ბაგრატ შინქუბა ( 1917-2004) ოჩამჩირის რაიონის სოფელ ჭლოუში. დაამთავრა მ. გორკის სახელობის სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტი 1939 წელს.
30-იან წლებიდან აქვეყნებს ლექსებს, პოემებს, მოთხრობებს, რომლებიც გამოირჩევიან ეროვნული თვითმყოფადობით, ჩანაფიქრის სიცხადით, სტილის სისადავით. მათ შორის აღსანიშნავია რომანი ლექსად "ჩემი თანამემამულენი" (1950), პოემა "კლდის სიმღერა" (1965, ქართული თარგმანი 1968) და სხვა. უბიხების ტრაღიკულ ისტორიას გადმოგვცემს მისი ვრცელი ეპიკური ტილო-რომანი "უკანასკნელი უბიხი" (1974, ქართული თარგმანი 1977, 1981). 20-იან წლების აფხაზეთის სოფელში სოციალისტურ გარდაქმნებს მიუძღვნა მწერალმა რომანი "გაპობილი ქვა" (1982). აფხაზი მწერალი.
წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11 .-თბ., 1987.-გვ.5
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი, თავმჯდომარე (1958-1978)
- აფხაზეთის მწერალთა კავშირის გამგეობა, თავმჯდომარე (1953-1958)
- საქართველოს კპ ცკ , წევრობის კანდიდატი (1958-1981)
- სკკპ, წევრი (1946-)
- სსრკ V, X, XI მოწვევების უმაღლესი საბჭო, დეპუტატი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1968 - დიმიტრი გულიას სახელობის სახელმწიფო პრემია
- ლენინის ორდენი
ბიბლიოგრაფია
- კლდის სიმღერა : ლექსები (ავტორი). - თბილისი, ლიტერატურა და ხელოვნება, 1968. - 254გვ.
- ლექსები, ბალადები, პოემები : თარგმ. აფხაზ. (ავტორი). - თბილისი, საბჭ. მწერალი, 1961. - 203გვ.
- ჩემი თანამემამულენი : რომანი ლექსად (ავტორი). - თბილისი, საბჭოთა მწერალის გამ-ბა, 1955. - 84გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00009659/