს გადიოდა სარკინიგზო ჯარებში. იყო ოცეულის მეთაური, ტექნიკური სადგურის ბატალიონის უფროსი; 1939 წელს დაამთვრა მეთაურთა კვალიფიკაციის ხუთთვიანი კურსები. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 1942 წლიდან; ასრულებდა ბრიანსკის ფრონტის სარკინიგზო ჯარების შტაბის ხიდების უფროსი ინჟინრის მოვალეობას; 1942 წელს მაიორის წოდებით დაინიშნა 82-ე სამშენებლო-საგზაო სარკინიგზო ბატალიონის მეთაურად.


ომის დასასრულს პოლკოვნიკი ჟიჟილაშვილი იყო სარკინიგზო ბრიგადის მეთაური; შემდეგ სარკინიგზო ჯარებში გააგრძელა სამსახური; 1950 წელს დაამთავრა სამხედრო-სატრანსპორტო აკადემია; იყო მე-4 და მე-7 სარკინიგზო კორპუსების მეთაურის მოადგილე; პირველი სარკინიგზო კორპუსის მეთაური; 1964-1973წწ. სარკინიგზო ჯარების შტაბის უფროსი; 1973 წლიდან, გენერალ-ლეიტენანტის წოდებით გადაყვანილ იქნა ტექნიკური სამსახურის თადარიგში. დაჯილდოებულია ორდენებითა და  16 მედლით; ცხოვრობდა მოსკოვში; მისი სახელი მიკუთნებული აქვს ქუჩებს ციმბირსა და უკრაინაში.

წყარო: ვიკიპედია - თავისუფალი ენციკლოპედია : ru.wikipedia.orgსაქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.483-484

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1943 - სოციალისტური შრომის გმირი
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • ლენინის ორდენი
  • სამამულო ომის II ხარისხის ორდენი
  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 20.02.2023
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 10.12.2021
სულ რედაქტირებულია 1



ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0